Home რუბრიკები საზოგადოება “ბი-ბი-სის” სკანდალური დოკუმენტური ფილმი: “ბოინგი MH17” უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს?

“ბი-ბი-სის” სკანდალური დოკუმენტური ფილმი: “ბოინგი MH17” უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს?

587

3 მაისსბიბისისგანზრახული აქვს, აჩვენოს ფილმი დონბასში მალაიზიისბოინგისკატასტროფის შესახებ. მედიაკორპორაციის აზრით, დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილია ვერსია, რომელიც განსხვავდება ოფიციალურისგან.

ფილმში გამოყენებულია ჩვენებები ტრაგედიის მოწმეებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მალაიზიის “ბოინგი” ჩამოგდებულია არა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ბუკის” რაკეტით, არამედ უკრაინულ თვითმფრინავიდან გასროლილი რაკეტით.

“ბი-ბი-სის” მოჰყავს სიტყვები დონბასელი ნატალია ბერონინასი, რომელიც ყვება, რომ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრე ორი თვითმფრინავი დაინახა და ერთ-ერთი მათგანი აფეთქების შემდეგ უკან გაფრინდა.

გერმანელი ჟურნალისტის _ ბილი სიქსის თქმით, ის ესაუბრა 100 მოწმეს, მათგან 7 ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა სამხედრო თვითმფრინავი “ბოინგთან” ახლოს. უფრო მეტიც _ არსებობს ვერსია, რომ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია “ტერორისტულმა ოპერაციამ”, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა რუსეთის დისკრედიტაციისთვის.

მალაიზიის ავიახაზებით “ბოინგი 777”, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა (რეისი MH17), 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა დონბასში.

თვითმფრინავის ბორტზე 298 კაცი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა.

1 COMMENT

  1. აშკარაა რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკრაინაში. იმპერიების საბრძოლო ველად გადაიქცა უკრაინა. მაგრამ ეს გამორიცხავდა იანუკოვიჩის მთავრობის მიმართ ხალხის უკმაყოფილებას? რუსეთმა გამოხატა მხარდაჭერა იანუკოვიჩის და არა უკრაინელი ხალხის მიმართ. მოკლედ, მოიქცა ისე როგორც ამერიკა საქართველოში, როცა მიტინგებს არბევდა სააკაშვილი და მაინც დემოკრატად აცხადებდნენ. ასე რომ დასკვნა შემდეგია: ყველა თავის ინტერესს ატარებს გინდ რუსეთი გინდ ამერიკა. ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენებასაც შეეცდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ არსებობს. ამერიკაც და რუსეთიც პერსპექტივაში
    შეცდა – მათ ხალხი უნდა აერჩიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here