Home რუბრიკები საზოგადოება თბილისს ცრემლების არ სჯერა

თბილისს ცრემლების არ სჯერა

631

რას დასტიროდა სასამართლო დარბაზში საგარეო საქმეთა ექსმინისტრი?

თბილისის საქალაქო სასამართლომ .. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს, 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა.

ე.წ. კაბელების საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს ხუთ ბრალდებულს _ ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს.

თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული თანამშრომლები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ, თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, მაგრამ დაკავებიდან 8 თვის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს და რამდენიმე მათგანი თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა.

სწორედ ეს საქმე გახდა 2014 წელს ირაკლი ალასანიას მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისა და გუნდთან ერთად ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი. ალასანიამ განაჩენს ივანიშვილის მხრიდან “შურისძიება” უწოდა, აქციის გამართვა დააანონსა და საზოგადოებას მხარში ამოდგომისკენ მოუწოდა, შემდეგ კი პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის, თუმცა არჩევნების გზას არ გადაუხვევს და “არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებზე შეცვლის”. “თავისუფალ დემოკრატებს” სოლიდარობა რესპუბლიკურმა პარტიამ გამოუცხადა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, აქციაზე რესპუბლიკელთა გარკვეული რაოდენობა მივა. შესაძლოა, აქციას ნაციონალებიც შეურთდნენ. შეძლებს თუ არა ირაკლი ალასანია აქციაზე ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობით შეკრებას, მალე გამოჩნდება. პოლიტოლოგების პროგნოზით, მას ეს ძალიან გაუჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძეც, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა საზოგადოებაში. რამდენიმე დღის წინათ ის ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის მიერ გამართულ ჩვენებაზე კდემამოსილი სახით იჯდა, ერთი კვირის შემდეგ კი ე.წ. კაბელების სასამართლო პროცესს დაესწრო და ცრემლიც გადმოაგორა, მაგრამ მისი ცრემლების სასამართლომ არ დაიჯერა. 

1 COMMENT

  1. ალასანიას მასდინ უფრო დავუჯერებდით როცა ის მინისტრი იყო მაშინ ეფიქრა გაყინულ ხელფასებზე საკუთარ პრემიაზე რომ ზრუნავდა, სამხედროებისატვის რაიმე გაეკეტებინა ამ კუთხიტ თუნდაც ისე მაინც ეტქვა , რომ დროა მივცეტ ხალხს გაყინული ხელფასები რომლებსაც უკვე 15 წელზე მეტია სამხედროები ელოდებიან

  2. ალასანია არის ერთი ჩვეულებრივი აფერისტი, რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს ისევე როგორც მის 1% პარტიას. დარწმუნებული ვარ მაგ ბიჭების ჩასმა მაგის ბრალია და მაგ ბიჭების ხელებით გააკეთა ალასანიამ რაღაც ბინძური საქმე, ფული ააორთქლა და ეს ბიჭებიც გაწირა. კარგი იქნება თუ გამოძიება ბოლომდის გაყვება ამ საქმეს და მაგ ალასანიასაც მიუსვამენ გვერდში იმ ბიჭებს…. ერთით ნაკლები ბინძური პოლიტიკოსი ეყოლება ამ ისედაც ჩაბინძურებულ ქართულ პოლიტიკურ გარემოს… რაც შეეხება “ქალბატონ” ფანჯიკიძეს, მაგას საერთოდ ნამუსი და სირცხვილის გრძნობა რომ ქონდეს გარეთ თავს არ გამოყფდა მარა მაგათ სად ააქვთ სირცხვილის გრძნობა ან საერთოდ რა იციან ამის შესახებ მაგათმა….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here