Home რუბრიკები პოლიტიკა “სარმატი” _ “განკითხვის დღის იარაღი”

“სარმატი” _ “განკითხვის დღის იარაღი”

978

რუსეთის ბირთვულქობინიანი რაკეტა, რომლის შეჩერებასაც დასავლეთი ვერ შეძლებს

ბრიტანული გამოცემადეილი მირორიწერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი P-36M-ის ნაცვლად, ახალ კომპლექსს _ “სარმატსმიიღებს.

ბრიტანელი მიმომხილველების აზრით, “რუსეთის ახალი ბირთვული იარაღი დასავლელ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს შიშს ჰგვრით, რადგან თანამედროვე რადარებს ამ კომპლექსიდან გაშვებული ბირთული რაკეტის აღმოჩენა არ შეუძლია და რუსებს შესაძლებლობა ექნებათ, რამდენიმე წამში აღგავონ პირისაგან მიწისა ტერიტორიის მიხედვით საფრანგეთის ან ტეხასის შტატის ტოლი სახელმწიფო”.

დასავლურმა მედიამ რუსულ ახალ სარაკეტო კომპლექსს უწოდაგანკითხვის დღის საშინელი იარაღი”, რომელსაც ნებისმიერი რადიოსალოკაციო სისტემის მოტყუება შეუძლია.

ბრიტანული გამოცემა აზუსტებს, რომ რუსეთი ამ სარაკეტო კომპლექსის გამოცდას მიმდინარე წლის ზაფხულში აპირებს, ოღონდ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, აღჭურვავენ თუ არა ამ კომპლექსის რაკეტებს ბირთვული მუხტით.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, რუსეთის სამხედროსამრეწველო კომპლექსის მიერ შექმნილი ახალ საკონტინენტაშორისო ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერ სისტემას აუაროს გვერდი და ეს იქნება პასუხი ამერიკულ ინიციატივაზესწრაფი გლობალური დარტყმისშესახებ. ამერიკელთა ამ ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას სისტემები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში არაბირთვული იარაღით განახორციელებენ დარტყმებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში. სწორედ ამერიკულისწრაფი გლობალური დარტყმისგასანეიტრალებლად მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

“აშშ-ის მხრიდან ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფი გლობალური დარტყმების შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს სამეცნიერო-საკვლევი და საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომლის შედეგადაც შეიქმნება ისეთი იარაღი, როგორიც ამერიკელებს არ აქვთ. მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების მომარაგება რაკეტებით _ “იარსითა” და “ბულავათი”, ამასთანავე, მალე დასრულდება ახალი მძიმე რაკეტის შექმნაც”, _ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური ბორისოვმა და დასძინა, რომ “ახალ ბალისტიკურ რაკეტას რაკეტსაწინააღმდგო ბარიერების გადალახვის ისეთი ენერგეტიკული მარაგი აქვს, რომ შეუძლია ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსის გავლით იფრინოს და მიზანს მიაღწიოს”.

“სარმატის” ტექნიკური მახასიათებლები:

“სარმატი” (PC-28) _ ეს არის საშახტო ბაზირების მეხუთე თაობის რუსული სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი, რომელიც აღჭურვილია მძიმე, ორსაფეხურიანი თხევადი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით.

მეოთხე თაობის კომპლექსებისგან (P-36M “სატანა”) განსხვავებით, აქვს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისგან თავდაცვის საშუალებები (საშახტო გამშვები მოწყობილობა), აგრეთვე, მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკები. შეუძლია, იფრინოს სუბორბიტული ტრაექტორიით. მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი ქობინები საშუალებას იძლევა, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოყენებულ იქნას ლოკალურ ომებში “სწრაფი გლობალური დარტყმის” სტრატეგიის საწინააღმეგოდ. ამ რაკეტას შეიძლება მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების დაზიანება და განადგურება ქობინის კინეტიკური ენერგიით ბირთვული აფეთქების გარეშე.

* ორსაფეხურიანი რაკეტის სასტარტო მასა 169 ტონაა, სათავო ნაწილის მასა _ 10 ტ.

* ამოქმედება სამხედრო ბაზირების ახალი სარაკეტო კომპლექსისა, რომელიც 10 ტონა საბრძოლო მასალას გადაიტანს დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სარეკორდოდ მოკლე ხანშია შესაძლებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here