Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპარლამენტარის ულტიმატუმი: სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ

ევროპარლამენტარის ულტიმატუმი: სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ

503

არჩევნები მოახლოვდა და სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის დასავლელი მხარდამჭერები და ლობისტები გაააქტიურდნენ, თანაც ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუფარავად კარნახობენ, როგორ უნდა მოიქცნენ და რა გააკეთონ, ქართველი ხალხის აზრი კი ჩირადაც არ უღირთ. ამის ნათელი დადასტურებაა ევროპის სახალხო პარტიის წევრის განცხადება, რომლის თარგმანიც ტელეკომპანიაიმედმაგაავრცელა:

ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, მერაბიშვილი და უგულავა უნდა გათავისუფლდნენ.

როგორც სახალხო პარტიის დეპუტატმა აღნიშნა, მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხი არჩევნების დასრულებამდე გადავადდეს.

“ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავების შემთხვევები, მაგალითად, ყოფილი პრემიერმინისტრის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის და თბილისის ყოფილი მერის. ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის შევიწროებას. ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას, ასევე “რუსთავი 2”-ის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას”, _ განაცხადა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ. 

1 COMMENT

  1. რა საჭიროა ევროპასტან ეს ვიზალიბერალიზაცია ვერაფრით ვერგავიგე?! თუ არ უნდივართ და რაღაც სულელურ ულტიმატუმებს გვიყენებენ ამ ყბადაღებული ვიზლიბერალიზაციის გამო, შევეშვათ სანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან! მართლა ლიბერასტების ჭკუაზე ხომ არ ვივლით. ერთი მუჭა მუქთახორების სურვილებს უნდა გადავაყოლოთ საქართველოსწარსული და მომავალი?!

  2. ეს ვოლსკები რას გადაგვეკიდნენ. დაუდგით ბარემ მერაბიშვილს ქანდაკება სტრასბურგში
    ცოცხით უკანალში და მორჩება საქმე.

  3. არჩილ ხოფერია რა საჭიროა ვიზალიბერალიზაცია და ადამინებმა ტავისფლად რომ შეძლონ გადადგილება ევროპაში , და არ იყოთ გამოკეტილები მაიმუნებივით გალიაში ,

  4. ისე არ მოხდეს როგორც იანუკოვიჩი გააქციეს.ქოცებს არ გამოუვიდათ დანაპირების ასრულება.მგონიბბიდზი არც აპირებდა შეესრულებია დანაპირები,საფრანგეთის მოქალაქე…ერთი ქარხა არ ააშენა.დარწმუნებული ვარ რაგაც ფულებს უკან დაიბრუნებდა რაც დწხარჯა.მაგარი ხიხოა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here