Home რუბრიკები საზოგადოება ფაქტი, რომელმაც ლატვიელები გააოცა

ფაქტი, რომელმაც ლატვიელები გააოცა

1742

საქართველო და მსოფლიოსპუბლიკაციასრატომ აკრძალა სტალინმა პიესაბათუმისდადგმა” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #13) გამოეხმაურა ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, სამშენებლო საქმის გამოჩენილი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ომარ მარგველაშვილი, რომლის წერილსაც გთავაზობთ.

ბატონო რედაქტორო!

მოკლედ გეტყვით ჩემს დამოკიდებულებასსაქართველო და მსოფლიოსადმი”, რომელსაც თქვენ, ამდენი ხანია, წარმატებით უდგახართ სათავეში.

უმთავრესი, რითაც თქვენი გაზეთი მკითხველს იზიდავს, თემატიკის მრავალფეროვნებაა, მათ შორის, ისეთ თემებს წარმოაჩენთ, რომლებსაც, ოფიციალურად არა, მაგრამ, ფაქტობრივად, ტაბუ ადევს, ყოველ შემთხვევაში, სხვა პერიოდული გამოცემები თავს არიდებენ. ვგულისხმობ წერილებს სტალინის მოღვაწეობის შესახებ. მასალები, რომლებიც ამ თემაზე ქვეყნდება, გამოირჩევა ობიექტურობით, გულახდილობით, თავისუფალია სუბიექტური გადახრებისგან ერთ ან მეორე მხარეს. ჩემი ეს წერილიც ამ საკითხზეა. მადლობელი დაგრჩებით, თუ მიზანშეწონილად ჩათვლით მის გამოქვეყნებას.

გასული საუკუნის 70-იანი წლები. მოსკოვში, მშენებლობის საკავშირო სამინისტროში გამართულ თათბირს ვესწრები. შესვენებისას გამომეცნაურა ლატვიის მშენებლობის მინისტრი საკალაუსკასი (იგი შემდეგ მშენებლობის საკავშირო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა). წესისამებრ, მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვისაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე, ბოლოს მორიდებით მთხოვა:

_ საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, ბევრი საინტერესო რამ წამიკითხავს და მსმენია თქვენს ქვეყანაზე, ხალხზე. დიდი სურვილი მაქვს, გეწვიოთ, თუ არ შეგაწუხებთ.

რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ვუთხარი, რომ მზად ვიქნებოდით მის მისაღებად ნებისმიერ დროს.

გარკვეული დროის შემდეგ მართლაც გვეწვია ლატვიის მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგესთან ერთად. დავხვდით. ქართული სტუმართმოყვარეობის წესისა და ადათის მიხედვით შესაფერისად ვუმასპინძლეთ. ერთ დღეს კახეთი დავათვალიერებინეთ _ ალავერდი, გრემი, იყალთო, თელავი, სიღნაღი. გვყავდა სოფელ ვაჩნაძიანის ზვრებში; მეორე დღეს მცხეთა _ სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი… ბოლოს ჩავედით გორში.

სტალინის სახლ-მუზეუმი. მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსკურსიამძღოლი გვაცნობს იოსებ სტალინის ცხოვრებისა და მოვაწეობის პერიოდებს, იმოწმებს ისტორიულ ფოტოებს, ექსპონატებს _ ორიგინალებს, რომლებიც საგულდაგულოდ და სათუთად არის გამოფენილი სტენდებზე, მაგიდებზე შუშის ქვეშ. ერთ-ერთი ექსპონატი სტუმრების ყურადღებას მიიქცევს. ეს არის წიგნი “მოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”. სტალინს ამ ნაშრომისადმი თავისი დამოკიდებულება წითელი ფანქრით ჰქონდა მიწერილი. მკაცრი და პრინციპული. მინაწერი, კარგად მახსოვს, მთავრდებოდა კატეგორიული მოთხოვნით: “გირჩევთ, დაწვათ წიგნი”.

შევეცადე, აღმედგინა ისტორია, რომელიც ამ წიგნთან არის დაკავშირებული, რათა თქვენი გაზეთის მკითხველები სრულად გარკვეული ყოფილიყვნენ საკითხის არსში.

1938 წელს საკავშირო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობადეტიზდატმადასტამბა სმირნოვას წიგნიმოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”. სასიგნალო ეგზემპლიარი გენერალურ მდივანს მიუტანეს. გადაიკითხა. უსაზღვრო იყო მისი აღშფოთება, რომელიც უმკაცრეს წერილად ჩამოყალიბდა და გაეგზავნა გამომცემლობის ხელმძღვანელსა და ავტორს.

წერილი მნიშვნელოვანია, უწინარესად, იმით, რომ ერთი ნიშანდობლივი შტრიხია, თუ როგორ აღკვეთდა სტალინი მისი კულტის გავრცელებისა და დანერგვის ნებისმიერ მცდელობას. ანალოგიური პათოსით იყო გამსჭვალული თქვენი გაზეთის პუბლიკაცია _ “რატომ აკრძალა სტალინმა პიესაბათუმისდადგმა”, რომელმაც მიბიძგა, გამოგხმაურებოდით.

მოთხრობებთანდაკავშირებით სტალინი წერდა:

გადაჭრით წინააღმდეგი ვარ, გამოიცესმოთხრობები სტალინის ბავშვობაზე”.

წიგნში უხვად არის ფაქტობრივი უზუსტობა, დამახინჯება, გაზვიადება, დაუმსახურებელი ქებადიდება. ავტორი შეაცდინეს ზღაპრების მოყვარულებმა, ცრუპენტელებმა (შეიძლებაპატიოსანმაცრუპენტელებმა), მლიქვნელებმა. ცოდვაა ავტორი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ წიგნს აქვს ტენდენცია, ჩაუნერგოს ბავშვებს (და, საერთოდ, ადამიანებს) პიროვნების, ბელადების, შეუცდომელი გმირების კულტი. ეს საშიშია და მავნებელი…

გირჩევთ, დაწვათ წიგნი”.

სტუმრებმა გიდს სთხოვეს, წიგნის დათვალიერების ნება მიეცა.

თხოვნა შეუსრულეს.

კარგა ხანს ფურცლავდნენ, ათვალიერებდნენ, კითხულობდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ. განსაკუთრებით _ სტალინის მინაწერის გამო.

_ ჩვენ ამის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით, _ ამბობდნენ, _ გაკვირვებულნი ვართ.

გორელთა სტუმართმოყვარეობა ცნობილია. არც ჩვენ გამოგვიშვეს უსადილოდ. იმხანად პოპულარულ რესტორან “ინტურისტში” გაგვიშალეს სუფრა. მასპინძელმა, გორის სამშენებლო ტრესტის მმართველმა, გორის მკვიდრმა, თამადობა მთხოვა.

სუფრა თავისი წესითა და რიგით წარიმართა. განწყობილება _ შესანიშნავი, მაგრამ ვატყობ, რაღაცას წუხდა მასპინძელი. ადგილს ვერ პოულობდა. მიზეზი რომ ვკითხე, ჩუმად მთხოვა, სტალინის სადღეგრძელო წარმოთქვითო.

იმხანად გორში ყველა სუფრაზე ბელადის სადღეგრძელო პირველი შეისმებოდა. მისდამი უდიდესი პატივისცემის გამოხატვასთან ერთად, ეს გარკვეული პროტესტის ნიშანიც იყო ოფიციალური პოზიციის მიმართ, რომელიც ხრუშჩოვის ანტისტალინიანის გავლენიდან ვერ გამოსულიყო.

მე შეგნებულად თავს ვიკავებდი, რადგან ვიცოდი, რომ ბალტიისპირელები, რბილად რომ ვთქვა, სტალინის მიმართ სიმპათიურად არ იყვნენ განწყობილნი. ისტორიული ბედუკუღმართობა იყო, ყველას მოეხსენება, ამის მიზეზი.

ამასობაში ჩვენმა სტუმრებმა სადღეგრძელოს წარმოთქმის ნება ითხოვეს. წამოდგა ლატვიის მშენებლობის მინისტრი და აშკარად აღელვებულმა დაიწყო:

_ თქვენ იცით, სტალინის მმართველობის პერიოდში რაც გადაგვხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ფაქტობრივად, დაგვიპყრო საბჭოთა კავშირმა. ამას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. ბალტიისპირეთში მცხოვრები ხალხი უარყოფითად აფასებს სტალინის პიროვნებას, მაგრამ ყველაფერმა იმან, რაც ჩვენ დღეს მის მუზეუმში ვნახეთ და მოვისმინეთ, განსაკუთრებით კი მისმა მინაწერმა პიროვნების კულტის მიუღებლობის თაობაზე, სრულად შეგვიცვალა თვალსაზრისი ამ ბუმბერაზ პიროვნებაზე.

მინისტრმა ილაპარაკა სტალინის პოეტურ ნიჭიერებაზე, ილია ჭავჭავაძის “ივერიაში” დაბეჭდილ მის ლექსებზე, სამშობლოსადმი მის სიყვარულზე, ეროვნულობაზე, რომლითაც გამსჭვალული იყო ჭაბუკის პოეტური ოპუსები.

_ ყველაფერ ამის გამო გთავაზობთ, რომ შევსვათ სტალინის სადღეგრძელო! _ თქვა და ალავერდს ლატვიის მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგესთან გადავიდა:

_ სტალინი იყო უდიდესი პოლიტიკოსი, დიპლომატი, სტრატეგი, უდრეკი მხედართმთავარი, რომელმაც ისტორიაში ყველაზე დიდი და სასტიკი ომი მოიგო და მსოფლიო ფაშისტური ჭირისგან იხსნა. გამარჯვების შემდეგ კი უმოკლეს ვადაში აღადგინა უზარმაზარი ქვეყნის ომით არნახულად დაზარალებულდანგრეული სახალხო მეურნეობა.

გარინდებულები ვისმენდით ამ სიტყვებს და, არ დაგიმალავთ, გული სიხარულითა და სიამაყით გვევსებოდა.

ომარ მარგველაშვილი

1 COMMENT

  1. ასეთი უდიდსი პიროვნება, როგორიც იყო იოსებ ს ტ ა ლ ი ნ ი, არც ადრე დაბადებულა, არც ამ ეპოქაში და არც მომავალში დაიბადება. თუმცა ყველაფერი ღვთის ნება სურვილია. როგორც მოგვავლინა იესო ქრისტე, იოსები სტალინი , ეგებ მომავალში ვინმე იასონი იქნეს ? ღმერთი არ დაგვტოვებს უპატრონოდ. სტალინმა ისეთი უძლიერი ფუნდამენტი დასტოვა კაცობრიობისათვის, ცხოვრების ნორმალური განვითარებისათვის, რომ ამ მემკვიდრეობას კარგი პატრონი სჭირდება. ვილოცოთ, რომ ჩვენს ეპოქაში მოხდეს ეგ სასწაული ღვთისაგან. როგორც ამას დედაჩემი აკეთებდა, მე ხშირად ვუნთებ სათელს მსოფლიო დონის გენიას, ქართველს წარმოშობით – იოსებ ჯუღაშვილს – ს ტ ა ლ ი ნ ს. რაზეც მადლობის მეტი რა გვეთქმის ღვთის მიმართ. ექიმი, ეთერი სურმავა აფხაზეთიდან.

  2. რაღაც არ მგონია ლატვიელ ჩინოსანს იმ დროს 70 ათიან წლებში გაებედა და ეთქვა სტალინმა დაგვიპყროო

  3. \\\”ზოგჯერ გიჭირს დაიჯერო, რომ ეს ადამიანი და მის მიერ აშენებული ქცეყანა რეალურად არსებობდნენ.\\\”
    როინი
    23.02.1998.

    \\\”საბჭოთა კავშირი დაანგრია რუსულმა შოვინიზმმა, ნიკიტა სერგეევიჩმა და მოდამ.\\\”
    როინი
    04.04.2010.

    \\\”ხრუჩოვის ბანდამ უდიდესი დანაშაული ჩაიდინა არა მარტო რუსი და საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ხალხების, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე!\\\”
    როინი
    04.07.2011.

    \\\”სტალინი ისე ლამაზად, ლაღად მართავდა საზოგადოებას და მიუძღვებოდა სინათლისა და სილამაზისაკენ, როგორც ფახტანგ გუნაშვილი საკუთარ სხეულს!\\\”
    როინი
    20.10.2014.

  4. სტალინს
    შენ ლეგენდა ხარ, გრიგალებში გაუგონარი,
    პოლუსებზე დაბჯენილი მაგარი ჩექმით,
    მსოფლიო ტახტზე აყვანილი ქართული გვარი,
    წითელი ქვეყნის ულმობელი, მრისხანე ღმერთი.
    შემოგსევია სურვილები, სისხლით ნაზარდი,
    დაჭრილ სამყაროს აბარბაცებ რკინის მახვილით,
    ნგრევას დაჰყურებს ყუმბარებით ცა, განაბზარი,
    და დგას დროშები, მკვლელებივით თავებდახრილი.
    საკუთარ მშობელს შეუბორკე ხელი და ფეხი,
    კრემლის კედელში გამოჰკვეთე შენ ერთა ყმობა,
    დაჭრილ სამყაროს ემუქრები წითელი მეხით,
    რომ სისხლისდენით წააწერო სახელი „კობა“.
    ჯიუტი ჯინი მკერდით მოგაქვს, როგორც აბჯარი,
    დარჩი ფოლადი, გაუტეხი რკინა და რვალი,
    კოჯორის მთაზე გადატეხე თამარის ჯვარი,
    რომ რომანოვთა ყოფილიყავ შთამომავალი.
    გიორგი ყიფიანი
    პარიზი, 1945

  5. Stalini iko udidesi geniosi. Rom davpikrdet marto im droindel dangreul da gapantul ruseris imperias tavi moukara da chamoakaliba udzlieresi saxelmwipo! Leninis iki mxolod idea ! Moigo msoplio omi! Da es kvelaperi shedzlo sul mcire vadebshi! Maxsovs stalinis suratze loculobda…..babu shen ar ici exla rom me shentan ertad var es am geniosis damsaxurebaao.!!! Pirveli apxazetis onis brdzolebi rom daiwko, socgisken mimaval matarebelshi gavichedet mteli ojaxi!!! Mashin sul 12 wlis vikavi magram dzalian kargad maxsovs rusebis saxeebi da gamometkveleba…….dadiodnen da idzaxdnen: \\\” gde stalin, gde stalin\\\”….! Exla an kvelapers , mis geniisobas tanamedrove politikuri msoplio gvimtkicebs! Swored dapkrobisagan da simshilisgan gadaarchina es 15 eri!!! Romlebsax namdvilad udardeli cxovreba kondat! Mshvidobit da stabilurobit savse!!!! Rasac dges didi shemartebit gvpirdeba evropa, amerika tu sxva……!!! Neta kidev erti stalini mogvivlinos rom sworwd tavisi disciplinit daawknaros amdeni tavsgasuli ampartavani……….!!!!!

  6. დიახაც სტალინი უდრეკი,უშიშარი და უძლიერესი პიროვნება იყო.რას ქვია კულტი?ხალხს უყვარდა,მის გადაცვალებას გლოვობდნენ და მთელი საბჭოთა კავშირი ჭირისუფალი იყო.ბევრი მტერი ყავდა იმიტომ რომ,ის სულ პატარა ქვეყნიდან იყო და ყველაზე ჭკვიანი იყო,ჩვენ კი ავყევით მტრებს და უარვყავით უდიდესი პიროვნება. მე ვფიქრობ დღემდე ვერ გამოვასწორეთ ამ პიროვნების მიმართ დანაშაული.

  7. იოსებ სტალინი იყო უდიდესი ქართველი და უძლიერესი პოლიტიკოსი…ის იყო გენია და ამოუხსნელი ფენომენი….მისი დაბადება იმ მეტად მძიმე ეპოქაში ღვთის ნება იყო თუ არა აბა სხვა რა,,,,,მან კაცობრიობა იხსნა მსოფლიო მაშიზმისაგან…..

  8. ეხხ… ნეტავ ერთი კვირით მაინც მოგვცა სტალინი,,,, ახალგაზრდებმა რომ არ იციან და ვერ ერკვევიან რეალურად რა შესძლო სტალინმა ეგ მესმის, მაგრამ ამ უფროსი ასაკისებს რა \\\”ჯანდაბა\\\” დაემართად ვერ გამიგია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here