Home რუბრიკები საზოგადოება ზვიად ძიძიგური ხედ გადაქცევას აპირებს “კოალიცია გვაქვს უზარმაზააააარი!”

ზვიად ძიძიგური ხედ გადაქცევას აპირებს “კოალიცია გვაქვს უზარმაზააააარი!”

721

სწორედ ასეთი უსენსაციურესი ინფორმაცია მოგვაწოდაკონსერვატორებისპარტიაში ჩოხაახალუხით შეპარულმა ჩვენმა არც ისე სანდო წყარომ. მისი თქმით, ქართველიკონსერვატორებისლიდერი ღრმა დეპრესიაშია. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პარტიაქართულ ოცნებასსურვილი აქვს, არჩევნებში ცალკე იყაროს კენჭი, თურმე ზვიად ძიძიგურმა ჭამის მადა დაკარგა, აღარც იღიმება და მთელი დღეები მხოლოდ იმას ფიქრობს, თუკი მასაც მოუწევს კოალიციის დატოვება, რაღა უნდა ქნას?

პარლამენტში დამოუკიდებლად გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ამას წინათ, პარლამენტში კი არა, მუხიანში უცდია დამოუკიდებლად გასვლა და ეგეც კი ვერ მოუხერხებია.

ამიტომაც იყო თურმე, რომ ძიძიგურმა სასწრაფოდ გამართა ბრიფინგი და განაცხადა, _ არსადაც არ გავდივარ, ვრჩები კოალიციაში და ფეხის გამდგმელი არ ვარ აქედანო!

მაგრამ მისი ეს განცხადება მხოლოდ საკუთარი თავის მოსატყუებლად თუ გამოდგება, რადგან, თუკიოცნებამთავად ისურვა ცალკე ყოფნა, მაშინ ეს ღვაწლმოსილიკონსერვატორივიღასთან დარჩება კოალიციაში?!

ჩვენი წყარო გვატყობინებს, რომ ძიძიგურს ისიც უცდია, დაველოდები, ჩემი კოლეგები რას მოიმოქმედებენ და მეც მათ მივბაძავო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა მას კოლეგების მიბაძვა აღარ აძლევს ხელს, რადგან რესპუბლიკელებმა და დავით უსუფაშვილმა მხოლოდ ისღა შეძლეს, რომ, “მელია და ყურძნის” იგავის მსგავასად, უბრალოდ, განაცხადეს: კი არავის გავუგდივართ, ჩვენით წამოვედითო! ხოლო “ფორუმს” და გუბაზ სანიკიძეს ეშმაკობა არ გაუვიდათ _ არ გავიღვიძებთ, თავს მოვიმძინარებთ და მოერიდებათ ჩვენი გაგდებაო. ასე ფიქრობდნენ თურმე, მაგრამ, საბოლოოდ, ასე ჩაძინებულ-ჩახვრინებულები აღმოჩნდნენ კოალიციის გარეთ.

აბა, რაღა უნდა ექნა გამწარებულ ზვიადს?! საიდანღა იშოვიდა ფულს და მაღალ შემოსავალს?! ამ ფიქრებმა თურმე ისე შეაწუხა ბატონი “კონსერვატორი”, რომ ერთი პირობა რკინიგზის გადაკეტვაც კი იფიქრა… თუმცა დროზე გამოერკვა ბავშვობის უაზრო მოგონებებიდან და სწორედ ასეთი მწარე ფიქრების შედეგად უცებ გაუნათდა გონება. გადაწყვიტა, რომ კოალიციაში დარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ხედ მოაჩვენოს თავი. დიახ, მას გაახსენდა, თუ როგორ უყვარს ბიძინას იშვიათი ჯიშის ხეები და ამიტომ ხვალიდან ზვიად ძიძიგური მივაქართული ოცნებისოფისში, დადგება ყველაზე გამოსაჩენ ადგილას და იდგება იქ გაუნძრევლად, სანამ ბიძინა მის გადარგვას არ მოინდომებს უფრო ახლოს.

აბა, წარმოიდგინეთ ადამიანი-ხე! ამაზე უფრო იშვიათი ჯიშის ხე განა შეიძლება არსებობდეს?

აი, ასეთმა ფიქრმა ცოტა ხასიათზე მოიყვანა ზვიად ძიძიგური და უკვე იმაზეც დაიწყო ფიქრი, იქნებ ისიც შევძლო, რამენაირად ფესვებიც გავიდგა “ქართულ ოცნებაში”-ო.

_ რატომ უნდა დავიშალოთ, კაცო?! მე ძალიან მაგრად ვარ _ საჭმელი არ მაკლია, სასმელი და კაი ცხოვრება. ახლა დაშლა და ამ ყველაფრის დაკარგვა იქნება?! კოალიცია გვაქვს უზარმაზააააარი, _ განუცხადა ჩვენს სანდო წყაროს ზვიად ძიძიგურმა.

ველოდი რახანია

1 COMMENT

  1. ვაჰ დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად, წარილტვნენ, გაჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარა……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here