Home რუბრიკები საზოგადოება კახა კალაძე: “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვს იწვევს

კახა კალაძე: “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვს იწვევს

522

ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებილი კვლევების კომენტირებისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ არა უშუალოდ აღნიშნული ორგანიზაციები, არამედ ქართული კომპანიები, რომლებიცნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერები არიან.

“რაც შეეხება “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის”, ჩვენ ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემთ. ისინი დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიკური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. საფუძვლიან ეჭვს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%. ეს არის კატასტროფა. მაშინ, როცა გვეუბნებიან, რომ ცდლომილების საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვს”, _ განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here