Home რუბრიკები საზოგადოება ანჯელინა ჯოლი: დევნილების ადაპტირების მსოფლიო სისტემამ კრახი განიცადა

ანჯელინა ჯოლი: დევნილების ადაპტირების მსოფლიო სისტემამ კრახი განიცადა

516

პოპულარულმა ჰოლივუდელმა მსახიობმა, გაეროს კეთილი ნების ელჩმა დევნილთა საკითხებში, ანჯელინა ჯოლიმ, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა იზრდება და მათ  დასახმარებლად მხოლოდ ფინანსური დახმარება საკმარისი არ არის.

ჯოლის განმარტებით, 2016 წელს მსოფლიოში 60 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, რაც ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„დღეს არსებული სიტუაცია შემაშფოთებელ ნიშანს გვაძლევს მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ, დასავლეთის ქვეყნები, არ ვიმყოფებით საიმიგრაციო კრიზისის ცენტრში და, საერთო ჯამში, ამ სიტუაციაში ჩვენ არ ვართ დაზარალებულები, არამედ _ ის ადამიანები. დევნილების დახმარების არსებულმა სისტემამ მარცხი განიცადა”, _ განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ “ბი-ბი-სის” ეთერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here