Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკური ცირკი და მისი ტაკიმასხარები

პოლიტიკური ცირკი და მისი ტაკიმასხარები

574

საფარბეგის უღირსი საქციელის გამო მისმა გამზრდელმა ჰაჯიუსუბმა თავი მოიკლა. რა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა მდიდარი სექსის კავალრისა დანიჩურტა ქართველის”, როგორც ის ქართველებს ახასიათებს, საქართველოს პრეზიდენტად შემოსაღებისთვის?

“მდიდარი სექსის” მქონე ადამიანის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილის იმედის ნისლში გახვეული ხალხი არაფერ შუაშია. მან კი პრეზიდენტად კურთხევისთანავე თავისი ამღზევებელი “გადააგდო”. ხალხი? ხალხს იგი არ ცნობს, ისევე როგორც ხალხი _ მას. სამაგიეროდ, თამამად შეიძლება ეწოდოს უცხოეთის მიერ დაპროგრამებული არასამთავრობოებისა და ხელმოცარული ოპოზიციონერების პრეზიდენტი, რომელსაც იმაზე მეტი არაფერი ეკითხება, რასაცნიჩურტა ქართველისტვინი დაიტევს. ის ხმაურით მოითხოვს პარლამენტში ანგარიშის ჩაბარებას და მის მოსასმენად მთელი მთავრობის დასწრებას. რა გაგიკეთებია, ბიძიკო, რა უნდა ჩააბარო?! ფრთიანი ფრაზით კი გამოიჩინა თავი: “ძალიან მდიდარი სექსი მქონდა, მაქვს და მექნება”-. ადრე მეომარი მხარეები მთავარსარდლების შებრძოლებით წყვეტდნენ სადავო საკითხებს. ახლა, როცა ევროატლანტიკიდან სექსუალური აღვირახსნილობა და სიბილწე ღვარცოფივით აგორებულა კაცობრიობის წასალეკად და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმუქრება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდესო, უპრიანი იქნებოდა, მთავარსარდლები თავიანთი სექსუალური შესაძლებლობით შეჭიდებოდნენ ერთმანეთს. აი, მაშინ ნახავდნენ, რა შეუძლიამდიდარი სექსისმქონე ჩვენს პრეზიდენტს!

საქართველოში არ წყდება პოლიტიკური საცირკო წარმოდგენებით ხალხისთვის თავბრუსხვევა. ამგვარად იღვწის ყველა ილუზიონისტი უცხოელი მწვრთნელების საამებლად.

მათი “ფოკუსნიკობა” ნათლად ჩანს, როცა აწყობენ ვითომ კონკურსს რომელიმე რიგითი თანამდებობისთვის და, ვინც უნდა მიიღონ, წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ; გულუბრყვილონი კი მონდომებით მონაწილეობენ ამ ტაკიმასხარაობაში.

ხომ შეიძლება ეს ფოკუსები მოაწყონ უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისას, ვთქვათ, როცა მეჩექმეთა მინისტრად მეხაშეს დასვამენ. მოაწყონ კონკურსი და ხალხს უმტკიცონ, რომ ნემსსა და სადგისს მეჩექმეზე უკეთესად მეხაშე იყენებს. ეს ილუზიონისტური თაღლითობა კარგად ჰქონდათ დამუშავებული ნაციონალებს, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრად მამალი ძროხების მწველავს ნიშნავდნენ. მოკლედ, ამ ცირკის არენად გადაქცეულ პოლიტიკაში მინისტრების დასანიშნად კონკურსების მოწყობას ფოკუსებიც აღარ სჭირდება, ისე სვამენ მეხაშეს _ მეჩექმედ.

სხვა რა უნდა ეწოდოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის თავდაცვის მინისტრად კურთხევას? სამხედრო საქმის გარდა, ყველაფერში ისე ერკვევა, რომ ფრინველისფეხებიან ქოხში მჯდომ ჯადოქარსაც გაუკვირდება. პრემიერიც არის, საგარეო საქმეთა მინისტრიც და ცესკოს თავმჯდომარეც _ ყველა პოლიტიკური პრობლემის სოფლის ორღობის ყბედი დედაკაცის თვითდაჯერებით შემფასებელ-შემფერადებელი. მასზე უკეთესი ვინ უნდა ინატროს ამქვეყნიური ჭირ-ვარამის ტვირთით წელში გადრეკილმა ერმა?!

ევროპის სახალხო პარტიამაც საქართველოს ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდა ვიზალიბერალიზაცია. ამ პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი დელეგაციით ეწვია საქართველოს. რა საკითხს აყენებ მასთან, ტერორისტებისა და ლტოლვილებისგან შეწუხებული საკუთარ თავს რომ ვერ შველის და შენგან მოითხოვს 235 ათასი მიგრანტის მიღებას 147 მილიონი ევროს საფასურად? ეს ხელისუფლება ვერ უნდა მიხვდეს, რომ ევროპაში ფუჭი ფაფხურისა აღარავის სჯერა?! რა გინდათ, უცხოელების დავალების შესრულებას უნდა გადააყოლოთ საქართველო?! რუსეთთან უმძრახობით რაც დარჩა, იმ საქართველოსაც რომ სპობთ, გგონიათ, ამის გამო “სტრატეგიული პარტნიორები” ლოყებს ჩამოიხოკავენ?

საქართველოს ხელისუფლება ისეა დაბუჟებული ევროატლანტიკური ბანგით, რომ ვერ ხედავს ან არ სურს, დაინახოს თავისი დამცირებული ადგილი ამ ვითომ სტრატეგიულ თანამეგობრობაში. ისე უკიდიათ ყველგან ევროკავშირის დროშები, თითქოს, ამ გაერთიანების წევრობა კი არა, ვიზალიბერალიზაცია არ ჰქონდეთ საღრეჭი.

თუნდაც ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობის მიხედვით ამერიკელების შემდეგ მეორე ადგილი როგორ ავხსნათ, თუ არა პოლიტიკური ცირკის კლოუნებისა და თაღლითების აღვირახსნილი პარპაშით, სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ საქართველოში? ქართველ ხალხს ძალიან ძვირი უჯდება ევროამერიკელთა წინაშე პოლიტიკური კლოუნებისა და “ფოკუსნიკების” კუდის ქიცინი _ რუსეთის გაუთავებელი ლანძღვით ქართველ ხალხს აყენებენ სახიფათო მდგომარეობაში. როდის დაელაპარაკე რუსეთს, იქნებ იმაზე გაცილებით უკეთეს პირობებს გთავაზობს, ვიდრე დასავლეთის ყალბი მიეთ-მოეთი და სირცხვილის ოფლის მომდენი მოთხოვნების შესრულებაა?! კიდევ კარგი, რუსეთში იციან, რომ ეს ანტირუსული ფსიქოზი ერთი მუჭა პოლიტიკური თაღლითების ბოდვაა, რომელსაც ქართველი ხალხისათვის მხოლოდ უბედურება მოაქვს. ევროპაში საჩივლელად რომ გარბიან, რისი იმედი აქვთ _ რუსეთს შეაშინებს ეს ევროპელი ბუა და მუხლებზე დააყენებს? ევროკავშირი, რუსეთისათვის სანქციების დაწესებით თვითონვე შეშინდა იმხელა ზარალი ნახა. რუსეთი კი უფრო გაძლიერდა.

ავღანეთიდან ჩამოტანილი ამერიკული ტანკებითა და საფრანგეთში შეძენილი საჰაერო თავდაცვის სისტემით მოაქვთ თავი, თითქოს ამ ტანკებით ავღანეთის საკითხი უფრო არ ააქოთეს, საფრანგეთის ამ სისტემას კიდევ ჩიტი არ გამოეპარება. რა ღობეყორეს ედებით, შვილოსა, როცა საქართველოს გაერთიანებისა და აღორძინების პრობლემის გადაჭრა რუსეთთან მეგობრობის აღდგენით შეგიძლიათ. კიდევ კარგი, ევროატლანტიკელ პარტნიორებს რუსეთი უშლის ხელს, თორემ საჯდომზე ბანტგაკეთებული პედერასტები წალეკავდნენ ყველა სიწმინდეს და საქართველოსაც ისე შთანთქავდნენ, ხმის ამოღების თავიც აღარავის ექნებოდა.

ისე დიდია უცხოელი დამფინანსებლების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და ცირკის კლოუნებად ქცეულ პოლიტიკოსებზე, რომ ხალხს სულაც არ აქცევენ ყურადღებას. მხოლოდ არჩევნების წინ თუ გაახსენდებათ ხალხის არსებობა, რადგან წარმატება, ძირითადად, უცხოელ მფარველებზეა დამოკიდებული. კანონებიც თავიანთი ინტერესებს მოარგეს. თუ პარლამენტარი იყავი თუნდაც რამდენიმე თვით, წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს, ისეთ პენსიას ინიშნავენ სიკვდილამდის, რომ ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ, დამშეულ პენსიონერს არც კი დაესიზმრება.

სიცრუის ბანგიდან გამოფხიზლებულ ხალხს სჭირდება დეპუტატის გამოწვევის დაკანონება, თორემ არჩევნების შემდეგ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობამოხსნილი ისედაც ცრუ ბიუროკრატია იხრწნება და, ქვეყნის საშინელი უბედურებიდან გამოყვანის მაგიერ, სექსუალური უკუღმართობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემოტყუებით ცდილობს ევროატლანტიკელი მფარველებისთვის ერთგულების დამტკიცებას.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, აიძულეს, თანამდებობა დაეტოვებინა. მისი მომხრე პარლამენტში მხოლოდ შვიდი აღმოჩნდა. ჰოდა, რადგან ასე მონდომებულები არიან უცხოეთის ლაქია პარლამენტარები, დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თვითონ იქორწინონ ერთმანეთზე და ამ სიბინძურით დატკბნენ. ამიტომაა, რომ პოლიტიკური ცირკის არენიდან არ მიდიან გაკოტრებული და შერცხვენილი არსებები, რადგან მათ ოინბაზობას უცხოელი დამფინანსებლები მართავენ და ერთგულ ძაღლისშვილებს ვერაფრით ელევიან. ამგვარ არსებები, ნამუსი რომ ჰქონდეთ, ხალხში გამოჩენას უნდა უფრთხოდნენ.

მოკლედ, ამ პოლიტიკური ცირკის არენაზე კვლავ ტაკიმასხარაობის მოწმენი ვართ. ამჟამინდელ ხელისუფლებას ნაციონალებისა და მათი მიმდევრების მიერ ჩაწყობილი ნაღმები კიდევ ბევრგან აუფეთქდებათ, თუ პრინციპულად არ ამხილეს მათი ოინბაზობა.

დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზეა დამოკიდებული. ეს კარგად იციან დასავლეთის მიერ ნაკვებმა პარტიებმა და არასამთავროებმაც და სწორედ ამიტომ რეაგირებენ ასე გაცოფებით რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ყოველგვარ მცდელობაზე, და ხალხის სურვილს, ამ ქვეყანასთან მეგობრობის აღდგენის შესახებ, ფულით მოსყიდვას აბრალებენ თვითონ დოლარზე გაყიდული არარაობანი. ყბაღებული იმედი კი, რომ ევროატლანტიკა გვიხსნის, სახედრის ცხვირწინ დაკიდებული ბალახია, რომელიც არც მოგვეცემა და არც დაგვეკარგება. მის მოპოვებას აყოლილი კი მოუსავლეთის კარს მივადგებით.

უცხოეთის მიერ მოქრთამული ერის სამარცხვინო შვილები ცირკის ტაკიმასხარა ილუზიონისტის სიცრუის კვამლს ჭარბად აფრქვევენ და ბაწრით ცდილობენ, ევროატლანტიკურ ფორანს უკნიდან გამოაბან საქართველო მის დაყრილ ნაგავსა და მტვერში საჩანჩალოდ.

ვარდების რევოლუციამდექვეყანას ვალი ორი მილიარდი დოლარი ჰქონდა, ახლა ეს ვალი თოთხმეტ მილიარდამდე გაიზარდა ხალხსა და სამშობლოზე ზრუნვისაგან თავისუფალი ხელისუფლებების ძალისხმევით. სად წავიდა ეს მილიარდები?!

მეოთხედი საუკუნეა, იძარცვება, იყიდება და ნადგურდება პატარა, მაგრამ მძლავრი სამრეწველო პოტენციალის მქონე აგრარული საქართველო; ქართველი ხალხი კი საშინელ დღეშია სულგაყიდულ და გადაგვარებულ ვაიქართველთა გაუმაძღრობისა და ამბიციების გამო.

ხელისუფლებამ გაბედა და უცხოელებზე მიწის გაყიდვა დროებით შეაჩერა. უცებ აღავღავდნენ გაყიდული პარტიები და არასამთავრობოები, _ როგორ გაბედეს, ასე ხომ ევროპელობას დავკარგავთო, და შემოდეს ქართული მიწები დახლზე. არადა, ეს არსებები ქართველები არიან. ამას ოდესმე იფიქრებდა ჩვენი წინაპარი, სიცოცხლის ფასად რომ იცავდა მიწის ყველა გოჯს?!

სოფელი იცლება, თბილისი ისეა გაჭედილი, ქუჩაში გავლა ჭირს. ხელისუფლება ევროპელი ჯვაროსნების ხუთჯვრიანი და ევროკავშირის დროშებით იწონებს თავს. ეროვნული, წმინდა ქართული რაღა საჭიროა. ინგლისურად ბჟუტურიც იმისთვის სჭირდებათ, ევროპელად რომ მონათლონ. მაგრამ ინგლისმა შეიძლება პირველმა დატოვოს ევროკავშირი, მერე რა უყონ ინგლისურს? _ მერე ის, რომ ამერიკა თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და…

ეს ის ამერიკაა საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვის გეგმა რომ შეადგინა, რომელიც თბილისის მიწასთან გასწორებასაც ითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სტალინმა თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა, მაშინ, როდესაც მეტროპოლიტენი თბილისზე დიდ ქალაქებშიც არ ჰქონდათ.

სტალინის მსგავსი გენიოსი მსოფლიოს არ ჰყოლია, ის ქართველი ერის სიამაყეა. ყველა ჯურის პარაზიტი ტაკიმასხარა კი ცდილობს სტალინის სახელის შებღალვას, მაგრამ ამით მისი სიდიადე უფრო ბრწყინდება.

საქართველოში ამგვარი პარაზიტების ტაკიმასხარაობა გრძელდება. დღეს ჩვენთან პარაზიტი მწერების გამოჩეკვის ამინდია, ხვალ კი ისე გაქრებიან, როგორც ქრება ყველა არარაობა.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here