Home რუბრიკები პოლიტიკა ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა შეფმა ევროპას “პოპულისტური ბუნტი” უწინასწარმეტყველა

ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა შეფმა ევროპას “პოპულისტური ბუნტი” უწინასწარმეტყველა

567

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის (MI 6) ყოფილმა ხელმძღვანელმა რიჩარდ დიერლავმა განაცხადა, რომ ევროკავშირსპოპულისტური მღელვარებებიდაემუქრება, თუკი მიგრანტების ნაკადს შეზღუდავს.

 “თუკი ევროპა ერთობლივი ძალისხმევით მოსახლეობის უმრავლესობას ვერ დაარწმუნებს, რომ შეუძლია გააკონტროლოს მიგრაციული პროტესტი, ევროკავშირი აღმოჩნდება პოპულისტური ბუნტის წინაშე, რომლის ნიშნებიც უკვე ჩანს” და რომელიც შეცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს კონტინენტზე”.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი შეფის თქმით, უახლოეს 5 წელიწადში ევროპაში ჩასული მიგრანტების რაოდენობა მილიონებს მიაღწევს. დიერლავმა, აგრეთვე, გააანალიზა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიგრანტების გადაადგილებაზე კონტროლის დაწესების სანაცვლოდ ანკარამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა მიიღოს. დიერლავის აზრით, ბრიუსელმა დაუშვა საშინელი შეცდომა, როდესაც ამ გარიგებას დათანხმდა, ეს სიტუაცია კი ჰგავს ხანძრის ჩაქრობას… ბენზინით.

ე.წ. ბალკანური მარშრუტის (თურქეთიდან ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში) გადაკეტვის მიუხედავად, რომლითაც ევროპაში ჩადიოდნენ ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების ნაკადი არ წყდება. ამჟამად ამოქმედდა მარშრუტი, რომლითაც ლტოლვილები ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში ჩადიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here