Home რუბრიკები პოლიტიკა ბელგია ისლამიზაციასა და ისლამოფობიას შორის

ბელგია ისლამიზაციასა და ისლამოფობიას შორის

1124

მეფე, ბრიუსელური კომბოსტო* და შოკოლადი

22 მარტსევროპის დედაქალაქბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის ცხვირწინ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, რომლებმაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბელგიის მეფემ ფილიპე I მოსახლეობას ასე მიმართა: “ტერორიზმის საფრთხეს ჩვენ ერთად ვუპასუხებთ მტკიცედ, მშვიდად და ღირსეულად. შევინარჩუნებთ საკუთარი თავის რწმენას. სწორედ ამ რწმენაშია ჩვენი ძალა”.

ეს არის მეფის მიმართვა ქვეშევრდომებისადმი, მაგრამ ასეთი მოწოდება გვიანი ხომ არ არის ან რომელ რწმენაზე ლაპარაკობდა მონარქი? გერმანელი ექსპერტების მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ევროპა, შესაძლოა, მუსლიმურ კონტინენტად იქცეს. სხვა ექსპერტების პროგნოზით, უკვე 15-20 წლის შემდეგ ბელგიის დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანი იქნება (ამჟამად ეს მაჩენებელი 25 პროცენტია).

პირველი მაროკოელი და ალჟირელი მიგრანტები ევროპაში 1950-იან წლებში გამოჩნდნენ, როცა ბებერ კონტინენტზე მუშახელის კოლოსალური მოთხოვნა იყო.

ბელგიაში მიგრანტების მასობრივი შესვლა კი 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ამ ქვეყანამ მუშახელის მოზიდვის თაობაზე ხელშეკრულებები გააფორმა თურქეთთან, მაროკოსთან, ალჟირთან და ტუნისთან. მიგრანტების უდიდესი ნაწილი კომპაქტურად დასახლდა და ევროპის დიდ ქალაქებში აღმოცენდა “მუსლიმური რაიონები”, რომლებსაც სუსტი კავშირი აქვს დანარჩენ ევროპულ სოციუმთან. ასეთი ანკლავებისთვის დამახასიათებელია მკაცრი ჩაკეტილობა, მაგალითად, პარიზის “ცხელ გარეუბნებში” ცხვირის შეყოფას პოლიციაც კი უფრთხის. ჰამბურგში (გერმანია) მუსლიმური რაიონი შედარებით ღიაა, მაგრამ მაინც არაბულ-აფრიკულია, რადგან, ადმინისტრაციულის გარდა, უხილავი საზღვარიც არსებობს, რომელიც მიგრანტებს ადგილობრივებისგან ყოფს.

*დღეს ბელგიაში ყველაზე მეტი მიგრანტი მაროკოდანაა, შემდეგ _ ალჟირიდან, ტუნისიდან, თურქეთიდან, პაკისტანიდან, ლიბანიდან, ირანიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან… ბრიუსელში, სადაც განლაგებულია ნატოს შტაბბინა, ევროკავშირისა და ბენილუქსის (ბელგიანიდერლანდებილუქსემბურგი) ოფისები, 400 ათასამდე უცხოელი ცხოვრობს.

*ბელგიაში მუსლიმანები, ძირითადად, ცხოვრობენ ლიეჟში, შარლერუაში, ანტვერპენსა და ბრიუსელში, აგრეთვე, აღმოსავლეთ ფლანდრიისა და ვალონიის პროვინციებში.

*ბრიუსელში მუსლიმანთა ხვედრითი წილი საშუალოდ 22%-ია, თუმცა ზოგიერთ კვარტალში ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მაგალითად, სენჟოსში 49%- უტოლდება, მოლენბეკში _ 39%-, შაერბეკში _ 38%-. რაც უფრო მრავალრიცხოვანია კომპაქტურად დასახლებული მუსლიმანური თემი, მით ნაკლებად აქვს მას კულტურული, სოციალური და საყოფაცხოვრებო კონტაქტი მკვიდრ მოსახლეობასთან, რომელიც ხშირად არის მხარეებს შორის დაპირისპირების საფუძველი. ბელგიის მკვიდრი მოსახლეობა უფრთხის მჭიდროდ შეკავშირებულ მუსლიმანთა თემს, რადგან ეშინია, არ გაითქვიფოს უცხო ფასეულობების მქონე სამყაროს წარმომადგენლებში. მიგრანტებსაც ასევე ეშინიათ ასიმილაციისა და იდენტობის დაკარგვის. მათი დიდი უმრავლესობა არ აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და თავისი წესებით ცხოვრობს, რომელიც ხშირად დაპირისპირებას იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური სამყარო გაცილებით ერთგულია თავისი სულიერი და მორალური პრინციპებისა, ვიდრე დასავლეთი.

1974 წლიდან ბელგიაში ისლამი ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო რელიგიაა კათოლიციზმთან, პროტესტანტიზმთან, ანგლიკანიზმთან, იუდაიზმთან და მართლმადიდებლობასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება რელიგიური მოღვაწეების ხელფასები, სკოლებისა და მეჩეთების შენახვა და სხვ. ისლამი ბელგიაში მეორე რელიგიაა, მიმდევართა რაოდენობის მიხედვით. ნიშანდობლივია, რომ ამ ქვეყანაში 350 მეჩეთია და მათ შენახვაზე თანხა (წელიწადში 700 ათასი ევრო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ამჟამად მოქმედებს რამდენიმე ისლამური პოლიტიკური პარტია, მაგრამ ამ პარტიებს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. აი, ბელგიაში კი 2012 წელს შარიათის კანონების მიმდევარი პარტია “ისლამის” 2-მა წარმომადგენელმა ბრიუსელის მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა. მათგან ერთ-ერთმა, რეჯან არუშმა, საჯაროდ განაცხადა: პერსპექტივაში, როდესაც ადამიანები გაათვითცნობიერებენ, რომ ისლამის კანონები სასიკეთოა ბელგიელი ხალხისთვის, დაიწყება ისლამური სახელმწიფოს მშენებლობა”.

მოლენბეკის კომუნის ბურგომისტრმა ფილიპ მურიემ, იმის ნაცვლად, რომ პროტესტი გამოეთქვა და ქრისტიანული ღირებულებები დაეცვა, ახალი მეჩეთების მშენებლობის განკარგულება გასცა, ამასთანავე, მხარს უჭერდა რადიკალურად გაწყობილი დაჯგუფებაძმები მუსლიმანებისწარმომადგენლებსა და სალაფიტებს. აი თავგზააბნეული და უპასუხისმგებლო ევროპული მულტიკულტურიზმის ნათელი მაგალითი.

ტყუილად არ უთქვამს ისრაელის დაზვერვის მინისტრ ისრაელ კაცს, თუ ბელგია განაგრძობს შოკოლადის ჭამას, დატკბება ცხოვრებით, ამაყად გამართავს აღლუმებს, როგორც დიდი ლიბერალები და დემოკრატები და ყურადღებას არ მიაქცევს იმ მუსლიმებს, რომლებიც იქ ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ტერორიზმთან ბრძოლაში არაფერი გამოუვაო.

ბრიუსელის ტერაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ბელგიას და, საერთოდ, ევროპას თვლიან სუსტ რგოლად, ტერიტორიად, რომელიც ღიაა სათარეშოდ, მას არ შეუძლია თავის საზღვრების, ფასეულობებისა და ცხოვრების წესის დაცვა. და კიდევ _ ეს ადასტურებს შენგენის ზონისა და მულტიკულტურიზმის ევროპული მოდელის კრახს. ეს ტერაქტები იმაზეც მიუთითებს, რომ ამჟამად ევროპა ისევე, როგორც არაბულმუსლიმანურ სამყარო, გახვეულია, სულ მცირე, ორი ისლამის ტოტალურ ომში _ რეფორმებისთვის მზადმყოფი ისლამისა და ულტრაორთოდოქსული ისლამის.

თვითონ ფაქტი ბრიუსელზე ტერორისტული შეტევისა, ბევრი ადამიანის გაკვირვებას იწვევს _ რატომ მაინცდამაინც იქ? მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ შესანიშნავი კომბოსტოთი და შოკოლადით განთქმულ ბრიუსელს პოლიციის კომისრად ტრანსვესტიტი ჰყავს, რომელიც ჩაცმის სტილსა და დროსტარებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ტერორიზმთან ბრძოლაზე, ცხადია, რომ ბრიუსელში ტერაქტის მოწყობა უფრო ადვილია, ვიდრე, მაგალითად, პეკინში, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც. ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთი ტერორიზმს კაცობრიობის მთავარ საფრთხედ აცხადებს, მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, ტერაქტების შედეგად გაცილებით ნაკლები იღუპება, ვიდრე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით ან ნარკოტიკებით. თუმცა ნარკოტიკების წინააღმდეგ “ჯვაროსნული ლაშქრობის” მოწყობაზე არავინ ფიქრობს.

ისრაელი, მაგალითად, მრავალი წელია, ტერორისტული შეტევის საფრთხის პირობებში ცხოვრობს. იქ ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია ტერორისტების ხელით დაღუპულთა რაოდენობაზე. სამაგიეროდ, ტერორიზმის საფრთხე საშუალებას აძლევს ებრაელთა სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი დახმარება მიიღოს უცხოეთიდან, მოახერხოს თავისი საზოგადოების კონსოლიდაცია და მობილიზაცია, აგრეთე, უცერემონიოდ აირჩიოს საშუალება თავისი გეოპოლიტიკური და სხვა ამოცანების გადასაწყვეტად.

შეიძლება ითქვას, რომ ტყუპ ცათამბჯენზე თავდასხმამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია აშშ-ის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის დაკვრით გადაჭრა მრავალი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ამოცანა და ამით შეძლო თვით აშშ-ის “გადატვირთვა”, ანუ პოლიციურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის დასრულება. თანაც, არ დაგვავიწყდეს, “ალ ქაიდას” შექმნის სათავეებთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იდგა. არც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოა” დამოუკიდებელი პროექტი. ის აშშ-ის მიერ ოკუპირებულ ერაყში შეიქმნა, როგორც ანტირუსული ძალა.

სხვათა შორის, ნიუ იორკის ყოფილმა მერმა რუდოლფ ჯულიანიმ ტელეარხ “ფოქს ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” შექმნაში ექსსახელმწიფო მდივნის, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის _ ჰილარი კლინტონის ხელი ურევია. სწორედ მან არ მისცა უფლება ერაყელ შიიტებს, დროულად განემუხტათ სიტუაციაო. საქმე ის არის, რომ ამერიკელები დააბნია რუსეთის გაძლიერებამ სამხედრო სფეროში. გაირკვა, რომ ნატო უძლური იქნება რუსეთთან ომში და აშშ, მის მიერ მართული მედიასაშუალებებიდან გადმოფრქვეული ანტირუსული პროპაგანდის გარდა, რუსეთს ვერაფერს დაუპირისპირებს _ ვერც პოლიტიკური და ვერც სამხედრო თვალსაზრისით. მას უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება რუსეთთან დაპირისპირებაში გამარჯვების მისაღწევად.

მიგრანტების შესევითა და ტერაქტების სერიებით კი აშშ იმედოვნებს, რომ კარგად შეაჯანჯღარებს ევროპას და გარყვნილი ჰომოსექსუალებისა და ნარკომანების ფლეშმობს გადააქცევს მოიერიშეების კოლონად, რომელსაც მორიგ “დრანგ ნახ ოსტენ”-ის (გერმ. _ შეტევა აღმოსავლეთზე) მოსაწყობად გაგზავნის. ასე რომ, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ არა მხოლოდ ახალ ტერაქტებს ევროპაში, არამედ პოლიტიკური ცხოვრების რადიკალიზაციასა და ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეთა მოსვლას ტერორისგან ევროპის დაცვისა და ისლამიზმის ექსპანსიის საწინააღმდეგო ლოზუნგებით.

ნიკა კორინთელი

* ამერიკელი მწერლის _ .ჰენრის სატირული მოთხრობამეფეები და კომბოსტო”.

ცნობისთვის:

ბელგია (სამეფო ბელგია) დასავლეთი ევროპის სახელმწიფოა, არის ევროკავშირის, გაეროსა და ნატოს წევრი. ტერიტორია 30 528 კვ.კმ შეადგენს (139- მსოფლიოში), მოსახლეობის რაოდენობა _ 11,2 მლნ (77-).

* ეთნიკური შემადგენლობა: ჰოლანდიურენოვანი ფლამანდიელები (58% _ 6 მლნ), ფრანგულენოვანი ვალონები (31% _ 3,4 მლნ). ცხოვრობენ, აგრეთვე, გერმანელები, მაროკოელები, თურქები, ალჟირელები და სხვ.

* დამოუკიდებლობა (ნიდერლანდებისგან) მოიპოვა 1839 წელს.

* მმართველობის ფორმა _ კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქია. მეფე _ ფილიპე I (ფილიპ ლეოპოლდ ლუდოვიკ მარია).

* მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე _ 36,415 დოლარი. *ოფიციალური ენები _ ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული.

* ბელგია დაყოფილია 3 რეგიონად, მათგან ორი _ ფლანდრია და ვალონია _ პროვინციებად იყოფა, მესამეა ბრიუსელის რეგიონი.

* ქვეყანაში არსებობს სეპარატისტული განწყობილება. ფლანდრიის მოსახლეობის უმრავლესობას დამოუკიდებლობა სურს. ფლანდრიაში არ ლაპარაკობენ ფრანგულ ენაზე, ვალონიაში კი _ ფლამანდიურზე (ჰოლანდიურზე).

1 COMMENT

  1. ტყუილად არ მითქვამს სრულიად ბელგიის და ჰოლანდიის გასაგონად, ის რომ თუ თქვენ დღეს ამ ქვეყნას დემოკრატიას უწოდებთ, მაშინ ჩემს შეხედულებით,ეს ხანმოკლეა,ეს სიტყვები მთლიანადბრუსელის გასაგონად გაისმა.2015წელს.და ასე აგიხდეს ყველაფერიო რომ იტყვიან ერთიწლის თავზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here