Home რუბრიკები პოლიტიკა იან ობერგი: ადამიანთა უმრავლესობა მთავარ აგრესორად ნატოს მიიჩნევს

იან ობერგი: ადამიანთა უმრავლესობა მთავარ აგრესორად ნატოს მიიჩნევს

544

1949 წლის 4 აპრილსსაბჭოთა გავლენისგან ევროპის დასაცავადაშშში დაარსდა სამხედროპოლიტიკური ბლოკი ნატო, რომლის არსებობის 67 წლის განმავლობაში მასში 28 ქვეყანა გაერთიანდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი ოპონენტი _ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია _ უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ნატო მაინც განაგრძობს გაფართოებას

მშვიდობისა და მომავლის კვლევის ტრანსნაციონალური ფონდის დირექტორის _ იან ობერგის აზრით, ამჟამად ნატო მთავარი აგრესორია მსოფლიოში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი თავდაპირველად სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის შესაკავებლად შეიქმნა.

67 წლის წინათ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნას, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად დიდძალი ფულია საჭირო. ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის თავიანთი მთლიანი შიგა პროდუქტის 2% უნდა გაიღონ, თუმცა ამ პირობას ამჟამად მხოლოდ 5 ქვეყანა ასრულებს _ აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ესტონეთი. ამ ხარჯების გამამართლებელი არგუმენტი არის ის, რომ რუსეთს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

1949 წელს ალიანსში 12 ქვეყანა შედიოდა. 1999 წელს კი ნატოში გაწევრდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიც და ახლა ბლოკი 28 სახელმწიფოს ითვლის.

დღეს ნატოს წევრობაზე პრეტენზია აქვს ჩერნოგორიას, საქართველოს, მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.

ექსპერტი იან ოლბერგი ნატოს გაფართოებას აგრესიულ მისწრაფებას უწოდებს.

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავისი თავდაპირველი ამოცანების შესრულებით რომ შემოსაზღვრულიყო, სარგებლობის მოტანა, დიდი-დიდი, 1989 წლამდე შეეძლო. გაუგებარია, ასე აქტიურად რატომ განაგრძობს ნატო გაფართოებას. რაც მეტია წევრი, მით მეტია შიგა კონფლიქტი. გარწმუნებთ, რომ მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობა მთავარ აგრესორად ნატოს მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, დასავლეთს მტრის ხატის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა შეწყვიტოს მტრის ძებნა მსოფლიოს ყველა კუთხეში. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, დასავლელები, როდის უნდა მოვეშვათ და ვთქვათ, რომ მეგობრობა გვსურს დანარჩენ მსოფლიოსთან? როდის ვიტყვით უარს მტრის ძებნაზე ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩინეთში _ ყველგან? დასავლეთი მტერს ყველგან ხედავს და, ვშიშობ, მათ თვითონ ქმნის. მსოფლიო შეიცვალა. ახლა ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ. გავატაროთ პოლიტიკა, რომელიც სხვა ქვეყნებს ჩვენთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს, ნაცვლად იმისა, რომ ყველა დავჩაგროთ და შემდეგ ველოდოთ, რომ კარგად მოგვექცევიან”, _ წერს იან ობერგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here