Home რუბრიკები პოლიტიკა რესპუბლიკური კოგნიტური დისონანსი

რესპუბლიკური კოგნიტური დისონანსი

792

ბოლო დღეებში სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში ისე აირია, რომ იმის დასადგენად, როგორ მოიქცევა შემოდგომაზე ამომრჩეველი, ალბათ, კოგნიტური დისონანსის თეორიის გამოყენება მოგვიწევს.

გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგის _ ლეონ ფესტინგერის თეორიის მიხედვით, ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეების, რწმენა-წარმოდგენებისა თუ ემოციური რეაქციების კონფლიქტი ინდივიდის ცნობიერებაში მას ფსიქოლოგიური დისკომფორტის განცდას უქმნის. ამ დისკომფორტის დასაძლევად ის, ერთი მხრივ, ცდილობს, შეამციროს შეუსაბამობის დონე მათ შორის და, მეორე მხრივ, თავი აარიდოს იმ სიტუაციებს, რომლებმაც დისკომფორტი შეიძლება გაძლიერდეს.

კოგნიტური დისონანსი კოალიცია “ქართული ოცნების” ჩამოყალიბების დღიდანვე იქცა მის მუდმივ თანამგზავრად. პირველ ეტაპზე, ივანიშვილის მხარდამჭერთა კონსერვატიულ ნაწილს ძლიერ დისკომფორტს უქმნიდა რესპუბლიკელებთან და “გაერთიანებულ დემოკრატებთან” ერთ მწყობრში დგომის აუცილებლობა, რადგან მათ წლების განმავლობაში “ნაციონალების” მონათესავე ძალებად თუ ბუნებრივ მოკავშირეებად აღიქვამდნენ. უსიამოვნებას ამ პარტიების ტრადიციული მხარდამჭერებიც განიცდიდნენ, რადგან რიგი პიროვნებებისა კოალიციის კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური ნაწილიდან მათთვის მიუღებელი იყო. დისკომფორტის დაძლევა მოხერხდა ორი იდეის დამკვიდრებით:

1. საააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ყველა უთანხმოება გვერდზე უნდა გადავდოთ;

 2. “ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის!”.

მაგრამ დაძაბულობა მხოლოდ დროებით განიმუხტა. რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ, როდესაც “ნაცმოძრაობისგან” მომავალმა საფრთხემ თანდათან უკანა პლანზე გადაინაცვლა, “ოცნების” მხარდამჭერთა მნიშვნელოვან ნაწილს რესპუბლიკელებთან დაკავშირებული დისკომფორტი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციის რიგები ალასანიას ჯგუფმა დატოვა. ამ დისკომფორტის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა იდეაბატონმა ბიძინამ მაინც უკეთ იცის!”. რაღაც მომენტში ცხადი შეიქნა, რომ რესპუბლიკური პარტია მმართველ კოალიციას გაცილებით მეტ კონსერვატორ ამომრჩეველს აკარგვინებს, ვიდრე შეუძლია ლიბერალი ამომრჩეველი მოიზიდოს. ამ გარემოების გაცნობიერებამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო არჩევნებზე კოალიციის სუბიექტების ცალ-ცალკე გასვლის იდეის დამკვიდრებას. იყო სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, მწვავე დაპირისპირება საარჩევნო სიებისა და გავლენის სფეროების გარშემო, რომელმაც რესპუბლიკელების ყველა მოწინააღმდეგე ერთ მუშტად შეკრა, იყო პიროვნული შეუთავსებლობა და ა.შ., მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სავარაუდოდ, კოალიციის მხარდამჭერთა მკვეთრი კლება გახდა.

როგორც უკვე ვთქვით, კოგნიტური დისონანსის პირობებში ინდივიდი ცდილობს, შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც დისკომფორტს შეუმცირებს და ბევრისთვის ასეთადქართული ოცნებისმხარდაჭერაზე უარის თქმა იქცა. “დაბრუნდებათუ არა ეს ამომრჩეველი მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ გაასაჯაროა გადაწყვეტილება არჩევნებში დამოუკიდებელად მონაწილეობის შესახებ? (ვისი გადაწყვეტილება იყო ეს სინამდვილეში _ თვით “რესპუბლიკელების” თუ ბიძინა ივანიშვილის _ ცალკე საუბრის თემაა).

რა იყო რესპუბლიკელების მთავარი შეცდომა შიგა კოალიციურ ბრძოლაში? ამ თემაზე მსჯელობისას შეგვიძლია გავიხსენოთ ციტატა წერილიდან, რომელიც გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” 2013 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდა: შესაძლოა, რესპუბლიკელებმა დაუშვეს სერიოზული შეცდომა, როდესაც ვერ იგრძნეს ზღვარი, ძველ რომაელებს თუ დავესესხებით _ “ლიმესი”, რომლის იქით, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, არ უნდა გადასულიყვნენ. ისინი მიისწრაფვიან გავლენის სფეროს მუდმივი გაფართოებისკენ, მაშინ, როდესაც ყველაზე აქტუალური მათთვის უკვე მოპოვებული (გარემოებათა თანხვედრიდან და არა მათი რეალური რეიტინგიდან ან გავლენიდან გამომდინარე) პოზიციების შენარჩუნება დაჩაბეტონებაჩანს. ნებისმიერი, ყველაზე წარმატებული წისვლაც კი რაღაც მომენტში სრულდება თავდაცვაზე გადასვლით, ამის შემდეგ კი ახალი შეტევისთვის მზადება იწყება. ქართულ პოლიტიკაში მაქსიმალური სივრცის დაკავების სურვილი და უკანმოუხედავი, არსებითად ავანტურისტული და პარტიის რესურსების აშკარად შეუსაბამო წინსვლა რესპუბლიკურ პარტიას, სავარაუდოდ, კარგს არაფერს მოუტანს. მათ, ალბათ, შეეძლოთ ეტაპობრივად გადაექციათხუთპროცენტიანი პარტია” (ციფრები პირობითია) “ათპროცენტიანად”, შემდეგოცპროცენტიანადდა .., მაგრამ დომინატურ პოლიტიკურ ძალად მისი დაუყონებლივი გადაქცევის მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, კრახით დასრულდება, მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც პარტიის იდეები მაინც და მაინც პოპულარული არ არის. მაგრამ ეს მათი პრობლემებია, განხილულ კონტექსტში მთავარია ის, რომ უკვე საკმარისზე მეტი ადამიანი თვლის, რომ რესპუბლიკელებს გზა უნდა გადაუღობოს”.

 რესპუბლიკელების განცხადებამ არჩევნებში დამოუკიდებელად მონაწილეობის შესახებ, სავარაუდოდ, კი არ შეამცირა, არამედ გააორმაგა კოგნიტური დისონანსი ქართულ საზოგადოებაში, რადგან გაირკვა, რომ პარტია არ აპირებს სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობები დათმოს და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცალი ფეხით ხელისუფლებაში იქნება, ცალი ფეხით კი _ ოპოზიციაში (ყოველ შემთხვევაში მისი განცხდებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ძნელია): რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.

“ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება _ ფრაქცია “რესპუბლიკელები” იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა”, _ ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში. ლეონ ფესტინგერი კი არა, ადგილობრივი სპეციფიკის გაცილებით უკეთ მცოდნე ავლიპ ზურაბაშვილიც კი ვერ აუხსნიდა ქართველ ამომრჩეველს, როგორ შეიძლება ერთი მეორეს მიუსადაგო, ან როგორ აპირებს რესპუბლიკური პარტია, წინაასაარჩევნო კამპანია წარმართოსროგორც სახელისუფლომ თუ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ? ამ საკითხზე ყველაზე უცნური ფორმულა დავით უსუფაშვილს ეკუთვნის: პარტიაქართული ოცნებადა რესპუბლიკელები დღეიდან პარტნიორობაკონკურენციის რეჟიმში გადადიან”. მართალია, ამ ბედკრულ პლანეტაზე არსებობს ორი სახელმწიფო, რომელთა ურთიერთობა მსგავს ტერმინებში აღიწერება _ ეს დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ორი პარტიის ურთიერთობაზე მსგავსი რამ არავის არასოდეს უთქვამს. თუმცა, ჯორჯ ორუელის “1984”- თუ გავიხსენებთ, ალბათ, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ გარკვეულ პირობებშიომი მშვიდობაა”, ხოლოთავისუფლება _ მონობა”, შესაბამისად, რატომ არ შეიძლება პარტნიორობა კონკურენცია იყოს და პირიქით. ივანიშვილის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ესეც შესაძლებელი გახადა.

არჩევნებზე რესპუბლიკელების დამოუკიდებელი გასვლა გარკვეულ პრობლემებს “ნაციონალურ მოძრაობას” და “გაერთიანებულ დემოკრატებს” შეუქმნის, რადგან სამივე პარტია ერთსა და იმავე ელექტორალურ ნიშაში ოპერირებს. რომც დავუშვათ, რომ რესპუბლიკური პარტია ბარიერს გადალახავს (რაც სათუოა), ის, სავარაუდოდ, ვერ დააგროვებს იმ რაოდენობის ხმებს, რომქართული ოცნებისთვისსასურველ პარტნიორად იქცეს ახალი მმართველი კოალიციის შექმნის პროცესში. ეს რომც მოხდეს, მისიწონაარასაკმარისი იქნება იმისთვის, რომ იმდენი მაღალი თანამდებობა დაიკავოს, რამდენიც დღეს აქვს. შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება უნდა განვიხილოთ, როგორც ამოსავალი წერტილი: რესპუბლიკელების პოზიციები არჩევნების შემდეგ, 99%-იანი ალბათობით, გაუარესდება და ისინი შეიძლება ფრიად რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ, ეს რომ არ დაუშვან.

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში “მაიდნის” აგორებას აპირებს. გასულ კვირას დავით დარჩიაშვილმა მკაფიოდ მიანიშნა, თუ როგორ წარმოუდგენია მის პარტიას მოვლენათა განვითარება შემოდგომაზე: თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მაშინ ვფიქრობ, რომქართულ ოცნებასგამარჯვების შანსი არ აქვს და შესაბამისად, ხელისუფლება მთლიანად შეიცვლება. თუ არ ჩატარდა სამართლიანად, ამას უკვე ქართველი საზოგადოება, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ისეთ შეფასებას მიცემს, რომ ახალი, უსამართლოდ არჩეული ხელისუფლება ვერ იფუნქციონირებს. ასე რომ, “ქართული ოცნებისგამარჯვების პერპსექტივას, საბოლოო ჯამში, ვერ ვხედავ. ეს ოქტომბერში იქნება თუ რამდენიმე თვის შემდეგ, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეყოფათ გონიერება და შეეცდებიან, რომ არ განახორციელონ არჩევნების ფარსი”. სააკაშვილმა შეიძლება შესთავაზოს ,რესპუბლიკელებს არა მხოლოდ იმ პოზიციებს შეინარჩუნება, რომელიც დღეს უკავიათ, არამედ გაცილებით მეტი (შემდეგ აუცილებლად “გადააგდებს”, თუმცა ეს უკვე სხვა ეტაპია). თეორიულად, რესპუბლიკელებმა ამ ცდუნებას შეიძლება გაუძლონ, მაგრამ იქვე გაჩნდება მეორე ცდუნებაც _ ხელისუფლების შანტაჟირება კრიტიკულ მომენტში. თუ ამის გაკეთებას პატიოსნება აუკრძალავს? ალბათ, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე თვით ნებისმიერ ფასად თანამდებობების შენარჩუნება რესპუბლიკელებს, უპირველესად, იმისთვის სჭირდებათ, რომ შემოდგომაზე სწორედ ეს კარტი გაათამაშონ. სხვა სცენარის ფარგლებში მათი მდგომარეობის გაუარესება და პოსტების დაკარგვა თითქმის გარდაუვალი ჩანს. საინტერესოა, რამდენად უღირს ივანიშვილს ამ გარემოების გათვალისწინებით მათ თავდაცვის მინისტრის პოსტი დაუტოვოს?!

საკმაოდ საინტერესო კონფიგურაცია შეიქმნება ლიბერალურპროდასავლურ (პირობითად ასე ვუწოდოთ) ფლანგზე, თუ რესპუბლიკელები დაგაერთიანებული დემოკრატებიბლოკს შექმნიან, მაგრამ რამდენად შეესაბამება “კონკურენცია-თანამშრომლობის” რეჟიმს ძალისხმევის გაერთიანება პარტიასთან, რომელიც თავის ოპოზიციურობას ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს? თუმცა… თუ დისონანსია, ბარემ ტოტალური დისონანსი იყოს! ჯერ სად ვართ, სრული თავდავიწყება მაშინ დაიწყება, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელსაც გადაჭარბებული ამორალურობის გამო თურქულ ბორდელშიც კი არ შეუშვებდნენ, წინასაარჩევნოდ საუბარს სამშობლოს სიყვარულსა და მაღალ იდეალებზე დაიწყებს. შესაძლოა, სწორედ მაშინ მიხვდება საზოგადოება, რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ პოლიტიკურ ელიტას.

მიხეილ სააკაშვილი მწარედ შეცდა, როდესაც ჩათვალა, რომ საქმე აქვს ცხვრების ფარასთან, რომელსაც უპრობლემოდ მართავს. ანალოგიურ შეცდომას, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლებაც უშვებს, როდესაც გვთავაზობს, მიუღებელი აღვიქვათ, როგორც ბუნებრივი, და ცდილობს, კოგნიტური დისონანსის მდგომარეობა ნორმად აქციოს. ასე თუ გაგრძელდა, საზოგადოება, ალბათ, ბულდოზერით გადაუვლის არა რომელიმე ერთ პარტიას, არამედ მთელ ელიტას, რადგან ჩათვლის, რომ ეს ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც მუდმივ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ბოლოს მოუღებს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. რესპები არიან ტიპიური მოღალატეები, უნამუსო, უსინდისო, გახრწნილი ხალხი.
    ჩიჩიაც უნდათ და ბაბაც. ეგრე არ ხდება! თუ კვლავ ელჩი დაწერს პროცენტებს, მაშინ
    არჩევნებს აზრი არა აქვს, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here