Home რუბრიკები საზოგადოება “როდემდე ვჯიჯგნოთ ქართული მიწა”

“როდემდე ვჯიჯგნოთ ქართული მიწა”

961

ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და ავტორის შეგონება და მოსაზრებები გაითვალისწინოს

ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, დამოუკიდებელი სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში _ ანზორ მესხიშვილი ცნობილია, როგორც მიწათსარგებლობისა და მიწის მართვის პრობლემების კვლევის უმაღლესი რანგის პროფესიონალი. “როდემდე ვჯიჯგნოთ ქართული მიწამისი მეთერთმეტე წიგნია. საქართველოში ანზორ მესხიშვილს იცნობენ, როგორც ქართული მიწის დაუღალავ ქომაგსა და დამცველს. მიწის მართვის პრობლემებს მან მრავალი საინტერესო, საგულისხმო მეცნიერული და გამოყენებითი ღირებულების ნაშრომი მიუძღვნა. ანზორ მესხიშვილის ანალიტიკურკრიტიკული წერილები და სტატიები ხშირად იბეჭდება ქართულ პრესაში.

კრებულში “როდემდე ვჯიჯგნოთ ქართული მიწა” მან საზოგადოებას დაანახვა, რა დიდ განსაცდელშია ჩვენი ეროვნული საუნჯე _ ქართული მიწა. ავტორი პროფესიული სიღრმით იხილავს იმ ურთულეს პრობლემებს, რომლებიც ქართულ მიწას ჰქონდა და აქვს დღესაც. წიგნის ავტორი კატეგორიული წინააღმდეგია არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე ჩვენი მამა-პაპის სისხლით მორწყული ქართული მიწის ჩალის ფასად გასხვისების. აღნიშნული წიგნი მის მიერ ადრე გამოცემული წიგნის “ჩემო ქართულო მიწავ” გადამუშავებული, კონკრეტული ფაქტებითა და ცნობილი მეცნიერების მოსაზრებებით გამდიდრებული ნაშრომია. ავტორი სწორად აღნიშნავს, რომ ამ წიგნებში მოყვანილი ფაქტები მკითხველს ააფორიაქებს. ჩვენ კი დავუმატებთ, რომ ზოგიერთ მკითხველს გამოაფხიზლებს. “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკან” პრინციპებიდან გამომდინარე, ავტორს ქართული მიწის პრობლემის მოგვარება თავის უპირველეს ამოცანად უქცევია და არ ერიდება ზოგიერთი ქართველის მიმართ უაღრესად მწვავე კრიტიკულ შეფასებებს.

წიგნში მოცემულია ხუთი წერილი: “ქართველებო, გავიღვიძოთ”, “როდემდე უნდა ვჯიჯგნოთ ქართული მიწა”, “წერილი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, “მიწას სჭირდება პატრონიდაბოლოთქმა”. აქვე მოყვანილია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, ვაჟაფშაველას, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა აზრი ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე.

ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწების მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვარის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები. იმის გამო, რომ 2004 წლიდან დაუსაბუთებლად გაუქმდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული აქვს ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით.

წიგნში ყურადღება გამახვილებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის საკითხებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ მიწის მესაკუთრეების უმრავლესობამ ორჯერ გადაიხადა რეგისტრაციის თანხა და კიდევ სთხოვენ, მესამედ დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთი და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამ ფონზე ორგანიზებულად ხორციელდება და უკვე პრაქტიკულად მასობრივ ხასიათს იძენს უცხოეთიდან საქართველოში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შემოსახლება. დღეს საქართველოს არც ერთი კანონი არ იცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს დაქუცმაცებისა და გაუბედურებისგან, პირიქით _ ხელს უწყობს მიწების დანაწევრებას.

ბატონი ანზორი აღნიშნავს, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიწის საკითხებზე არსებულ სხვა კანონებში რაიმე ცვლილებების სასწრაფოდ შეტანა, ვიდრე არ მივიღებთ მიწის კოდექსს. არსებობს ტყის კოდექსი (ახლა იღებენ ტყის ახალ კოდექსს), წყლის კოდექსი, წიაღის კოდექსი, არ არსებობს მხოლოდ მიწის კოდექსი, რაც დაუშვებელია (ადრე არსებობდა საბჭოთა პერიოდის მიწის კოდექსი). მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი პროექტები მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს.

ერთი სიტყვით, ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და გაითვალისწინოს ავტორის შეგონება და მოსაზრებები. დასასრულ, ბატონი ანზორ მესხიშვილის თქმისა არ იყოს, “დროა, გამოვიღვიძოთ, ქართველებო, და არავის მივცეთ უფლება, გაანიავოს ეროვნული საუნჯე და ქართული გენი საკუთარ ქვეყანაში სტუმრად აქციოს…”

ანზორ ბაბუხადია,

გაზეთთანადგომისრედაქტორგამომცემელი;

 პაატა კოღუაშვილი, ომარი ქეშელაშვილი,

აკადემიკოსები;

თემურ კანდელაკი, ჯუმბერ ფაჩულიძე,

პროფესორები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here