Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიის შს მინისტრი: საქართველოში გაგრძელდება იმ პირების რეადმისია, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ

გერმანიის შს მინისტრი: საქართველოში გაგრძელდება იმ პირების რეადმისია, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ

527

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში დაცვას არ საჭიროებენ, ქვეყანა სწრაფად უნდა დატოვონ. ამის შესახებ გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია. რეადმისიის (სახელმწიფოს ფანხმობა საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნოს თავისი მოქალაქეები _ რედ.) ფარგლებში გერმანია საქართველოს 21 მოქალაქეს დაატოვებინეს. 

„დღევანდელი ღონისძიება ერთმნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს: მათ, ვინც ჩვენთან დაცვას არ საჭიროებს, პროცესის დასრულების შემდგომ გერმანია სწრაფად უნდა დატოვონ. თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, აღსრულდება გაძევების გზით. ეს არის იმ პირთა ინტერესში, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას და, აგრეთვე, მათივე ქვეყნების ინტერესში. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებსაც დაცვა არ სჭირდებათ”, _ განაცხადა ტომას დე მეზიერმა.

გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ.

როგორც საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიარეისის დაგეგმვა და კოორდინაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.

გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანა უნდა დაეტოვებინა 2 240 პირს. გერმანიამ 2015 წელს 300-მდე ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here