მთავარი ყველაზე ყველაზე 8 ყველაზე სწრაფი ავტომობილი

8 ყველაზე სწრაფი ავტომობილი

221
გააზიარეთ
Hennessey Venom

ავტომობილების მრეწველობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაზე სწრაფი ავტომობილის მწარმოებლის ტიტულს, რომლისთვისაც ფირმები ათწლეულების განმავლობაში იბრძვიან. რეკორდები თანდათან მატულობს, რადგან ავტომობილები სულ უფრო იხვეწება, სულ უფრო მსუბუქი და სწრაფი ხდება. კარლ ბენცის სამბორბლიანი ეკიპაჟი, რომელიც ავტომრეწველობის გარიჟრაჟზე შეიქმნა, მხოლოდ 16 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, დღეს კი ზოგიერთი ავტომობილის სიჩქარე 450 კმ/სთზე მეტია. გთავაზობთ 2020 წლის 8 ყველაზე მაღალსიჩქარიანი ავტომობილის ჩამონათვალს.

Hennessey Venom

  1. Hennessey Venom F5

* მაქსიმალური სიჩქარე _ 484 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 6,6 ლ

* ძრავის სიმძლავრე _ 1842 ცხ. ძ.

* წონა _ 1338 კგ

* ფასი _ 1,6 მლნ დოლარი

ამერიკულმა კომპანია Hennessey special vehicles-მა ეს სპორტული ორკარიანი ავტომობილი 2017 წელს ლას-ვეგასში გამართულ გამოფენაზე წარმოადგინა.

ავტომობილი აღჭურვილია 1842 ცხ. ძ-ის სიმძლავრის ძრავით ორმაგი ტურბომოწყობილობითა და 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. ავტომობილის ძარა და შასი დამზადებულია მაღალნახშირბადიანი ბოჭკოთი (კარბონით).

  1. Bugatti Chiron Super sport 300+

* მაქსიმალური სიჩქარე _ 482,8 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 8,2

* ძრავის სიმძლავრე _ 1600 ცხ.

* წონა _ 1978 კგ

* ფასი _ 3,5 მლნ ევრო

ფირმა “ბუგატის” (შედის “ფოლკსვაგენის” შემადგენლობაში) ფრანგული სუპერკარი 2019 წელს ყველაზე სწრაფ ავტომობილად დასახელდა. ციფრული ინდექსი 300+ ნიშნავს, რომ მაქსიმალური სიჩქარე საათში 300 მილს (482,8 კმ/სთ) აჭარბებს. ორკარიანი სპორტული კუპე Veyron-ის პლატფორმაზე შექმნილი ახალი მოდელი აღჭურვილია w-ს მსგავსი 16-ცილინდრიანი და 1600 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავით, 4 ტურბოკომპრესორითა და 7-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით.

  1. Koenigsegg Agera RS

* მაქსიმალური სიჩქარე _ 445 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 5,0

* ძრავის სიმძლავრე _ 1360 ცხ.

* წონა _ 1205 კმ

* ფასი _ 2,2 მლნ დოლარი

შვედურმა მწარმოებელმა Koenigsegg-მა მოდელი Koenigsegg Agera RS-ი 2017 წელს გამოუშვა, ორკარიანი მანქანის ძარა ალუმინისგანაა დამზადებული და რობოტიზებული 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

  1. SSC Tuatara

* მაქსიმალური სიჩქარე _ 443 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 7

* ძრავის სიმძლავრე _ 1350 ცხ.

* წონა _ 1247 კგ

* ფასი _ 1,3 მლნ დოლარი

ამერიკულმა კომპანია Shelby Super Cars-მა ამ მოდელის წარმოება დაიწყო 2014 წელს და მას ახალზელანდიური რეპტილიის სახელი უწოდა, რომელსაც ჰგავს ავტომობილის უკანა ნაწილი. აღჭურვილია 7-ლიტრიანი V8 ძრავითა და 7-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

  1. Hennessy Venom GT

* მაქსიმალური სიჩქარე _ 435 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 7

* ძრავის სიმძლავრე _ 1451 ცხ.

* წონა _ 1338 კგ

* ფასი _ 1,2 მლნ დოლარი

ეს ამერიკული სპორტული ავტომობილი სულ 12 ეგზემპლარია გამოშვებული. აღჭურვილია 1000 და 1200 ცხ.ძ. სიმძლავრის 2 ტურბოკომპრესორით.

  1. Bugatti Veyron Super Sport

* მაქსიმალური სიჩქარე _ 431 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა – 8 ლ

* ძრავის სიმძლავრე _ 1200 ცხ.ძ

* წონა _ 2200 კგ

* ფასი _ 1,95 მლნ დოლარი

ამ მოდელს, რომელიც 2010-2011 წლებში აწარმოებდნენ, ლეგენდარული ავტომრბოლის, პიერ ვეირონის სახელი უწოდეს.

სუპერკარი აღჭურვილია 8-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, ტურბოკომპრესორითა და 7-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიით.

სულ გამოშვებულია 48 ეგზემპლარი.

  1. SSC Ultimate Aero TT 2009

* მაქსიმალური სიჩქარე _ 421 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 6,4

* ძრავის სიმძლავრე _ 1187 ცხ.

* წონა _ 1247 კგ

* ფასი _ 1 მლნ დოლარი

SSC North America-ს წარმოებული ეს სუპერკარი 2007 წლის ultimate TT-ს განახლებული ვერსიაა, რომელსაც 2009-2011 წლებში აწარმოებდნენ. აღჭურვილია ბენზინის V8 ძრავითა და ტურბოკომპრესორით.

  1. Bugatti Chiron Sport

* მაქსიმალური სიჩქარე _ 420 კმ/სთ

* ძრავის მოცულობა _ 8

* ძრავის სიმძლავრე _ 1500 ცხ.

* წონა _ 1977 კგ

* ფასი _ 3,2 მლნ დოლარი.

ფრანგულ კომპანია Buggatti Chiron Sport 2018 წლიდან აწარმოებს.

2-კარიანი სუპერკარი აღჭურვილია 8-ცილინდრიანი ძრავითა და ტურბოკომპრესორებით, აგრეთვე, 7-საფეხურიანი ტრანსმისიით.

კარლ ბენცის სამბორბლიანი ეკიპაჟი, რომელიც ავტომრეწველობის გარიჟრაჟზე შეიქმნა, მხოლოდ 16 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, დღეს კი ზოგიერთი ავტომობილის სიჩქარე 450 კმ/სთ-ზე მეტია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here