Home რუბრიკები საზოგადოება ნაციონალები საიდუმლო ყრილობას გეგმავენ

ნაციონალები საიდუმლო ყრილობას გეგმავენ

484

მას შემდეგ, რაცქართულმა ოცნებამპარტიული ყრილობა გამართა, “ნაციონალურმა მოძრაობამაცგადაწყვიტა საკუთარი ძალების ჩვენება და საიდუმლო ყრილობის ჩატარება დაგეგმა, მაგრამ ჩვენმა ტრადიციულმა წყარომ მათი გეგმები და ყრილობის სცენარი მაშინ მოიპოვა, როდესაც გივი თარგამაძე კეპრთაყვანისმცემელთა რიტუალზე იმყოფებოდა და სცენარის გეგმა ჯიბიდან ამოაცალა.

მაშ ასე: “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პარტიის, ყრილობა 2016 წლის აგვისტოში გაიმართება, იმ პერიოდში, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებნი აუტანელ სიცხეს გარიდებულები მშვიდად ისხდებიან თავიანთი სოფლების ჰამაკებში (ვკითხულობთ ფურცელზე)

კონსპირაციულობის მიზნით პარტიის წევრებისთვის სხვადასხვა ცხოველის ფორმები იკერება, რომლებითაც ღონისძიებაზე წარდგებიან.

ვეფხვი, კატა, ტურა, ბეჰემოთი, სპილო, ნიანგი, ირემი, ჟირაფი, მგელი, ლომი და აფთარი _ ეს იმ ცხოველთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა ნიღბების გამოყენებასაც საპარლამენტო უმცირესობა საიდუმლო ყრილობაზე აპირებს.

შერჩეულია იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც აღნიშნულ ფორმებს მოირგებენ. როგორც წყარო ამბობს, კონსპირაციული ყრილობის ჩატარება იმ მიზეზით იგეგმება, რომ ეშინიათ, ხალხმა არ იცნოს და მათი ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო არ დაეცეს.

სცენარში ვკითხულობთ:

ლომი _ მიხეილ სააკაშვილი

კატა _ თინა ბოკუჩავა

ვეფხვი _ გიგა ბოკერია

ტურა _ ირმა ნადირაშვილი

სპილო _ გოკა გაბაშვილი

ბეჰემოთი _ გივი თარგამაძე

ჟირაფი _ ნიკა მელია

მგელი _ დავით ბაქრაძე (სიმბოლურად, ვინაიდან პარტიის ლიდერია, თუმცა… ვკითხულობთ ფურცელზე)

აფთარი _ ჩიორა თაქთაქიშვილი

ნიანგი _ ხათუნა გოგორიშვილი

დანარჩენისთვის კი შავი ფერის “გოთური” სამოსი იკერება, რომლითაც მათი სახეების იდენტიფიცრება შეუძლებელი იქნება.

წყარო იმასაც ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ირაკლი ალასანიაც დაესწროს საიდუმლო ყრილობას და მისთვის საგანგებოდ მაიმუნის ფორმა მზადდება, რომელსაც ცნობილი დიზაინერი გოგოლა შავაძე კერავსო.

საიდუმლო ყრილობაზე დასწრებას გეგმავენ “რუსთავი 2”-ის წამყვანებიც. ნანუკა ჟორჟოლიანსა და მაია ასათიანს არაფერს უკერავენ, მათზე უთქვამთ, ამათ რაღა უნდა შევუკეროთ, ისედაც შესაფერისად გამოიყურებიანო.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის სკაიპით ჩაერთვება ყრილობაზე და სამომავლო გეგმებს წარადგენს.

სპეციალურად ამ დღეს დაესწრებიან გოგა ხაჩიძე, ზურა ჯაფარიძე და პალიკო კუბლაშვილი, როგორც ინფორმატორი ამბობს, ეს სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა ყოფილა და ყოფილებსაც გული არ უტკენინებიათ, მათთვის კი საგანგებოდ გირჩის ფორმები იკერება.

რაც შეეხება ყრილობის ჩატარების ადგილს, ჩვენი ინფორმაციით, ის ერთ-ერთ მიტოვებულ სასაფლაოზე გაიმართება.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here