Home რუბრიკები პოლიტიკა ანგლოსაქსური გარჩევები: ლონდონის მერმა ობამას ფარისეველი უწოდა

ანგლოსაქსური გარჩევები: ლონდონის მერმა ობამას ფარისეველი უწოდა

481

დიდი ბრიტანეთი უახლოვდება მომენტს, როდესაც მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევანი რთულია, ამიტომ ევროსკეპტიკოსები ცდილობენ, არ დაუშვან ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხო ძალის ჩარევა. მაგრამ თუკი ამას აშშ მოიწადინებს?

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს უნდა გაიმართოს, მაგრამ ევროკავშირში დარჩენის მსურველთა რაოდენობა განუხრელად მცირდება. ამის მიზეზია მიგრანტების ნაკადი და ტერორისტული საფრთხე. ამას გარდა, ხმის მიცემის მომზადებისა და ჩატარების პროცესს აფერხებს შიგა დაპირისპირება, რომელსაც გარე ძალის ზემოქმედებაც ემატება. ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გეგმავს ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენის მხარდასაჭერად. ამის გამო ევროსკეპტიკოსები ძალიან შეშფოთებულნი არიან და მოითხოვენ, რომ არ დაუშვან აშშ-ის ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. მაგალითად, ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტის ჩართვას დებატებში _ უნდა დარჩეს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში _ უცნაური უწოდა, თვითონ ბარაკ ობამას კი _ ფარისეველი.

“მე არ ვიცი, რის თქმას აპირებს ის, მაგრამ, თუ დაიწყებს ლაპარაკს ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენაზე, მაშინ ეს იქნება ფარისევლობა. უცნაურია, რომ ჩვენ მითითებებს ვიღებთ ამერიკელებისგან, როგორ ვთქვათ უარი დამოუკიდებლობაზე, როცა თვითონ ხელი არ მოუწერიათ საერთაშორისო კონვენციაზე (გაეროს) საზღვაო სამართლის შესახებ, ლაპარაკი აღარ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე. ამერიკელებს არც კი უფიქრიათ თავიანთი დამოუკიდებლობის ნაწილის დათმობაზე”.

ნათელია, რომ აშშ-ს აქვს თავისი ინტერესი. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის სტატუსი შეინარჩუნოს, მაგრამ ამით იზღუდება დამოუკიდებლობა, რაზეც ოცნებობენ ევროსკეპტიკოსები.

ობამა ლონდონში ჩასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი, რომელიც პანამური დოკუმენტების სკანდალშია გახვეული, “უზენაესი ხელმძღვანელისგან” დარიგებების ულუფას მიიღებს და ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის კამპანიის დაწყებას შეეცდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here