Home რუბრიკები საზოგადოება 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება 28 პროცენტზე მეტით შემცირდეს

2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება 28 პროცენტზე მეტით შემცირდეს

737

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის _ თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ შედეგები იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს გაეროს მოსახლეობის ფონდს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.

„2002-დან 2013 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა. 2014 წლის მონაცემებით, ეს არის 3 713 804 კაცი, რაც 657 731-ით ნაკლებია, ანუ 15 პროცენტით არის შემცირებული მოსახლეობა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2010 წელს გამოაქვეყნა მოსახლეობის კვლევები საქართველოში და გვიწინასწარმეტყველა, რომ, თუ მოსახლეობის კლება იმავე დინამიკით გაგრძელდებოდა, 2050 წლისთვის მოსახლეობა კედევ 28 პროცენტით შემცირდებოდა, ჩვენ კი უფრო მძიმე შედეგები მივიღეთ. ჯერ 2050 წლამდე 30 წელზე მეტია დარჩენილი და უკვე 15-პროცენტიანი კლება გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის უფრო დიდი კლება გვექნება, ვიდრე 28 პროცენტია“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here