Home რუბრიკები საზოგადოება დიდი სამამულო ომის ვეტერანებს გვაღელვებს ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა

დიდი სამამულო ომის ვეტერანებს გვაღელვებს ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა

853

დღეს ადამიანს მეტად მოუწესრიგებელ მსოფლიოში უწევს ცხოვრება. კატაკლიზმები, ანომალიური მოვლენები, ანტიბუნებრივი, ანტისაზოგადოებრივი ქმედებები და საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა მრავალი მოვლენა აფიქრებთ ადამიანებს. ჩვენთვის, ომგამოვლილი ვეტერანებისთვის, სულერთი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, როგორი იქნება ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე, როგორ პირობებში იცხოვრებს მომავალი თაობა. ჩვენ ხომ მათი კეთილდღეობისთვის ვიბრძოდით და სიცოცხლეს ვწირავდით?! 

საქართველოში ამჟამად შექმნილი სოციალური და პოლიტიკური ვითარება, სამწუხაროდ, არ იძლევა მშვიდად ყოფნის საშუალებას. დღეს აშკარად ლაპარაკობენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე, რომელმაც შეუძლებელია, სერიოზულად არ დააფიქროს მსოფლიოს საზოგადოებრიობა, მათ შორის, ქართველი ხალხი.

ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, ამ ქაოსურ ვითარებაში გვაწუხებს და გვაღელვებს ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა. ხშირად ვდგებით ისეთი პრობლემების წინაშე, რომლებიც თავისი შინაარსით ეჭვს არ უნდა იწვევდეს და მსჯელობის საგანიც არ უნდა იყოს. მაგალითად, ოჯახის საკითხი. რაც ადამიანთა საზოგადოება არსებობს, ოჯახი წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საზოგადოების ძირითად და განმსაზღვრელ რგოლს და იგი არის ერთობა ორი სუბიექტისა _ მამაკაცისა და ქალის.

ეს ჭეშმარიტება თითქოს სადავო არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ ოჯახის ინსტიტუტი საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და, თუ მოვლენები ასე განვითარდება, საზოგადოებისთვის შეიძლება ტრაგედიად იქცეს.

ანდა ავიღოთ მეორე არანაკლებ თავსატეხი პრობლემა _ მამათმავლობა. თავისთავად მამათმავლობა ახალი მოვლენა არ არის, ოდითგანვე ცნობილი იყო ადამიანებისთვის, მაგრამ იგი მიუღებელ ქმედებად აღიქმებოდა და საზოგადოებაში დიდ სირცხვილად ითვლებოდა. დღეს კი ეს სამარცხვინო აქტი თავსატეხ პრობლემად იქცა და დასავლეთის ქვეყნებში მეტად მახინჯი ფორმა მიიღო. უბედურება არის ის, რომ დასავლეთის ქვეყნები დემოკრატიულობის დამკვიდრების ნიღბით ცდილობენ, ეს სიბინძურე საქართველოსაც მოახვიონ თავს. ვიმედოვნებთ, რომ ხალხი ამ სიყალბის ანკესზე არ წამოეგება. მამათმავლობის სიმახინჯემ შემდგომი განვითარება ერთნაირსქესიანთა ქორწინებაში ჰპოვა, რომლის გავრცელების საფრთხე საქართველოშიც არსებობს. ამ ბინძურ სიმახინჯეს ერი გადაგვარებისკენ მიჰყავს, ამას ქართველი კაცი ვერ შეეგუება. ახლა ღიად საუბრობენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. ასეთი კანონი საქართველოს პარლამენტმა არათუ არ უნდა მიიღოს, არამედ სხდომის დღის წესრიგშიც არ უნდა შეიტანოს. ერთნაირსქესიანთა ქორწინება უზნეობაა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგი ხომ ბუნების საწინააღმდეგო აქტია?!

ჩვენ, ომის ვეტერანები, კატეგორიულად ვილაშქრებთ ამ ანტიადამიანური ბინძური სიმახინჯის საქართველოში გავრცელების წინააღმდეგ.

ყველა ზემოაღნიშნულმა ანომალიებმა სრულიად შეცვალა ადამიანებს შორის დამოკიდებულება, ურთიერთობის ფორმები. ყოველდღიურ ყოფაში ჩვეულებრივ ამბად იქცა ბილწსიტყვაობა, დედის გინება _ “ჩემი დედა…” “სექსი”, ამ სიტყვამ ხომ წალეკა ქართული ლექსიკა, რა კონტექსტში აღარ იყენებენ მას: “სექსუალური კაცი”, “სექსუალური ქალი”, “სექსუალური აღზრდა”, “სექსუალური მოძრაობები” და ა.შ. ჟურნალ-გაზეთებში, ტელეეკრანებზე, კინოში თუ სხვაგან, ყველგან სექსზე საუბრობენ, თითქოს ქვეყანაში სხვა საქმე აღარ იყოს.

უზნეობის აპოგეაა იოსებ სტალინის _ დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემოქმედის _ აღვირახსნილი ლანძღვაგინება. სტალინი იყო ისტორიული, ეპოქალური პიროვნება, რომლის მსგავსი, არათუ საქართველოს, მსოფლიოს არ ჰყოლია. მისი დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციის გადარჩენაში, მსოფლიოს ხალხების ფაშისტური მონობისგან დახსნაში და საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნა-განვითარებაში ისე დიდია, რომ მისი შეფასების კრიტერიუმი, პრაქტიკულად, არ არსებობს. მან რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი კუთხე _ საქართველო _ ინდუსტრიულ და განვითარებულ ქვეყნად აქცია. სტალინის მმართველობის პერიოდში საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ რას წარმოადგენს ახლა, ერთ დროს მზიურ ქვეყანად წოდებული საქართველო? იგი დღეს ერთ-ერთ ღატაკ ქვეყნად იქცა და, დასავლეთის კლასიფიკაციის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

დიდი სტალინის ცხოვრებამოღვაწეობა ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როგორ უნდა აშენო და მართო ქვეყანა, როგორ იზრუნო ხალხის კეთილდღეობაზე, როგორ იბრძოლო ქვეყნისთვის და დაიცვა იგი მტრებისგან. სწორედ ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ თაობები!

კაპიტალისტური ქვეყნების იდეოლოგები რომ აკრიტიკებენ და აძაგებენ სტალინს, გასაკვირი არც არის, რადგან მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კაპიტალისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. სტალინის პიროვნება უკვდავია და ამ ბუმბერაზი ადამიანის პიროვნებას უბადრუკი ადამიანების ავყიობა ჩრდილს ვერ მიაყენებს.

ჩვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ვამაყობთ იმით, რომ დავიბადეთ და გავიზარდეთ სტალინის ეპოქაში, ვიბრძოდით დიდ სამამულო ომში და გავიმარჯვეთ მისი სახელით.

სტალინზე საუბარს მისი ყველაზე დიდი მტრის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის _ უინსტონ ჩერჩილის სიტყვებით დავასრულებთ: “რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”

დიდებული შეფასებაა!

წერილი მინორული ტონის გამოგვივიდა, მაგრამ რა გაეწყობა, რეალობა ასეთია _ ჩვენ, იმ ომის ვეტერანები, 90 წელს გადაცილებულნი ვართ და შეიძლება ვინმემ თქვას, მოხუცები სიახლით ყოველთვის უკმაყოფილონი არიანო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ რეტროგრადები არ ვართ, პირიქით _ ყოველგვარ პროგრესულს მივესალმებით, რაც ქართული მენტალიტეტისთვის მისაღებია. მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევურიგდებით უზნეობას, არაეთიკურ ქცევებს, ქართული ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების საწინააღმდეგო ქმედებებს.

ჩვენ, ომის ვეტერანები, მივესალმებით საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის, უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია მეორის პოზიციას და ძალისხმევას გახრწნილების, გარყვნილებისა და უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დიდი სამამულო ომის მონაწილეები:

შოთა ბუაძე,

დავით იაკობაშვილი,

იოსებ ტუხაშვილი,

ტარასი იჩქიტიძე

1 COMMENT

  1. რატო იწვევს პრეზიდენტი თუ იგი შეთანხმებული არარის ჩვენს ეკლესიასთან , კარგი იქნება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია 2 არ შეხვდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here