Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

486

აშშის არმიაში ჰომოსექსუალთა ქორწინებების ბუმია

ამერიკელ სამხედროებს შორის ჰომოსექსუალური ქორწინებები გახშირდა. ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების დაკანონების შემდეგ აშშის შეიარაღებული ძალების სპეციალისტმა (რანგი ამერიკის არმიაში) შეინ ადრიანომ და პირველი კლასის რიგითმა ტრისტან რესზმა რამდენიმე დღის წინათ იქორწინეს და ოჯახური ცხოვრების დაწყება კოცნით იზეიმეს. საქორწინო ცერემონია სპრინგფილდში (მასუსის შტატი) გაიმართა. შეინმა ტრისტანს გაცნობიდან ერთი წლის თავზე სთხოვა ხელი. ახალდაქორწინებულები ამბობენ, რომ ესიყო ერთი ნახვით შეყვარება”.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების გახმაურებული შემთხვევები აშშ-ის არმიაში:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/brendon-morgani-da-delani.jpg

* 2012 წლის თებერვალში საზღვაო ქვეითი, სერჟანტი ბრენდონ მორგანი ავღანეთში წელიწადნახევრიანი მსახურების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და აეროპორტივე აღმოჩნდა თავისი ბოიფრენდის _ დელანის მკლავებში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/marisa-gaeta-da-sitlalik-sn.jpg

* 2011 წლის დეკემბერში მეორე რანგის საზღვაო სამხედრომ მარისა გაეტამ მესამე რანგის მეზღვაურ სიტლალიკ სნელზე იქორწინა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/tomas-savicki-da-shon-brier.jpg

* 2015 წელს სან-დიეგოელმა წყვილმა _ ტომას სავიცკიმ და შონ ბრიერმა ოჯახის წევრების თვალწინ შეჰფიცეს ერთმანეთს სიყვარული.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/155464654.jpg

საშინელებათა სახლი: გერმანელი ცოლქმარი წამებით კლავდა ქალებს

გერმანელი ცოლქმარი რეგულარულად აწამებდა ქალებს, რომლებიც გაცნობის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების წაკითხვის შემდეგ სტუმრობდნენ წყვილის სახლს.

41 წლის გერმანელი ქალის სიკვდილის გამოძიებისას პოლიციამ გაარკვია, რომ ეს წამებით მოკვდინების ერთადერთი შემთხვევა არ იყო. რამდენიმე წლის წინათ მეუღლეებმა სიცოცხლეს წამებით გამოასალმეს ქვედა საქსონიაში მცხოვრები 31 წლის ქალი, რომლის გვამიც დაჩეხეს და მაცივარში შეინახეს, შემდეგ კი ბუხარში დაწვეს.

“მეუღლეები მსხვერპლზე ფიზიკურად ძალადობდნენ _ სცემდნენ, რადიატორზე აბამბდნენ, აიძულებდნენ, ცივ ოთახში შიშველს იატაკზე დაეძინა”, _ განაცხადა პროკურორმა რალფ მაიერმა.

ეს ყველაფერი კი ხდებოდა ქალაქ ჰიოქსტერში (ჩრდილოეთი რეინ-ვესტფალიის მიწა). მეუღლეების გვარებს არ ასახელებენ, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები _ ვილფრიდი და ანგელიკა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/turqi-maswavlebeli.jpg

თურქ მასწავლებელს 508 წლით აღუკვეთეს თავისუფლება

თურქეთის ქალაქ ქარამანის სასამართლომ სკოლის 54 წლის მასწავლებელს _ მუჰარემ ბიუიუკთურქს, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო, 508 წლით აღუკვეთა თავისუფლება. გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა 10 მოსწავლეზე იძალადა.

ბიუიუკთურქი ამა წლის 5 მარტს დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა მას “ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა” და “თავისუფლების შეზღუდვაში” დასდეს ბრალი, აგრეთვე, _ “წინასწარ განზრახვით ფიზიკურ დაზიანებებსა” და “უზნეო მასალების ნახვის დაძალებაში”.

პროკურატურამ მოითხოვა, მასწავლებლისთვის 600 წლით აღეკვეთათ თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელი ბრალდებებს უარყოფდა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობას 900 პოლიციელი და სპეცრაზმელი იცავდა, რადგან იყო მცდელობა, აღშფოთებულ ადამიანებს ლინჩის წესით გაესამართლებინათ გარყვნილი მასწავლებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here