Home რუბრიკები პოლიტიკა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი უნდა გაუქმდეს და მის ადგილას სააკაშვილის მიერ ქართველთა გენოციდის...

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი უნდა გაუქმდეს და მის ადგილას სააკაშვილის მიერ ქართველთა გენოციდის მუზეუმი უნდა დაარსდეს

841

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაუნდა გასამართლდეს და მისი საქმიანობა ისევე აიკრძალოს, როგორც თავის დროზე გაასამართლეს ნიურნბერგში გერმანული ფაშიზმი

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების შემდეგ აგერ უკვე 25-, საიუბილეო 26 მაისივიზეიმეთ”. თუმცა საინტერესოა, რა ვიზეიმეთ, უფრო სწორად, რომელი დამოუკიდებლობა გვაზეიმა გასულ კვირაში ნაცებქოცების ხელისუფლებამ, დამოუკიდებლობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს?!

1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, იძულებითი ნაბიჯი რომ იყო ნოე ჟორდანიას მენშევიკური მთავრობისთვის, ცნობილი ფაქტია _ დიდი ილიას მკვლელ სოციალდემოკრატებს სიზმარშიც კი არ უოცნებიათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული და იმავე წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციების შემდგომი ანარქიით ოსმალეთის იმპერიამ ისარგებლა და ოდესღაც “მისი კუთვნილი” გურჯისტანის ვილაიეთის ტერიტორიებს შეესია.

სწორედ იმ თურქეთმა, დღეს მავანსისტორიულ მეგობრადშემოსაღება რომ უნდა, 1918 წლის მარტაპრილში მთელი აჭარა და სამცხესაათაბაგოს უდიდესი ნაწილი დაიკავა და ოსმალთა ჯარების დროებით შეჩერება მხოლოდ ჩოლოქთან და აქეთ, მტკვრის ხეობაში, ბორჯომთან მოხერხდა _ საქართველო, რომელიც იმხანად .. ამიერკავკასიის დემოკრატიულფედერაციული (სომხეთაზერბაიჯანთან ერთად) სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, ოსმალთაგან სრული ოკუპაციის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ანალოგიური საფრთხე ემუქრებოდა ერევანსა და ბაქოს, ამიტომ ოსმალთა მიერ ოკუპირებულ(!) ბათუმში 1918 წლის 11 მაისს დაიწყო მოლაპარაკებები ოსმალეთსა და ამიერკავკასიის დემოკრატიულფედერაციულ სახელმწიფოს შორის, რომელსაც ამ სახელმწიფოს მთავრობის მეთაური აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მოლაპარაკებები მეორე დღესვე შეწყდა, რადგან თურქეთი მიტაცებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებდა!..

ამიერკავკასია-ოსმალეთის “სამიტს” გერმანიის მხრიდან ესწრებოდა გენერალი ოტო ფონ ლოსოვი, რომელთანაც აკაკი ჩხენკელს რამდენიმე კულუარული შეხვედრა ჰქონდა. მათ აღიარეს ამიერკავკასიული ფედერაციის შენარჩუნების უპერსპექტივობა და გერმანელმა ურჩია აკაკი ჩხენკელს, დაეშალათ სამოკავშირეო სახელმწიფო, საქართველოს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარება გერმანიის იმპერიისთვის ეთხოვა.

საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ მალე, 1918 წლის 11 ნოემბერს, გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, მისმა ჯარებმა დატოვეს საქართველო, ძლიერი მოკავშირის პოვნა კი შეუძლებელი აღმოჩნდა და… საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის, ამჯერად უკვე ბოლშევიკურის შემადგენელი ნაწილი გახდა.

თუმცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კრახი მხოლოდ ბოლშევიკების ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება ყოველივე ეროვნულობისგან დაცლილ სოციალდემოკრატებს არგუნა არსთა გამრიგემ (ხანდახან უფალსაც უყვარს ხოლმე ხუმრობა), თორემ ეროვნულ ხელისუფლებას ნამდვილად შეეძლო ისეთი ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა, რომელიც ბოლშევიკების უნიფხვო, შიშველტიტველი შეიარაღებული ბრბოს მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა!

ნოე ჟორდანიამ კი რა ჰქნა?

უპირატესობა მიანიჭა არა პროფესიონალ სამხედრო კადრებს, არამედ პარტიული ნიშნით შექმნილ სახალხო გვარდიას, რომლის სარდალ ვალიკო ჯუღელის ერთადერთდიად გამარჯვებადცხინვალის მოსახლეობის აწიოკებას თუ ჩავთვლით. სომეხქართველთა ომში კი მართლა დიდი გამარჯვების პირას მდგომი ქართული არმიის გადამწყვეტი შეტევა გენერალი გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით სწორედ ნოე ჟორდანიას ბრძანებით შეჩერდა.

როგორ ჰგავს ეს ასი წლის წინანდელი ბატალიები საქართველოს უახლეს წარსულსა და აწმყოს?!

ახლაც ხუმრობის განწყობაზეა არსთა გამრიგე, რადგან ყოველგვარი ეროვნულობისგან დაცლილი, ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია და მათი აშკარა თუ ფარული იდეური მოკავშირეები დგანან ქვეყნის მართვის სადავეებთან პრეზიდენტ მარგველაშვილის, პრემიერ კვირიკაშვილის, პარლამენტის სპიკერ უსუფაშვილისა თუ მისი თანამეცხედრე თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის სახით, რომლებიც ყველანი ერთად, ნებისით თუ უნებლიეთ, შიზოიდი მიშა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის რესტავრაციისთვის იღვწიან

ცინიზმის უმაღლესი ფორმა იყო 26 მაისის სამხედრო აღლუმის კადრები _ ახალწვეულმა ჯარისკაცებმა სამშობლოსადმი ერთგულება-თავგანწირვის ფიცი დადეს იმ თავდაცვის მინისტრის წინაშე, რომელიც საკუთარ შვილებს არ ზრდის იმ პათოსით, რომ, თუ საჭირო შეიქნა, სამშობლოს უნდა შეეწირო; იმ პრეზიდენტის წინაშე, რომელიც ქართველ ერს დებილს უწოდებს და თავის მდიდარ სექსზე ლაპარაკობს; იმ პრემიერის წინაშე, რომლის მიყვანილი ახალი სახე ქოცებისა ორი გვამის მაძიებელი ვანო მერაბიშვილის ნიჭიერებას მისტირის; იმ სპიკერის წინაშე, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილის კვირაძალს ჩაიხუტა გულში კომპარტიის წითელი მანდატი და ა.შ.

ეს ისე, რომ იტყვიან, მცირე ლირიული გადახვევა და აი, მთავარ სათქმელსაც მივადექით…

ძია სემისნამესტნიკით” _ აშშის ელჩით, “ცარსკი ნამესტნიკისშეცვლით და კრემლის ნაცვლად ამერიკის საელჩოდან ინსტრუქციების მიღებით მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა?

სხვა თუ არაფერი, რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანა მაინც არის და კრემლშიც, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის კაცები სხედან და არა ისეთები, როგორებიც არიან თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოღვაწე სამყაროს გაცისფერებაზე, დემოტრაკიზაცია-სოდომიზაციაზე მეოცნებენი.

ზემოთქმულიც რომ არ იყოს და მართლა საზეიმოდ გვქონდეს საქმე, რატომ ანტიეროვნული მენშევიკების მიერ იძულებით დაწესებული დამოუკიდებლობის დღე _ 26 მაისი და არა 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა?

მით უმეტეს, 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი კალოს შემდეგ ზნეობრივია 26 მაისს საზეიმო ტაშფანდურის მოწყობა?

ჩემი ღრმა რწმენით, საქართველომ დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილი უნდა გამოაცხადოს და, თუ ზეიმია, სწორედ ამ დღეს უნდა ვიზეიმოთ. რაც შეეხება 26 მაისს, ისიც ყოველწლიურად უნდა აღვნიშნოთ, როგორც სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის, ქართველთა გენოციდის დღე, გნებავთ, ქართველთა ჰოლოკოსტის.

“ჰოლოკოსტი” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “ყველაფრის დაწვას”. ამ ტერმინადქცეული სიტყვით კი სახელდებულია ებრაელი ერის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელებული მასობრივი გენოციდი, რომელიც გერმანიის ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლისთანავე დაიწყო და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეწყდა. ომის, რომლის დროსაც გერმანელმა ნაცისტებმა მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 8 მილიონი ებრაელიდან 6 მილიონის გაჟუჟვა მოასწრეს გაზის კამერებსა თუ ადამიანის ხორცით აგიზგიზებულ კრემატორიუმებში. ამიტომ უწოდა ებრაელმა ხალხმა თავის ტრაგედიას “ცეცხლოვანი მსხვერპლი თუ მსხვერპლთშეწირვა ცეცხლის გამოყენებით”.

 ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის პარალელის გავლება ჰიტლერის ნაცისტებსა და სააკაშვილის ნაცისტებს შორის?

არა მგონია, რადგან სააკაშვილის ნაცისტებს სხვა დროსა და სივრცეში მოუწიათ “მოღვაწეობა” და ამიტომ იყო მათ მიერ ქართველების მიმართ მოწყობილი ჰოლოკოსტი ჰიტლერისაზე ნაკლებად მაშტაბური, თორემ სხვა დროსა და სივრცეში 300 ათასზე მეტ პატიმარს, ათობით ახალგაზრდის ქუჩაში დახვრეტას, ათობით ათას გაწამებულ-გაუპატიურებულ ქართველს არ იკმარებდნენ, არც მავთულხლართებიან კლასიკურ საკონცენტრაციო ბანაკებს დაგვამადლიდნენ და კრემატორიუმების ღუმელებსაც სიამოვნებით შეუკეთებდნენ ქართველთა გვამებს(!).

დააკვირდით ავადმყოფ სააკაშვილს _ რამხელა ბოროტება და ღვარძლი გამოსჭვივის მისი თვალებიდან. რომ შეეძლოს, თვალის დაუხამხამებლად გაგვჟუჟავდა, როგორ გავბედეთ და მისი სიდიადე ვერ დავინახეთ უმადურმა ქართველებმა და გავაძევეთ საქართველოდან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაუნდა გასამართლდეს და მისი საქმიანობა ისევე აიკრძალოს, როგორც თავის დროზე გაასამართლეს ნიურნბერგში გერმანული ფაშიზმი; გაუქმდეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და მის ადგილას მიშნაცების ოკუპაციის, მათ მიერ ქართველთა გენოციდის, ჰოლოკოსტის მუზეუმი დაარსდეს, რომელშიც მთავარი მტკიცებულებები სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი კასრების შიგთავსი იქნება.

ისევე, როგორც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ებრაელთა ჰოლოკოსტის დღეს, ჩვენც უნდა აღვნიშნოთ ყოველ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ქართველთა ჰოლოკოსტი, რათა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელებები აღარასოდეს განმეორდეს საქართველოში.

როგორც ებრალთა ჰოლოკოსტის არსებობაში ეჭვის შეტანა ან რაიმე სახით მისი გამართლება სისხლის სამართლით ისჯება დემოკრატიულ მსოფლიოში, ასევე უნდა დაისაჯოს ქართველთა ჰოლოკოსტის რაიმე სახით გათეთრების მცდელობაც.

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. ჩემი აზრი როგორც ისტორიკოსისა ასეთია -უნდა დარჩეს ეს ექსპოზიცია როგორც საქსრთველოს ისტორიის ერთ-ერთი ეპიზოდთაგანი და უნდა გაუქმდეს საქართველოს ოპუპაციის მუზეუმი როგორც ცალკეული ერთეული თავისი შტატით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here