მთავარი დაიჯესტი 81 წლის მამა, რომლისგანაც მისმა ქალიშვილმა სამი შვილი გააჩინა, ოთხი წლით ციხეში...

81 წლის მამა, რომლისგანაც მისმა ქალიშვილმა სამი შვილი გააჩინა, ოთხი წლით ციხეში ჩააყუდეს

578
გააზიარეთ
81 წლის მამა, რომლისგანაც მისმა ქალიშვილმა სამი შვილი გააჩინა, ოთხი წლით ციხეში ჩააყუდეს

ქალმა სიკვდილის წინ თავის ქმარს გაუმხილა საშინელი საიდუმლო, მაგრამ მეუღლემ გადაწყვიტა, არ მიეყენებინა შვილებისთვის მორალური ტრავმა და პოლიციას მხოლოდ 25 წლის შემდეგ მიმართა.

სასამართლომ 81 წლის მამას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ქალის ქმარმა დააფინანსა გენეტიკური შემოწმების პროცედურა და ტესტირების შედეგი პოლიციას 2012 წელს აცნობა, _ იუწყება The Sun.

გარდაცვლილი ქალი, რომელიც აშრაფ ხანის ოთხ შვილთაგან ერთ-ერთი იყო, დაიბადა პაკისტანში. გათხოვებამდე მამასთან ერთად ბრედფორდში გადავიდა საცხოვრებლად და სამი შვილი გააჩინა. 1980-იანი წლების დასაწყისში შეხვდა თავის ქმარს, რომელსაც ეს საშინელი საიდუმლო გაუმხილა. ქმარმა, როგორც The Sun წერს, გადაწყვიტა, ბავშვების ფსიქიკა არ დაეზიანებინა და ისინი გაზარდა, როგორც საკუთარი შვილები.

ექიმებმა შემოწმებისას ბავშვებს აღმოუჩინეს დაავადებები, რომლებიც სისხლის აღრევის შედეგად იჩენს ხოლმე თავს. ბავშვების მონაყოლით, ბაბუა მუდმივად ეჩხუბებოდა, რამაც მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ფრიად უარყოფითად აისახა.

“ერთადერთი ადამიანი, რომელიც მხარში გვედგა და გვზრდიდა, როგორც საკუთარ შვილებს, დედის ქმარი იყო. ჩვენ ვერასოდეს გადავუხდით გაწეულ ამაგს. ყველას შეუძლია იყოს მამა, მაგრამ მისნაირები ერთეულები არიან”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here