Home რუბრიკები პოლიტიკა საფრანგეთის დაზვერვის ექსხელმძღვანელი: ამერიკული კურსის მხარდაჭერა მტკივნეულად აისახა საფრანგეთზე

საფრანგეთის დაზვერვის ექსხელმძღვანელი: ამერიკული კურსის მხარდაჭერა მტკივნეულად აისახა საფრანგეთზე

664

ევროპის პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი საჯაროდ ინანიებს თავისი ქვეყნის პროამერიკული საგარეო ვექტორის გამო. 7 მაისს ეს გააკეთა საფრანგეთის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალენ ჟუუიემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ფრანგმა პოლიტიკოსებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დაუფიქრებლად დაუჭირეს მხარი ვაშინგტონის კურსს უკრაინასა და სირიაში, რადგან საგარეო პოლიტიკაში ამერიკული კურსის მხარდაჭერა მტკივნეულად აისახა საფრანგეთზე. 

ჟუუიეს მაგალითად მოჰყავს თეთრი სახლის მიერ პარიზისთვის თავსმოხვეული ანტირუსული აქციები, რომელთა გამოც საფრანგეთმა თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღების ბაზარი დაკარგა და ახლა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორი ღრმა კრიზისშია. ჟუუიეს მიაჩნია, რომ რუსეთისა და ევროპის ურთიერთობაში კრიზისი ხელოვნურად შექმნეს ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა, არჩევნების წინ დონალდ ტრამპის პოპულარობის ზრდა კი შემთხვევითი არ არის _ ეს ათწლეულების განმავლობაში გატარებული დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგია.

“ამერიკელებმა თავიანთი ბინძური თეთრეულის რეცხვა დაიწყეს. ტრამპმა ბევრ საიდუმლოს ახსნა ტაბუ. მილიარდერი შეცდომად თვლის სამხედრო ოპერაციას ერაყში და ამერიკის პოლიტიკას უკრაინაში”, _ ამბობს ალენ ჟუუიე ფრანგული პოპულარული გამოცემა “პარი მატჩისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თუ შევაჯამებთ, საფრანგეთის დაზვერვის ექსხელმძღვანელის ნათქვამს, მივიღებთ საფრანგეთში არსებული ვითარების მთლიან სურათს: საფრანგეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, მათ შორის, დაზვერვაში, სხედან პროამერიკულად განწყობილი მოღვაწეები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ აშშ-ის ინტერესებს თავიანთი ქვეყნის საზიანოდ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here