მთავარი ყველაზე ყველაზე 8 ყველაზე პოპულარული, საიმედო და ეფექტიანი პისტოლეტი

8 ყველაზე პოპულარული, საიმედო და ეფექტიანი პისტოლეტი

410
გააზიარეთ
კოლტი M1911A1
კოლტი M1911A1

პისტოლეტი _ ყველაზე გავრცელებული სახეობაა საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღისა, რომელსაც იყენებენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და სპეცსამსახურების თანამშრომლები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები თავდაცვის დროს და სპორტულ შეჯიბრებებში. პისტოლეტი _ ეს არის მოკლელულიანი იარაღი, რომლის ეფექტიანი სროლის სიშორე 25-30 შეადგენს. კლასიკური პისტოლეტის მჭიდის ტევადობა განისაზღვრება 8-9 ვაზნით, თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება მოდელები, რომელთა მჭიდში 20-მდე ვაზნაა. ამ იარაღის პირველი ნიმუშები XV საუკუნეში გაჩნდა, მაგრამ ის ერთვაზნიანი, მძიმე და ძნელად დასამუხტი იარაღი იყო. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან პისტოლეტები რევოლვერებმა განდევნეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი დაიწყო მრავალმუხტიანი პისტოლეტების ეპოქა, რომელიც დღემდე გრძელდება. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელშიც შევიდა სხვადასხვა ქვეყნისა და პერიოდის საუკეთესო პისტოლეტები. შერჩევის კრიტერიუმი იყო არა მხოლოდ პისტოლეტის ტექნიკური მახასიათებლები, არამედ მათი კონსტრუქციების რევოლუციურობა, აგრეთვე, პოპულარობა პროფესიონალებსა და იარაღის მოყვარულთა შორის.

სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი
სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი
  1. სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი

ეს პისტოლეტი, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს შექმნეს საბჭოთა კავშირში, ისვრის 9X18 მმ ვაზნებს. ძალიან პოპულარულია რუსეთსა და სსრკ-ის სხვა ყოფილ რესპუბლიკებში. სტეჩკინის პისტოლეტის განსაკუთრებული თავისებურება არის ის, რომ მისგან შეიძლება ავტომატური სროლა, რაც უჩვეულოა ამ სახეობის იარაღისთვის. პისტოლეტის ბუდე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც კონდახი. იარაღის სტანდარტული მჭიდის ტევადობა 20 ვაზნაა. სტეჩკინის პისტოლეტი დამზადდა ოფიცრების, მძღოლი-მექანიკოსებისა და მფრინავებისთვის, მაგრამ ის სწრაფად მოხსნეს შეიარაღებიდან. პისტოლეტის ნაკლოვანებებია: მძიმე წონა და ზომების სიდიდე. მიუხედავად ამისა, მას იყენებდნენ ცივი ომის პერიოდის ათეულობით კოლნფლიქტში _ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

ვალტერი PP/PPK
ვალტერი PP/PPK
  1. ვალტერი PP/PPK

ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული პისტოლეტია. ამის მტკიცებულებაა მისგან აღებული უამრავი ასლი და კლონი. Walter PP დაამზადეს 1929 წელს, როგორც პოლიციელის პისტოლეტი, მაგრამ მოგვიანებით ფართოდ იყენებდნენ ტანკისტები, მფრინავები და მეზღვაურები. გასული საუკუნის 60-იან წლებში განახლდა ამ გერმანული იარაღის სერიული წარმოება, რაც დღესაც გრძელდება. ამას გარდა, პისტოლეტს ლიცენზიით ამზადებენ აშშ-შიც. სულ გამოშვებულია ამ იარაღის მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

TT (ტოკარევის ტულის)
TT (ტოკარევის ტულის)
  1. TT (ტოკარევის ტულის)

ეს ლეგენდარული იარაღი, პირველი საბჭოთა პისტოლეტი, შექმნა კონსტრუქტორმა ტოკარევმა 1930-იანი წლების დასაწყისში. პისტოლეტმა TT-მ საბჭოთა არმიასთან ერთად გამოიარა დიდი სამამულო ომი. გამოყენებული იყო ომის შემდგომი პერიოდის ყველა კონფლიქტში. დღესაც პოპულარულია რუსეთში. ეს არის უბრალო და საიმედო იარაღი, რომელიც ისვრის 7,62X25 მმ-ის მძლავრ ვაზნებს და შეუძლია ჯავშანჟილეტი გახვრიტოს.

TT შედარებით მცირე ზომისაა, შეიძლება მისი ფარულად ტარება, თუმცა აქვს ერგონომიკური ხარვეზები.

CZ75
CZ75
  1. CZ75

ჩეხოსლოვაკიური პისტოლეტი 1975 წელს დაამზადეს ძმებმა კოუცკებმა, რომლებსაც ამ მოდელის შექმნისკენ უბიძგა Browning Hi-Power-მა. ჩეხოსლოვაკიური მოდელი გათვლილია 9 მმ-ის ვაზნების სროლაზე. მჭიდის ტევადობა 16 ვაზნაა. ეს არის ძალიან ზუსტი, მოხერხებული და ეფექტიანი იარაღი.

ბერეტა M92
ბერეტა M92
  1. ბერეტა M92

ბერეტა ყველაზე პოპულარული პისტოლეტია მსოფლიოში. იტალიური ლეგენდა 1972 წელს შეიქმნა. მიუხედავად სოლიდური წლოვანებისა, მაინც აწარმოებენ. ყოველწლიურად ამზადებენ ამ მარკის 100 ათას პისტოლეტს, 1985 წელს დაიკავა მოკლელულიანი იარაღის ძირითადი ადგილი აშშ-ის არმიაში. აქტიურად შეისყიდიდნენ 1995 წლამდე.

ჰეკლერი და კოხი USP
ჰეკლერი და კოხი USP
  1. ჰეკლერი და კოხი USP

შედარებით ახალგაზრდა გერმანული პისტოლეტია, რომელიც დაამზადეს 1989 წელს. ისვრის 9 მმ-ის ვაზნებს. იყენებს გფრ-ს არმია. მჭიდის ტევადობა 15 ვაზნაა, იარაღის მასა _ 770 გრ. ბოლო ორი ათეული წელია, პისტოლეტმა მოიპოვა ფართო აღიარება და მისი პოპულარობა მატულობს. ამჟამად პისტოლეტს შეისყიდის ათეულობით ქვეყნის სამხედრო ნაწილები, პოლიცია და სპეცსამსახურები.

გლოკ 17
გლოკ 17
  1. გლოკ 17

ეს ავსტრიული პისტოლეტი პოპულარობით არ ჩამორჩება ბერეტას. იარაღი ძალიან მარტივი კონსტრუქციისაა, აქედან გამომდინარე _ საიმედო და გამოსაყენებლად მარტივი. ბოლო წლებში გლოკის პისტოლეტების საწარმოო ხაზი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გაჩნდა პისტოლეტის ვარიანტი 45 AჩP კალიბრის. ასეთ პისტოლეტებს შეისყიდის აშშ-ის არმია, ამას გარდა, ამ პისტოლეტის ათეულობით მოდელით შეიარაღებულია 30-ზე მეტი ქვეყნის სპეცსამსახური, პოლიცია და არმია.

  1. კოლტი M1911A1

პისტოლეტების ბაზრის ვეტერანი იარაღი შექმნა კონსტრუქტორმა ჯონ მოზეს ბრაუნინგმა 1908 წელს. პისტოლეტმა არაერთხელ განიცადა მოდერნიზაცია. ეს იარაღი შესანიშნავი აღმოჩნდა საბრძოლო ვითარებაში _ მეომრების ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ დღესაც იყენებენ აშშ-ის არმიაში. გამოიარა ორი მსოფლიო ომი, ათეულობით კონფლიქტი და აშშ-ის სამხედრო კამპანიები ახლო აღმოსავლეთში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here