Home რუბრიკები პოლიტიკა ევგენი სატანოვსკი: კანონი 9/11-ის შესახებ მსოფლიოს ააფეთქებს

ევგენი სატანოვსკი: კანონი 9/11-ის შესახებ მსოფლიოს ააფეთქებს

714

აშშ კონგრესი განიხილავს საუდის არაბეთის მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხს 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებზე. ამერიკელები ამ ტრაგედიას “9/11 ტერაქტადმოიხსენიებენ. საუდის არაბეთი კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება, რომ საპასუხოდ განახორციელებს ღონისძიებებს დასაცავად თავისი ამერიკული ინვესტიციებისა, რომლებიც დაახლოებით 750 მილიარდი დოლარს შეადგენს. დაუფარავ შანტაჟად მიიჩნევს არაბების ასეთ გამოხდომას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი.

იგი წერს, რომ საუდელები ამერიკელებს შტატებში თავიანთი აქტივების გაყიდვით აშინებენ. ეს უეჭველად დასცემს აშშ-ის კორპორაციული და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ღირებულებას, რომლებსაც მყისვე გაიტანენ ბაზარზე.

ამასთანავე, ექსპერტი ხაზს უსვამს ამერიკელების უნარს, დაიცვან თავიანთი ეკონომიკა, რაც საპასუხო ღონისძიებებში გამოიხატება და არასასიამოვნო სიურპრიზად მოევლინება საუდელებს.

9/11 ტერაქტის შესახებ მიღებული კანონი გაასაჯაროებს მონაცემებს, რომლებიც სამხედრო წრეებისა და აშშ-ის პოლიტიკური ელიტისთვის იმთავითვე იყო ცნობილი.

ამ მონაცემებით დასტურდება, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობა, საგარეო დაზვერვის სამსახურის ჩათვლით, იდგა 11 სექტემბრის ტერაქტის უკან, უშუალოდ მონაწილეობდა “ალ ქაიდას” შექმნაში, მისი კვალი დასტურდება კიდევ ბევრ რამეში, რასაც ამერიკელები ბოლო 35 წლის განმავლობაში ებრძოდნენ და რასაც უამრავი სიცოცხლე შესწირეს.

სატანოვსკი დარწმუნებულია, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება გამოიწვევს დიდ სკანდალს და ისეთ აფეთქებას, რომელიც “საუდის არაბეთს ძალიან ძვირი დაუჯდება”, ყველასთვის აშკარა გახდება, რომ სამხედრო ოპერაციებს ავღანეთისა და ერაყის წინააღმდეგ ამერიკა ამაოდ ეწეოდა, ამის ნაცვლად საუდის არაბეთთან უნდა “ემუშავა”.

20 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი ობამა ერ-რიადში ჩავიდა. პირველი, რაც პრესამ შეამჩნია, იყო ის, რომ მასპინძლები სტუმარს უწინდებურად არ გადახვევიან, ცივად შეხვდნენ ამერიკის პირველ პირს. სატანოვსკი აღნიშნავს, რომ ურთიერთობა საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის “შეიძლება აფეთქდეს” და შედეგად შეიძლება დაიშალოს “ის სტრატეგიული კავშირი, რომელიც თავის დროზე 44 წლის შეთანხმების ჩარჩოში წარმოიქმნა.

“ცივ ომს ისე არ დაუზარალებია ამერიკელები, როგორც მეგობარ და მოკავშირე საუდის არაბეთთან ურთიერთობას. ამერიკის ისტებლიშმენტი ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო ლობირებული და დაფინანსებული საუდელების მიერ. ეს შესანიშნავად ესმის ორივე მხარეს”, _ ასკვნის ექსპერტი პრავდა.რუ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here