Home რუბრიკები საზოგადოება დავით ნემსაძე: ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ამერიკის იმჟამინდელმა ელჩმა...

დავით ნემსაძე: ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ამერიკის იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში

1491

უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე განეკუთვნება იმ ხელქვეითების რიცხვს, რომლებიც კორუფციასა და სხვა სამარცხვინო ქმედებაში შემჩნეულ უფროსობას გულზე არ ეხატება, ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, როდესაც შევიტყვე, რომ უფროსი ლეიტენანტი ნემსაძე ახლახან თავდაცვის მინისტრის განკარგულებით დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. დღეს დავით ნემსაძესაქართველო და მსოფლიოსსტუმარია.

_ ბატონო დავით, რა მიზეზით დაგითხოვეს ჯარიდან? თუ არ ვცდები, ეს თქვენთვის უკვე მეორე შემთხვევაა.

_ შეიარაღებული ძალებიდან ჩემი გაძევების ოფიციალური მიზეზი კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამხედრო პირის ღირსების შეურაცხყოფაა. ზუსტად ამ ფორმულირებით გამისტუმრეს ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდშიც. ჩემი დათხოვნის ნამდვილი მიზეზი კი არის ის, რომ ვამხილე შეიარაღებულ ძალებში გამეფებული კორუფცია, რის გამოც თინა ხიდაშელმა ჯარიდან გამაძევა.

_ გაქვთ კორუფციის კონკრეტული ფაქტები?

_ შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე, სადაც მე ვმსახურობდი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთგულმა კადრმა, მაიორმა ირაკლი შაიშმელაშვილმა მოისურვა ფულის შეგროვება. მან ასეულის მეთაურს _ ვეფხია ივანიძეს უბრძანა, ასეულის მმართველ რგოლში აეკრიფა 500 ლარი, ვითომ დაზიანებული ხელის რაციის შესაკეთებლად. არადა, ეს რაცია უკვე ჩამოწერილი იყო აქტით, ანუ რემონტს არ ექვემდებარებოდა. ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოვთქვით მხოლოდ მე და უფროსმა ლეიტენანტმა ლევან კობაიძემ, რომელიც, სხვათა შორის, ნაცების პერიოდში უკანონოდ დააპატიმრეს და გაასამართლეს, ისევე, როგორც სხვა მრავალი პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი… ჩვენი განცხადების შემდეგ სამხედრო პოლიცია იძულებული შეიქნა, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით _ დანაშაულის დაფარვა და კორუფცია. აი, აქედან დაიწყო ჩემი სირთულეები. მაიორმა შაიშმელაშვილმა დაიბარა ლევან კობაიძე და უთხრა, თუ ამ საქმის გამო “ფორმას გამხდიან”, ჯერ ნემსაძეს მივაკითხავ, მერე კი _ შენ, ტყუილად კი არ დამაქვს პირადი იარაღიო, ანუ შაიშმელაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაგვემუქრა.

_ მაგ ბაზაზე მხოლოდ ეს იყო კორუფციის ფაქტი?

_ რა თქმა უნდა, არა! შაიშმელაშვილის მიერ მოყვანილმა სერჟანტებმა, რომლებმაც თავიანთ “მამა-მარჩენალს” ერთგულება შეჰფიცეს, აიძულეს ბაზაზე მყოფი რიგითი ჯარისკაცები, აეღოთ ე.წ. ვივუს სესხები. ჯარისკაცებისგან ნაღდი ფულიც “ამოიღეს”. ამაზე ინფორმირებული იყო სამხედრო პოლიცია, მაგრამ მის მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, მეტიც, სამხედრო პოლიციის ოფიცერმა ნუკრი დარსალიამ პირადი შემადგენლობისგან ისესხა თანხა, რომლის დაბრუნებას არ აპირებს.

_ ანუ, შეაწერა?

_ ზუსტად ასეა.

_ ბატონ დარსალიას მწირი შემოსავალი აქვს?

_ დარსალია კარგ ხელფასს იღებს, თანაც, წოდებრივი დანამატით… ამ ბაზაზე მევახშის “საშტატო ერთეულიცაა” გამოყოფილი, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად.

_ “არაოფიციალური მევახშე”?

_ დიახ, არის ასეთი _ ჯიმშერ ჭინჭარაშვილი. დღისით ბაზის მძღოლია, ღამით _ მევახშე.

_ რაში გამოიხატება ბატონ ჯიმშერის მევახშეობა?

_ ფულს აპროცენტებს.

_ ამაზე თუ არის ინფორმირებული სამხედრო პოლიცია?

_ ინფორმირებულია, მაგრამ ამბობს, “ფაქტები ვერ მოვიპოვეთო”.

_ ვინ არის ამ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი და ასეთ შემთხვევაში რომ იტყვიან, სად იყურება ის?

_ ბაზის მეთაურია პოლკოვნიკი ილია ლუტიძე, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ევროპისკენ იყურება. ამას წინათ ლუტიძე უკანონოდ იმყოფებოდა გერმანიაში და მისი ვიპ-ხარჯები ქვეყანას კისერზე დააწვა. ლუტიძე წავიდა გერმანიაში ჩვენი ე.წ. ნატოს სამშვიდობო ასეულის მოსანახულებლად. სად სარემონტო ბაზის მეთაური და სად ნატოს სამშვიდობო ასეული?!

_ აბა, ვინ უნდა წასულიყო ასეულის მოსანახულებლად?

_ წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მონიტორინგის სამმართველოდან, სამხედრო განათლებისა და მომზადების დეპარტამენტიდან, გენერალური შტაბის უფროსი ან ვინმე წვრთნისა და აღჭურვის სარდლობიდან.

_ რას აკეთებდა გერმანიაში პოლკოვნიკი ლუტიძე?

_ უბრალოდ, გაისეირნა. ეტყობა, გერმანულ წესრიგს გადაავლო თვალი.

_ ქართული ჯარის უფროსი ოფიცრები ვალდებულნი არიან, ფლობდნენ ორ უცხო ენას. რომელი ენები იცის ბატონმა ლუტიძემ?

_ უცხო ენებისა რა მოგახსენოთ, ლუტიძეს მშობლიურ ენაზეც უჭირს მეტყველება. სარემონტო ბაზაზე წესრიგის დამყარება არ შედის მის ინტერესებში. პოლკოვნიკ ლუტიძეს ხშირად უთქვამს, 18:00 საათის შემდეგ, თუ მოვისურვებ, ჩემს მეგობრებთან _ ბაზის შტაბის უფროს მაიორ შაიშმელაშვილთან და ბაზის უფროსის მოადგილესთან, ვიცეპოლკოვნიკ შალვა კაჭარავასთან, (რომელმაც 2008 წლის ომის დროს ჯავშანტექნიკა დაწვა), სექსითაც დავკავდებიო. ვიმედოვნებ, თანამედროვე ევროპის ეს “ღირებულება” ლუტიძისთვის მხოლოდ “შავი იუმორის” ნიჭის გამოვლინებაა და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, ამ “სამი მეგობრის” ურთიერთკავშირი შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობისთვის დამღუპველია.

_ თქვენი ბაზა ჩემთვის ცნობილია რიგითი ერიკ კარაპეტიანის წამების ფაქტით. ამას გარდა, ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა ისაუბრა შემაძრწუნებელ ინციდენტზე _ სამი ბავშვის წამებაზე ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ. ხომ არ იცით, რა რეაგირება მოჰყვასაქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებულ მასალებს? რას ამბობს გენერალური ინსპექცია?

_ გენერალური ინსპექცია, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეების “ფეისბუქის” გვერდების “დაზვერვით”, ბოდიში, “შესწავლით” არის დაკავებული.

_ რას ნიშნავსგვერდების დაზვერვა”?

_ ოფიციალურად შესწავლილი საქმეების მასალებზე გენერალურ ინსპექციას დართული აქვს სოციალური ქსელებიდან ამობეჭდილი სამხედრო მაღალჩინოსანთა, მაგალითად, გენერალ-ლეიტენანტების _ დავით თევზაძისა და გურამ ნიკოლაიშვილის კომენტარები ამა თუ იმ პოლიტიკურ ან სოციალურ პრობლემებზე.

_ რა არის ამაში ცუდი?

_ თუ დღეს გენინსპექციას ამისთვის სცალია, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ჭკვიანურ აზრს მაინც შეისმენენ, მაგრამ გენინსპექცია ამოწმებს, ვინ რა დაწერა, ვინ რას ფიქრობს, სხვა სიტყვებით, აგროვებენ კომპრომატს იმსახიფათოსამხედრო მოსამსახურეების დასაშანტაჟებლად, რომლებიც მომავალში გაბედავენ და შეეცდებიან, წინ აღუდგნენ მინისტრ ხიდაშელის მიერ წარმოებულ მახინჯ პოლიტიკას. გენინსპექციას რატომღაც “ავიწყდება”, უთვალთვალოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის ე.წ. პოსტებს, რომლებშიც ის აფხაზეთის ომის ვეტერანს, პრეზიდენტის ორდენის კავალერს _ ირმა ინაშვილს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს “პატრიოტიზმის დეფიციტსა და კომკავშირის მეხოტბეობაში”, რითაც არღვევს სამხედრო ეთიკის ნორმებს. სამაგიეროდ, ამით იგებს ხიდაშელის გულს. არადა, თვითონ ბეგოიძეც ხომ საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, მის კისერსაც ამშვენებდა პიონერის ალისფერი ჰალსტუხი, ხოლო შემდგომ _ კომკავშირელის ნიშანიც ჰქონდა მიმაგრებული მკერდზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ქართული არმიის ბედიფეისბუქბატალიებშიწყდება, ვის სცალია რიგითი ერიკ კარაპეტიანისა და სამი ბავშვის წამების ფაქტის გამოსაძიებლად?! მოკლედ, გენინსპექციის ერთადერთი ფუნქციაა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იდგეს თავდაცვის სამინისტროსუგვირგვინო დედოფლის” _ თინა ხიდაშელის პოლიტიკური ინტერესების დასაცავად.

_ მაქვს ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის დღევანდელი უფროსი, ირაკლი იმერლიშვილი, იყო მინისტრ ხიდაშელის მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი უსუფაშვილის თანაკურსელი. ეს სიმართლეს შეესაბამება?

_ ამის შესახებ ოფიციალურად მივმართე ბატონ იმერლიშვილს და ახლა მისი ჯერია _ ან დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია. და კიდევ _ ირაკლი იმერლიშვილი პროკურორობდა იმ ადამიანების სასამართლო პროცესებზე, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ.

_ თქვენი ჯარიდან დათხოვნის მოხსენებით ბარათში, რომელსაც ზედმიწევნით გავეცანი, წერია: “2016 წლის 17 აპრილს . ნემსაძემ სოციალურ ქსელში გაიზიარა თავისი ძმის, ერმილე ნემსაძის, .. პოსტი, რომელშიც ეს უკანასკნელი შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის…” ვერ გავიგე, თქვენ რა შუაში ხართ? როდის იქცა .. პოსტის გაზიარება დანაშაულად?

_ დანაშაულია, როდესაც სამხედრო უწყება აფასებს სამოქალაქო პირის _ ერმილე ნემსაძის მიერ გამოქვეყნებულ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საერთოდ არ ეხება. დანაშაულია, როდესაც გენერალური ინსპექცია პოლიტიზებულია. არავითარი უფლება არ ჰქონდათ, ჩემი გათავისუფლების მოხსენებით ბარათში ერთ-ერთ ბრალდებად წაეყენებინათ ჩემს მიერ ჩემი ძმის პირადი აზრის გაზიარება. ეს ხომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა?! სხვათა შორის, ერმილე ნემსაძე ერაყის მისიის და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, ამჟამად კი _ სამოქალაქო პირი.

_ თავდაცვის სამინისტრომ ასე მტკივნეულად რატომ აღიქვა თქვენი ძმისპოსტი”, სადაც ის კორექტულად მოუწოდებს ამერიკის ელჩს, არ ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და, კიდევ, ლოგიკურ კითხვას უსვამს ბატონ იან კელის: რამდენად მართებულია, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გაჭირვებულ საქართველოს მოქალაქეს, ამერიკული ვიზის მიღებისთვის მოუწყოს გასაუბრება და ამისთვის გადაახდევინოს ოთხასი ლარი, მაშინ, როდესაც ვიზის მომლოდინელთა ნახევრის ნახევარიაღქმული მიწისსაშვს ვერ იღებს, და მრავალი ჩვენი მოქალაქის 400 ლარი საელჩოში რჩება?

_ აკი გითხარით, რომ გენინსპექცია ხიდაშელის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. ხიდაშელმა საჯაროდ აღიარა, რომ “პროამერიკელია”. ისიც გავიხსენოთ, რომ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ამერიკის იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში _ რიჩარდ ნორლანდმა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, მინისტრის პოსტიდან გადააყენეს მინდია ჯანელიძე, რომელმაც დაიწყო თავდაცვის სამინისტროს “წმენდა” ნაციონალების კადრებისგან, მაგრამ ეს კადრები ხიდაშელმა სასწრაფოდ უკან დააბრუნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “მშობლიურ ენად” აღიარებულია ინგლისური. ამის შემდეგ რატომ გიკვირთ, რომ ხიდაშელი ამერიკის ელჩის მიმართ სამართლიან კრიტიკასაც მტკივნეულად აღიქვამს? ხიდაშელი ისეთი გონებაშეზღუდულია, არც ფიქრობს, რომ ასეთი საქციელით ფეხქვეშ თელავს იმ “დემოკრატიულ პრინციპებს”, რომლებიც, ამერიკელების რწმენით, აშშ-ის სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ქალბატონი მინისტრი ეპირფერება ამერიკის ელჩს და ვერ ხვდება, რომ საქართველოს მოსახლეობას უარყოფით აზრს უყალიბებს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ხიდეშლები და უსუფაშვილები არიან სარკომები ქართულ, ეროვნულ სხეულზე, რომლებიც
    მკურნალობას არ ექვემდებარებიან და უნდა მოიკვეთონ. ამერიკელებს ვერ გაამტყუნებ,
    თავისი პოლიტიკის გასატარებლად ისინი ეძებენ სხვა ქვეყნებში მარიონეტებს და მოღა-
    ლატეებს. ჩვენი ხელისუფლების ძირითადი ბირთვი კი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო
    მაგარი მოღალატე და სამშობლოს გამყიდველი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here