Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 8 ყველაზე ჭკვიანი ცხოველი

8 ყველაზე ჭკვიანი ცხოველი

4503

რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმაზე რთულია, ვიდრე გგონიათ. ცხოველებისთვის ხომ ინტელექტის კოეფიციენტის IQ ტესტები ჯერ კიდევ არ არის შედგენელი, ამიტომ ცხოველის ინტელექტის განსაზღვრის ნებისმიერი მცდელობა მეტნაკლებად სუბიექტურია. ეს სია შედგენილია სამეცნიერო სტატიებისა და კვლევების გათვალისწინებით.

ფუტკარი

     7. ფუტკრები _ კოლექტიური გონის IQ

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკარი, ცხოველი კი არა, მწერია, ისეთი გონიერია, რომ იმსახურებს ამ სიაში შეყვანას. ფუტკრები, ისევე როგორც, ჭიანჭველები და სხვა ტერმიტები, კოლექტური გონით გამოირჩევიან. ფუტკრების მიერ აშენებული სკა ისეთი მოწესრიგებულია, ძალიან ჰგავს ადამიანის აშენებულ ქალაქს, რომელშიც თითოეულ ბინადარს აქვს თავისი ფუნქცია. მაგალითად, არიან თაფლის გამომუშავების უნარის მქონე მუშა ფუტკრები, აგრეთვე, მამრი ფუტკრები, რომელთა ფუნქცია მდედრის განაყოფირებაა, მდედრების ფუნქცია კვერცხის დადებაა, ამ კვერცხებს უვლიან აღმზრდელის ფუნქციის მქონე ფუტკრები. ეს ურთულესი სისტემა გამართულად მუშაობს თვითწარმოებით, რაც კოლექტური გონის გარეშე შეუძლებელია.

ღორი

  1. ღორი _ 4 წლის ბავშვის IQ

ღორი ყველაზე ინტელექტუალური შინაური ცხოველების სამეულში შედის. ის შესანიშნავი ანალიტიკური უნარით არის დაჯილდოვებული, დროის შეგრძნება კი ფენომენალური აქვს. ღორი, რომელსაც ფერმაში ზრდიან, პლუს-მინუს 1 წუთის სიზუსტით ხვდება, როდის უწევს კვება. უსაათო ადამიანს კი, თუ შეეკითხები, რა დროა, პლუს-მინუს 10 წუთის სიზუსტით თუ გიპასუხებს. ღორებს მაღალი ინტელექტი საშუალებას აძლევს, წარმატებით გამოვიდნენ ცირკის არენაზე და ითამაშონ კომპიუტერული თამაშებიც კი. ამ ცხოველს აქვს შესანიშნავი მეხსიერება და ყნოსვა, რის გამოც მას ძვირფასი სახეობის სოკოს მოსაძებნად იყენებენ.

ყვავი

  1. ყვავი _ 4,5 წლის ბავშვის IQ

ეს ფრინველი თანამოძმეთა შორის გენიოსად ითვლება. განვითარებული აქვთ ლოგიკური აზროვნების უნარი. ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს, ამ ფრინველისთვის ესწავლებინათ მონეტების შეგროვება და სავაჭრო ავტომატში ჩაყრა, რათა მიეღოთ კაკალი. მათთვის კაკლის გატეხვის სწავლება არ დასჭირვებიათ _ ნებისმიერმა ყვავმა იცის, რომ ამისათვის საჭიროა, მაღლა აფრინდეს და კლანჭები გაუშვას კაკალს, ქვაზე ან მაგარ ზედაპირზე დასაცემად. ყვავების დამახსოვრების უნარი კი განსაცვიფრებელია. ერთხელ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიჭირეს რამდენიმე ყვავი, გაზომეს ისინი, აწონეს და გაუშვეს. ყვავებმა არ აპატიეს ახალგაზრდებს ასეთი მოპყრობა და ამის შემდეგ სამი თვის განმავლობაში სდევნიდნენ მათ. როგორც კი დაინახავდნენ კამპუსიდან გარეთ გამოსულ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაიჭირეს, თავზე ასკინტლავდნენ, სხვებს კი არაფერს უშავებდნენ.

კატა

  1. კატა _ 4-5 წლის ბავშვის IQ

ეს ცხოველი თავის მაღალ ინტელექტს ადამიანთან მრავალი ათასი წლის განმავლობაში ცხოვრებას უნდა უმადლოდეს. კატები ერთმანეთს შიშინით მიმართავენ, ადამიანს კი _ კრუტუნით. ინგლისელმა მკვლევარმა ალექსანდრა სელერსმა შეადგინა კატების ლექსიკონი, რომელშიც შევიდა კატების მიერ კრუტუნით წარმოთქმული 3000 სიტყვა. თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და მკაფიოდ გამოხატული აზრი აქვს. ძალიან მოხერხებული და ეშმაკი ცხოველები არიან. შეუძლიათ კარგად შეითვისონ და ისწავლონ. ბევრი საცირკო წარმოდგენის პროგრამაში კატები წამყვან როლს ასრულებენ. ამასთანავე, კატა არასოდეს გააკეთებს იმას, რაც არ სურს _ ეს მის პრაქტიკულ ჭკუაზე მიუთითებს.

ძაღლი

  1. ძაღლი _ 6 წლის ბავშვის IQ

ძაღლი ყველა ცხოველს შორის ლიდერობს ე.წ სოციალური ინტელექტის მიხედვით. ხროვაში ძაღლები განსაცვიფრებელ თვითორგანიზებას ავლენენ __ თითოეულს თავისი სპეციალობა აქვს. მაგალითად, არის ძაღლი-მზვერავი, ძაღლი-მებრძოლი, ლეკვების მწვრთნელი, უხუცესი და მკურნალიც კი, რომელიც ლოკავს თანამოძმეების ჭრილობებს. ძაღლებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ ყეფითა და ღრენით. ძაღლი სწრაფად სწავლობს, შეუძლია დააგროვოს ცოდნა, აქვს სამართლიანობის განცდა. მას ადვილად შეიძლება ასწავლოთ 10-მდე დათვლა, ამ ცხოველის ყველაზე ჭკვიან წარმომადგენლებს კი 150-ზე მეტი სიტყვა ესმით, ძირითადად _ ბრძანების სახით.

ძაღლებს შორის ყველაზე ჭკვიან ჯიშად მიიჩნევენ კოლის, გერმანულ ნაგაზსა და პუდელს.

სპილო

  1. სპილო _ 7 წლის ბავშვის IQ

აფრიკული სპილოს ტვინი ზომით 4-ჯერ მეტია ადამიანის ტვინზე და 5კგ-ს იწონის. ეს რეკორდია ცოცხალ ორგანიზმებს შორის. მეცნიერთა მტკიცებით, სპილოებმა, ისევე, როგორც ადამიანებმა, შეიძლება განიცადონ მწუხარება და სიხარული. სპილოების მაღალ ინტელექტზე მიუთითებს ალტრუიზმის უნარი, ანუ ისეთი საქციელი, რომლისთვისაც დამახასიათებელი არ არის იმწუთიერი გამორჩენა. ველურ ბუნებაში მობინადრე სპილოები იცავენ სამგლოვიარო რიტუალს. ისინი მცენარეებითა და ტოტებით ფარავენ მკვდარ თანამოძმეს და მის გარშემო იკრიბებიან პატივის მისაგებად. ეს ცხოველი ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩევიან _ სიცოცხლის ბოლომდე (ცოცხლობენ 70 წელიწადს) ახსოვთ ადამიანები, რომლებიც ბოროტად მოექცნენ ან პირიქით _ კეთილად.

მაიმუნი

  1. მაიმუნი _ 7 წლის ბავშვის IQ

სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზეა მაიმუნი _ სახელდობრ, შიმპანზე, აგრეთვე, ორანგუტანგი. ადამიანების მიერ გაწვრთნილი ყველაზე განვითარებული მაიმუნების IQ 70 პუნქტს უტოლდება, რაც უმცროსი კლასის მოსწავლის ინტელექტის კოეფიციენტს შეესაბამება. მეტიც, შიმპანზეს გენების 90%-ზე მეტი ადამიანის გენების იდენტურია. ადამიანის მსგავს პრიმატებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ ბგერებითა და ჟესტებით. ცხოვრობენ გუნდ-გუნდად. ისევე, როგორც ადამიანები, მაიმუნებიც ებრძვიან ერთმანეთს საკვებისთვის, ქორწინდებიან ერთმანეთზე შთამომავლობის გასაგრძელებლად და ა. შ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ადამიანების მიერ გაწვრთნილი მაიმუნები. მაგალითად, შიმპანზემ სახელად კანზიმ, რომელიც ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოზარდეს, ინგლისური ენაზე 3000 სიტყვა იცოდა, მეცნიერთა აზრით, ადამიანი რომ არა, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ დედამიწაზე მაიმუნების ცივილიზაცია გაჩნდებოდა.

  1. დელფინი _ შესაძლოა, ჰქონდეს ადამიანზე მეტი IQ

დელფინები ძალიან გონიერი არსებები არიან. მათ ერთმანეთთან ერთიერთობა აქვთ ულტრაბგერითი სიტყვა-სიგნალების მეშვეობით, რომელთა რაოდენობა 14 ათასამდეა. ადამიანის ლექსიკა _ სიტყვების მარაგი კი _ მხოლოდ 8000 სიტყვისგან შედგება, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებია დელფინის ლექსიკაზე. დელფინები ტვინის ფიზიოლოგიური პარამეტრებითაც უსწრებენ ადამიანს. ადამიანის სააზროვნო ორგანო საშუალოდ 1400 გრ-ია, დელფინის _ 1700 გრ. ამასთანავე, დელფინის ტვინი ხვეულების რაოდენობითაც ჯობია ადამიანისას. სიმართლე უნდა ითქვას _ დელფინები პოტენციურად ჩვენზე ჭკვიანები არიან, მაგრამ, თუ ასეა, ჩვენ რატომ ვიჭერთ მათ და ვაიძულებთ საცირკო სანახაობებში მონაწილეობას? რატომ პირიქით არ ხდება? დელფინის პრობლემა არის ის, რომ ხელები არ აქვს, უფრო ზუსტად _ ხელისგულები და თითები, რომლებითაც შეასრულებდა სამუშაოს. ამასთანავე, ევოლუციის პროცესში დელფინებს მძიმე ბრძოლები არ გადაუტანიათ თავის გადასარჩენად, ადამიანი კი გააფთრებით იბრძოდა მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად, ამისთვის კი იყენებდა თავის ინტელექტსა და ხელ-ფეხს. შემდეგ ჩვენ ვისწავლეთ ქალაქების აშენება და სხვადასხვა მექანიზმის შექმნა. ამრიგად, დელფინები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ინტელექტით აღემატებიან ადამიანს, მათი ტექნიკური ცივილიზაციის არარსებობის გამო, კვლავ რჩებიან ყველაზე ჭკვიან, მაგრამ მაინც ცხოველებად.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here