Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს!

1837

ბატონო დავით,

საზოგადოებაზუგდიდელიარის არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია და იგი წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებას, აქვს წესდება და სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებას. მათგან ძირითადია ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების, მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვის, ზნეობრივი და ეთიკური ქცევის ნორმების დამამკვიდრებელ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა.

სამწუხაროდ, დღეს ე.წ. ლიბერალები ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მასმედიის მეშვეობით ეწევიან საკმაოდ ვრცელ, მიზანდასახულ, ორგანიზებულ პროპაგანდას საქართველოში მოსახლეობისთვის ისეთი მიუღებელი ცხოვრების წესების დასანერგად, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია.

საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოება “ზუგდიდელის” ინიციატივით, მიმდინარე წლის 5 აპრილს შედგა ზუგდიდის საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ფართო სპექტრის შეკრება, რომლებმაც ერთხმად დაგმეს ყოველგვარი არატრადიციული და მოითხოვეს, პარლამენტს წარედგინოს შეკრების მონაწილეთა შემდეგი წინადადებები:

1. დაკანონდეს კონსტიტუციით, რომქორწინება არის სისხლით ნათესაობის არმქონე ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ურთიერთობა”.

2. პასპორტში ჩაიწეროს მამის სახელი და ეროვნება.

3. დეტალურად შესწავლილ იქნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოში ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი, რომელთა საქმიანობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

4. მიღებული იქნას კანონი ლგბტთა აღლუმების ჩატარებამოწყობის აკრძალვის შესახებ.

5. მიღებულ იქნას კანონი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის დაუშვებლობის, მარიხუანის მომხმარებელთა ადმინისტრაციული წესით დასჯისა და მისი პოპულარიზაციის აკრძალვის თაობაზე.

ბატონო დავით,

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ არატრადიციულს.

პარლამენტი არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და დარწმუნებულნი ვართ, რომ მოუსმენს ხალხის სამართლიან მოთხოვნას; იმ მოთხოვნას, რომლის მიზანია ჩვენი მომავალი თაობის წარღვნისგან გადარჩენა და ქვეყნის მომავალზე ფიქრი.

ველოდებით პარლამენტის სამართლიან გადაწყვეტილებას.

შეკრების მონაწილეთა სახელით,

1. ახალაია როლანდი, წმ. ლუკას სახ. მრავალპროფილიანი კლინიკის დირექტორი

2. ბარამია ანზორი, ჟურნალისტი, მწერალი

3. ბენდელიანი ნატო, აფხაზეთის #12 საჯარო სკოლის დირექტორი

4. გვარამია მანანა, ბიბლიოთეკის დირექტორი

5. გოგია ლაშა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

6. გოგოხია ირაკლი, ქალაქის მერი

7. გუგუჩია იურა, ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

8. გურგულიანი კოტე, მუზეუმების ცენტრის დირექტორი

9. მალხაზ ჭანტურია, დეკანოზი

10. ვეკუა კარლო, საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრი

11. თირქია გელა, პოლიციის მაიორი

12. თოლორაია ედიშერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი

13. კალანდია აბელი, სამხატვრო გალერეის დირექტორი

14. კემულარია ნატალი, კულტურის ცენტრ “ოდიშის” დირექტორის მოადგილე

15. კემულარია თემური, მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი სპეციალისტი

16. კვარაცხელია ზურაბი, მოძრაობა “სამეგრელოს” ზუგდიდის ოფისის უფროსი

17. კვაშილავა შაქრო, შპს “ტერმინალის” დირექტორი

18. კიკალიშვილი კლიმენტი, შრომის ვეტერანი

19. მალაშხია ნუგზარი, ზუგდიდის დასუფთავების ცენტრის დირექტორი

20. კუხალეიშვილი დავითი, იურისტი

21. მამფორია ნინო, კულტურის ცენტრ “ოდიშის” დირექტორი

22. მატკავა მზია, #1 სამუსიკო სკოლის დირექტორი

23. მაქაცარია როლანდი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

24. ნანავა მაიზერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

25. ნარსია ლაშა, გრ. ხვიტიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი

26. ნაჭყებია გონელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე

27. ნაჭყებია მანანა, სასულიერო გიმნაზიის დირექტორი

28. ნაჭყებია მურმანი, საზოგადოება “ზუგდიდელის” თავმჯდომარის პირველი მოადგილე

29. ოტობაია გური, მწერალი

30. სართანია გიზო, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე

31. სართანია ნუგზარი, შპს “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭო

32. სარია ნუგზარი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი

33. სოსელია გივი, შპს “ფაიფურის” დირექტორი

34. ფაცაცია ოთარი, საზოგადოება “ზუგდიდელის” თავმჯდომარე

35. ფიფია ვაჟა, საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრი

36. ქვარაია მერაბი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე

37. ქირია ლადო, ჟურნალისტი

38. ქობალია თენგიზი, მუნიციპალური გამგეობის ურბანული განვითარების არქიტექტურის სამსახურის უფროსი

39. ქუჩულორია ანზორი, შპს “მექანიკური კომბინატის” დირექტორი

40. ღადუა ზამირა, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი

41. შანავა თენგიზი, მუნიციპალური გამგეობის უფროსი

42. ცანავა დაზმირი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

43. ცანავა თამაზი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

44. ციმინტია მამუკა, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორი

45. ცხადაია ვახტანგი, რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი

46. ცხონდია ზურაბი, მწერალი, ჟურნალისტი

47. წიფურია მამუკა, გრ. ხვიტიას სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი

48. წოწერია მამუკა, რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორი

49. ჭითანავა თენგიზი, შემოსავლების სამსახურის რეგიონის ოფიცერთა სექტორის უფროსი

50. ჭილაია კოტე, #11 სკოლის პედაგოგი

51. ხაინდრავა ბესო, შპს “ცერერას” დირექტორი

52. ჯგუშია ნათია, გაზეთ “ეგრისის მაცნეს” დირექტორი

53. ჯიქია ბონდო, საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრი

1 COMMENT

  1. ადრესატი შეეშალათ.საკითხავია შეგნებულად თუ შეუგნებლად?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here