Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ვლადიმერ ლენინის რეაქცია ჟურნალეკონომისტისკრიტიკულ პუბლიკაციაზე საკმაოდ საინტერესო იყო.

ვლადიმერ ილიას ძე გაერკვია სიტუაციაში და გააკეთა სწორი დასკვნები? გამოასწორა ამხანაგ ტროცკის შეცდომა და აუხსნა მას და სხვა ამხანაგებს, რომ პროლეტარული რევოლუცია კეთდებოდა არა იმისთვის, რომ ასე უნიჭოდ გაეფლანგათ კოლოსალური სახალხო ფული? რომ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პროლეტარიატი უნდა ყოფილიყო გამოკვებილი? რომ ამისთვის ყოველი კაპიკის ეკონომია იყო საჭირო?

ვლადიმერ ილიას ძე ლენინი მართლაც გაერკვია შექმნილ სიტუაციაში, გააკეთა დასკვნები, ესაუბრა ამხანაგ ტროცკის და… სთხოვა ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკის, დაეხურა ჟურნალი “ეკონომისტი”. “ისინი აშკარა კოტრრევოლუციონერები არიან, ანტანტის თანამზრახველები, მისი მოსამსახურეები და ჯაშუშები, ახალგაზრდობის გამრყვნელი ორგანიზაცია. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს “სამხედრო ჯაშუშები” დავიჭიროთ და რეგულარულად განვახორციელოთ მათი დაჭერა და საზღვარგარეთ გაძევება”, _ მისწერა პროლეტარიატის ბელადმა რუსეთის ჩეკას.

საეჭვო კონტრაქტი? ილიას ძის ჩარევის შემდეგ იგი უცვლელი დარჩა…

როგორ უნდა დაუბრუნოთ დასავლელ ბანკირებს ფული? გაგზავნით დასავლეთში ამანათს და დააწერთ _ “ნიუ იორკის ბანკი. ამერიკელ ბანკირებს”? ხოლო გრაფაში “დანიშნულება” ჩაწერთ: “რუსული რევოლუციასა და სამოქალაქო ომში ბოლშევიკების გამარჯვების სახსრების დაბრუნება”? ამის გაკეთება შეუძლებელია. პროლეტარიატის ბელადებს არ შეუძლიათ “სახალხო” ფულის მიცემა უცხოელი ბურჟუებისთვის. მით უმეტეს, რომ ახლა საკმაოდ რთული დროა. შეგახსენებთ, რომ 1921 წლის მარტში, როდესაც რუსეთი პირველ 50 ორთქლმავალს იღებდა, კრონშტადტის აჯანყება მოხდა. ხოლო 1920 წელს, როცა კონტრაქტის ვალის გადახდა მიმდინარეობდა, არც ვრანგელის ჯარები იყო ევაკუირებული ყირიმიდან და არც სამოქალაქო ომი დასრულებული.

საზღვარგარეთ ფულის გაგზავნას მიზეზი სჭირდება. უნდა მოხდეს რაიმეს შესყიდვა დასავლეთში და ოქროს ეშელონის გაგზავნას პრობლემა არ შეექმნება. ჟურნალ “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე ლენინის საკმაოდ მძაფრი რეაქცია იმით აიხსნება, რომ ეს მოქმედება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო ვლადიმერ ილიას ძესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება ტროცკის კარიერისა და ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდებოდა.

თქვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რატომ მოიგეს ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომი, ხოლო თეთრებმა, რომლებსაც დასავლელი დემოკრატებიეხმარებოდნენ”, წააგეს?

სხვათა შორის, ყველა არსებული დოკუმენტის თანახმად, სწორედ შვედური საბანკო სისტემის გავლით შემოდიოდა რუსეთში რევოლუციის ფული. ახლა მისივე გავლით უკან ბრუნდებოდა. ბოლო ეჭვს “ოქროს” ორთქლმავლების შეძენის მიზეზების შესახებ ამხანაგ ტროცკის მიერ დადებული და ამხანაგ ლენინის მიერ დადასტურებული კონტრაქტის თანხა გაფანტავს: ერთგული რევოლუციონერები, ეტყობა, რაღაცას მალავდნენ რევოლუციის შავი დღისთვის. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის თანხა 200 მილიონი ოქროს რუბლია. ბევრია თუ ცოტა? _ ამის გასაგებად ჯერ გავარკვიოთ, რა არის ოქროს რუბლი.

ოქროს რუბლი იყო რევოლუციამდელი რუსეთის სრულფასოვანი ფულადი ერთეული. რუსეთის სახელმწიფო ბანკის ოქროს მარაგი ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომენტისთვის 1101 მილიონ ოქროს რუბლს შეადგენდა. ოქროს ნაწილი, 650 მილიონი რუბლი, ევაკუირებულ იქნა ყაზანში, შემდეგ ეს ფული კოლჩაკს ჩაუვარდა ხელში, მისი დამარცხების შემდეგ დაახლოებით 409 მილიონი რუბლი დაუბრუნდა რუსეთს. ამგვარად, სამოქალაქო ომის დამთავრებისას ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო 860 მილიონი რუბლი. თან იმ პირობით, რომ ბოლშევიკები ოქროს მარაგიდან კაპიკს არ დახარჯავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

200 მილიონი ოქროს რუბლი, უბრალოდ, კოლოსალური თანხა კი არა, ქვეყნის ოქროს მარაგის მეოთხედია.

რევოლუციის მეთაური იმავე რევოლუციის სხვა ხელმძღვანელს ხელს აფარებს? ისინი, უბრალოდ, შავი დღისთვის “იპარავენ”? ასე უხეშად და ასე ბევრს? ქვეყნის ოქროს მარაგის მეოთხედს?! სოციალიზმისა და კომუნიზმის მშენებლობას ფული არ სჭირდება? პირიქით, ახალი სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ბოლშევიკებს ფული ძალიან დასჭირდებათ. სწორედ სახსრების უქონლობით ახსნიან ისტორიკოსები 1920-იან წლებში შეთანხმებული კონცესიების კაბალურ პირობებს.

კითხვა ძალიან ბევრია, ხოლო პასუხი _ ერთი. კონკურენტი ქვეყნის დასანგრევად დახარჯული სახსრები, რუსეთის იმპერიის დასამხობად ამერიკელი ბანკირების მიერ გამოყოფილი ფული უნდა დაბრუნებულიყო. ასეთი იყო დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა და ბოლშევიკთა შორის დადებული ერთერთი შეთანხმება. ლენინი ხელისუფლებაში იმიტომაც გაჩერდა ამდენ ხანს, რომ თავისპარტნიორებთანყველა შეთანხმებას, ერთბაშად კი არა, თანდათან არღვევდა. ხელისუფლების საჭესთან დაყენებულმა ილიჩმა ხმაურის ფონზე რუსეთის ტერიტორია გააერთიანა.

თუ 1917 წლის რევოლუციის გამო რუსეთმა ლენინი ანათემას უნდა გადასცეს, შემდგომ მიწების შემომტკიცების, ქვეყნის საბოლოო დემონტაჟის შესახებ მისი უცხოელი პარტნიორების სურვილის შეუსრულებლობის გამო, იგი ჭეშმარიტად ძეგლს იმსახურებს. აი, ასეთი პარადოქსია _ ჯერ დაანგრია, შემდეგ თავადვე გააერთიანა.

ლენინმა არ იცოდა, ვინ და რისთვის აკეთებდა რევოლუციას მეფის რუსეთში. იგი ტროცკისთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, იძლეოდა დაპირებებს, რომლებსაც თვითონვე არღვევდა ან ასრულებდა გარემოებების მიხედვით. აქედან გამომდინარეობს მისი ქცევის ლოგიკაც. მეფის ვალებს არ გადავიხდით. კონცესიას გავცემთ. ძალაუფლებას არ დავთმობთ, ხოლო რევოლუციაზე დახარჯულ სახსრებს დავაბრუნებთ…

არის ბევრი მტკიცებულება, რომ მგზნებარე რევოლუციონერებიაბრუნებდნენფულს. ყველაზე იოლი ხერხი იყო ძვირფასეულობის საზღვარგარეთ გატანა. მან კი, ვისაც სჯერა, რომ სახსრებიმსოფლიო რევოლუციასხმარდებოდა, ყურადღება ორ რამეს უნდა მიაქციოს. ამმსოფლიო რევოლუციისმოწყობას ლენინი და მისი ამხანაგები რატომღაც მხოლოდ გერმანიასა და ავსტრიაუნგრეთში აპირებდნენ და საერთოდ არ ახსენდებოდათ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რაც მთავარია, დაფინანსების თანხა, რომელიც გერმანული იმპერიის დასანგრევად იყო მიმართული, არ ემთხვევა რუსეთიდან გატანილი ძვირფასეულობის რეალურ ოდენობას. შვედეთის პოლიცია იუწყება, რომ ბოლშევიკებმა უცხოეთში (გერმანიაში) რევოლუციური პროპაგანდისთვის 2 მილიონი რუბლი გამოყვეს. 1918 წლის შემოდგომაზე გერმანიაში რევოლუციის დასაფინანსებლად ისიდორ გუკოვსკის, საბჭოთა რუსეთის ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილეს, სტოკჰოლმში ჩააქვს ფულითა და ძვირფასეულობით სავსე ყუთები. შვედური პოლიციის წყაროები ამგანძს” 40-დან 60 მილიონ რუბლამდე აფასებს.

რისთვის იყო განკუთვნილი ოფიციალურად ლენინის მიერ გერმანული რევოლუციისთვის ოფიციალურად გამოყოფილ ფულზე 20-30-ჯერ დიდი თანხა? მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტსაც, რომ ძირფასეულობა კვლავ შვედეთის გავლით გაედინება, სადაც 1917 წლის ნოემბერში გაიხსნა საბჭოთა საელჩო ვაცლავ ვოროვსკის მეთაურობით. მილიონობით რუბლი სტოკჰოლმის ბანკში ილექება _ აშბერგის “ნუა ბანკენში”. აშბერგის გვარი ხშირად გვხვდება გერმანელების მიერ ბოლშევიკების დაფინანსების შესახებ გამოცემულ წიგნებში. საინტერესო სურათი იხატება: ფული ხან შემოაქვთ, ხან გააქვთ რუსეთიდან, მაგრამ მიწოდების არხები ერთი და იგივეა. ამასთანავე, როცა ფული შვედეთის გავლით რუსეთში იგზავნებოდა, თითქოს “გერმანული” იყო. ხოლო როცა 1918 წელს იმავე მარშრუტით უკან დაბრუნდა, გგონიათ ილიას ძემ გერმანიას გადასცა? კაიზერმა კი საკუთარ ქვეყანაში რევოლუციისთვის დახარჯა?

კონფისკაციის წესით მოპოვებული ძვირფასეულობითა და ვალუტით სავსე ჩემოდნები, რომლებიც კურიერებს არეული რუსეთიდან დასავლეთში გადაჰქონდათ, რევოლუციის ავანსის დაბრუნების პირველი ეტაპი იყო. შემდეგ ფულს აბრუნებდნენ ორთქლმავლების შესყიდვით. შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ბოლშევიკურ ხელისუფლებას არაფერი მსგავსი საზღვარგარეთ არ შეუძენია? რომ შვედებთან კონტრაქტი თავისთავად ერთადერთი იყო? _ არა, რევოლუციის ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ელის მკვლევარებს

პროლეტარიატის ბელადებისა და კაპიტალისტური სამყაროს მათი შეურიგებელი მეგობრების ფინანსური თანამშრომლობის მესამე ეტაპი კონცესიები გახდა. ისინი ბევრი იყო და “ლენა გოლდფილდსი” მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ვინ იყო გამარჯვებული პროლეტარიატის ქვეყნის პირველი ბანკირი? ლენინი? მეზღვაური დიბენკო? არა, შვედი ბანკირი ულოფ აშბერგი, რომლის ბანკის გავლითაც ფულს რუსეთში რევოლუციისთვის გზავნიდნენ, ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ კი _ რუსეთიდან შვედეთში. ისტორიკოსები გვეუბნებიან, რომ ულოფ აშბერგი გერმანელებისთვის მუშაობდა, მაგრამ 1922 წელს, როდესაც “წითელი” რუსეთიდან ფულის გადინება გრძელდებოდა, გერმანია ნანგრევებში იყო, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არც კი არსებობდა.

ყოველთვის მეგონა, რომ პროლეტარის საუკეთესო მეგობარი გლეხია. ვცდებოდი. პროლეტარული რევოლუციის შემდეგ ბანკირი პროლეტარის ჭეშმარიტად საუკეთესო მეგობარია, განსაკუთრებით _ შვედი ბანკირი.

“რუსეთის კომერციული ბანკი” ულოფ აშბერგმა ჩამოაყალიბა. შვედმა ფინანსისტმა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოკლევადიანი დაკრედიტების სააქციო ბანკის ორგანიზების კონცესია მიიღო. როსკომბანკს ეძლეოდა უფლება, განეხორციელებინა ყველა ოპერაცია სახელმწიფო ბანკის ოპერაციების მსგავსად, ემისიების გარდა”.

მაგრამ არის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიგვითითებს, რომ 1920-იან წლებში სსრკ-ის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კონტრაქტებს, რომლებშიც დასავლეთის მხრიდან ფიგურირებდნენ არა შვედი შუამავლები, არამედ იმ გვარების წარმომადგენლები, რომლებიც ოქროს ასოებითაა ჩაწერილი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დაფებზე.

“სამოქალაქო ომის პერიოდში და უშუალოდ მის დამთავრებამდე ლენინური იმპერიის მიერ ამერიკული ფირმებისთვის გადაცემული კონტრაქტების, კონცესიებისა და ლიცენზიების რაოდენობა არის უტყუარი მტკიცებულება ბოლშევიზმის დასავლელი მოკავშირეების მიერ ფინანსური მხარდაჭერის შესახებ: 25 მილიონი დოლარი საბჭოთა საკომისიო ამერიკელი მეწარმეებისთის 1919 წლის ივლისიდან 1920 წლის იანვრამდე; 1921 წელს არმანდ ჰამერისთვის გადაცემული აზბესტის კონცესია; 60 წლით დადებული საიჯარო ხელშეკრულება (1920 წლიდან) ფრენკ ვანდერლიპსა და მის კონსორციუმთან, რომელიც ითვალისწინებდა ნახშირისა და ნავთობის საბადოების ექსპლუატაციასა და თევზის რეწვას ციმბირის ჩრდილოეთ რეგონში 600 ათას კვადრატულ კილომეტრზე”.

სსრკში ამხანაგ სტალინის ნაცვლად ამხანაგ ტროცკის რომ გაემარჯვა, ბატონი ვანდერლიპის კონცესია სხვა კონცესიებთან ერთად არა 1930-იან, არამედ 1980-იან წლებში დასრულდებოდა. შემდეგ ხელშეკრულებებს კიდევ სამოცი წლით გააგრძელებდნენ. და ამგვარი კონცესიები, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების ფართობს უდრიდა, იქნებოდა არა ერთი და ორი. მთელ ქვეყანას, სადაც რაიმე სასარგებლოა, დაანაწევრებდნენ ინვესტორებისგასახარად”, ხოლო ყოველი გაფორმებულიმომგებიანიკოტრაქტიდან საბჭოთა კავშირი მიიღებდა არა ლომის წილს, არამედ 7%- 80 წლის განმავლობაში. რევოლუცია _ ეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენტების ჩამოცილებაა, არამედ ძალიან მომგებიანი ბიზნესიც. რადგან შიდა აფეთქებით განადგურებული კონკურენტის მთელი ქონება გადადის იმ ძალების ხელში, რომლებიც რევოლუცონერებს ფულს აძლევდნენ.

მთელი ეს ისტორია “ინვესტორებით”, “ოქროს ორთქლმავლებით”, “7%-ით” და სხვა ეკონომიკური სასწაულებით რუსეთ-სსრკ-ის უახლესი ისტორიიდან არაფერს გაგონებთ?

არანაკლებ საინტერესოა მსოფლიოში პირველი პროლეტარული სახელმწიფოსა და მისი კაპიტალისტური გარემოს ურთიერთობის მესამე ჩანახატი.

ისტორია მესამე. “გოლოდომორიდა ოქროს თუმნიანი

“არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელზეც კაპიტალი 300%-იანი მოგების გამო არ წავიდოდა”, _ ამბობდა ბურჟაზიის დაუკმაყოფილებელი მადის შესახებ კარლ მარქსი. თუმცა რუსეთის ისტორიაში შეგვიძლია ვიპოვოთ ფაქტები, რომლებიც თითქოს უარყოფენ ამ გამონათქვამს. საუბარია ჩვენი ქვეყნის რევოლუციის შემდგომ აღდგენაზე. ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკას ესჭიროებოდა ინდუსტრიული წარმოების პრაქტიკულად ყველა პროდუქტი: სამოქალაქო ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა ნანგრევებში იყო. უცხოური კაპიტალისთვის ჭეშმარიტად უსაზღვრო მოხმარების ბაზარი იხსნებოდა. სანაცვლოდ საბჭოთა ხელისუფლებას შეეძლო მხოლოდ სამი რამ შეეთავაზებინა: ხორბალი, სასარგებლო წიაღისეული და ოქრო. აი, სწორედ აქ მოხდა პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამ.

კაპიტალისტებმა უეცრად უაზრი განაცხადეს რუსეთთან ვაჭრობისას ოქროს, როგორც საგადასახადო საშუალების მიღებაზე!

კაპიტალისტური ქვეყნების ეს უცნაური საქციელი ისტორიაში “ოქროს ბლოკადის” სახელით შევიდა. რატომ მოხდა ეს? დასავლეთისთვის სანედლეულო დანამატად ყოფნაზე უარის აუცილებლობა რუსეთის ლიდერებისთვის აშკარა იყო მაშინაც და ახლაც. არსებობდა ეკონომიკური ჩამორჩენილობისა და არეულობის პრობლემის გადაწყვეტის ორი ხერხი.

* მრეწველობის შენება პრაქტიკულად ახლიდან სწრაფი ტემპით;

* ქვეყნის შიგნით წარმოების აღდგენა ნელი ტემპით, არსებული მწირი რესურსების გამოყენებით.

პირველ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა მთელი ქვეყნის ყველა ძალის გამოყენებით 10 წელიწადში იყო შესაძლებელი, მეორეში – მეწარმეობის აღდგენის ვადა გაუგებარი იყო, სამაგიეროდ, არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვდა. იგივე დაპირისპირებები ჩნდება ორ ბელადს შორის, რომლებიც 1924 წლის იანვარში, ლენინის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ. რუსეთის მრეწველობის აღდგენის მომხრე იყო სტალინი, რომელიც სოციალიზმის ერთ ქვეყანაში აშენების თეორიას სწევდა წინ. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ ყველაფრის მთავარი მეტოქე ამხანაგი ტროცკი იყო, რომლის ფინანსური “ჭიპლარიც” ამერიკული ბანკების სარდაფებზე იყო მიბმული. სტალინს მიაჩნდა, რომ სსრკ-ში ქარხნები, ფაბრიკები, რკინიგზები უნდა აგებულიყო. უნდა ჩადებულიყო ფული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, აშენებულიყო სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები მშრომელთათვის. მთელი მსოფლიოს პროლეტარების გამოღვიძების ლოდინი საჭირო არაა _ შეიძლება ვერც მოვესწროთ.

რას სთავაზობდა ტროცკი? ლევ დავითის ძე ამბობდა, რომ სოციალიზმის ერთ ქვეყანაში აშენება პრინციპში შეუძლებელია, ამიტომ მასშტაბური მშენებლობა უაზრობაა. რა აზრი აქვს ჭერის მშენებლობას, თუ საძირკველს არ ჩავუყრით! ხოლო რუსეთში ბედნიერი ცხოვრების საფუძველი მხოლოდ მსოფლიოს რევოლუცია იქნება. იგი მოწყობია, შემდეგ კი ყველაფერი თავისი რიგით წავა. ეს ნიშნავს, რომ არ გვჭირდება ბაღები და სანატორიუმები, არ გვინდა ფაბრიკები და ქარხნები. საერთოდ არ არის საჭირო არაფერი, მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის დაფინანსებისა და ძლიერი ჯარის შექმნის გარდა, რომელიც ხმლების პრიალით გარიჟრაჟს მოუტანს კაცობრიობას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში სსრკ-ს შეუძლია თავს დაესხას ნებისმიერ ქვეყანას, ამხანაგ ტროცკისა და მისი საზღვარგარეთელი მეგობრების არჩევით და თვალსაზრისით, მათი, ვისაც ლევ დავიდის ძე “ორთქლმავლის ფულს” უგზავნიდა…

ტროცკისტული ოპოზიცია თავგამოდებით ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ქვეყნის აღდგენისათვის, მაგრამ სტალინმა შეძლო თავისი ხაზის დაცვა. შევხედოთ თარიღებს: 1925 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის XIV ყრილობაზე ინდუსტრიულ წარმოებაში დიდი ნახტომის – “სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისგანხორციელებაზე იყო კურსი აღებული. და იმავე 1925 წელს დასავლეთი იწყებსოქროს ბლოკადას”. ამ საქციელის აზრი მარტივიაახლა სსრკის დაზგადანადგარების შესყიდვა მხოლოდ თავისი ბუნებრივი რესურსების ფასად შეეძლება. ოქრო სახელმწიფო საცავის სარდაფებში ტყუილად იდება. ნავთობი, ტყე და მარცვლეული _ აი, რისი მიღება უნდა დასავლეთს თავისი აღჭურვილობის მიწოდების სანაცვლოდ. ხოლო ეს მიწოდებები ინდუსტრიალიზაციის მთავარი არსია. ახალი შენობების აშენება შეგვიძლია, მაგრამ დაზგადანადგარების გარეშე ისინი უაზრო აგურის ყუთებად დარჩება. ეკონომიკა, რომელიც პრაქტიკულად განადგურებული იყო, მძიმე მრეწველობის ნაკეთობებს ითხოვდა. დასავლური აღჭურვილობის გარეშე შეიძლება არაფერი გამოსულიყო. მიწოდება ბუნებრივი რესურსებით ანაზღაურდება, რადგან ოქროს არ გვართმევენ!

ნუთუ კარლ მარქსი შეცდა და მსოფლიოს კაპიტალისტებს აღარ აინტერესებდათ არც მოგება, არც ოქრო? არა, მარქსის სიტყვები დანაშაულის ხარჯზე მოგებისთვის სრულიად გამართლდა. ოღონდ მზადდებოდა განსაკუთრებული დანაშაული. ხოლო მოგებას ათასობით პროცენტი უნდა შეედგინა. ტროცკისა და სტალინს შორის “შიგა პარტიული” ბრძოლა სინამდვილეში წარმოადგენდა გადამწყვეტ ბრძოლას საბჭოთა კავშირის ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისათვის. ამ ბრძოლაში ტროცკის რომ გაემარჯვა, კონცესიები სსრკ-ის მთელ ტერიტორიას დაფარავდა და არანაირი დამატებითი ძალისხმევა საჭირო აღარ იქნებოდა.

მაგრამ ამხანაგი ტროცკი ნელნელა თმობდა პოზიციებს. 1927 წლის 14 ნოემბერს ტროცკი და ზინოვიევი პარტიიდან გარიცხეს. რატომ? იმიტომ რომ 7 ნოემბერს ოპოზიციამ სცადა მოსკოვსა და ლენინგრადშიალტერნატიულიდემონსტრაციების ჩატარება, რომლებიც უფრო სახელწიფო გადატრიალების დაწყების მცდელობას ჰგავდა. სტალინის პასუხი _ ტროცკის გარიცხვა პარტიიდან. შემდეგ პოლიტბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება დედაქალაქიდან მისი განდევნის შესახებ.

1928 წლის 10 იანვარს ტროცკი შორეულ ქალაქ ვერნიში (დღვანდელი ალმა–ატა) გაემგზავრა. მგზავრობდა კომფორტულად: ლევ დავიდის ძის განკარგულებაშია ცალკე ვაგონი, რომელშიც მისი და მისი ოჯახის წევრების გარდა, პირადი არქივი, ბიბლიოთეკა და მისთვის აუცილებელი ნივთები (მათ შორის სანადირო ინვენტარი და ძაღლი) იყვნენ.

1929 წლის 10 თებერვალს ტროცკი სსრკდან გაასახლეს.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ბრძოლა წაგებულია და მისი დამორჩილების სხვა ხერხები უნდა გამოიძებნოს. სამხედრო? არა, ეს უკიდურესი ზომაა და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ არც ერთი სხვა არ იმუშავებს. დასავლეთი ჯერ კიდევ ემზადება ეკონომიკურად, სამხედრო ჩარევის გარეშე საბჭოთა რუსეთის დასაპყრობად. ამისთვის პირველი ნაბიჯი ნაადრევად გაკეთდა – ეს არის სსრკ-ის ოქროზე უარის თქმა. ეს რუსეთს თავისი ნედლეულის უცხოეთში გატანის თვალსაზრისით მგრძობიარეს ხდის, რაც ახლა ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთადერთი გზა ხდება. ამხანაგ ტროცკის სსრკ-დან განდევნის შემდეგ დასავლეთი მორიგ დარტყმას ახორციელებს: წესდება ემბარგო (შეტანის აკრძალვა) დასავლეთში საბჭოთა საქონელზე. ფაქტობრივად, აკრძალულია ხეტყისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ანუ ყველაფერი იმის, რითაც შეიძლება დასავლეთს გადაუხადონ რუსეთის ეკონომიკის დანგრევისთვის. კვლავ ვუყურებთ თარიღებს:

* პირველი ხუთწლედი 1929 წელს იწყება;

* 1930-1931 წლებში აშშმა შეზღუდვები დააწესა;

* მსგავსი დეკრეტი საფრანგეთში 1930 წელს გამოიცა.

1933 წლის 17 აპრილს ბრიტანეთის ხელისუფლება ემბარგოს აცხადებს. იგი 80%-მდე რუსეთის ექსპორტს მოიცავს. მოდი, ნუ დავივიწყებთ, რომ ამ პერიოდში მსოფლიოში დიდი დეპრესია მძვინვარებდა. ბევრ საქონელსა და ნედლეულზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ასე რომ, კრიზისის პირობებში დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობა საკუთარი ეკონომიკის საზიანოდ მოქმედებს. იმ წლებში სსრკ ინგლისელი ჩარხმშენებლების მთავარი დამკვეთი იყო. 1932 წელს ნისლიანი ალბიონიდან გამოტანილი დაზგა-დანადგარების 80% საბჭოთა კავშირში მოდიოდა. ხოლო დიდი ბრიტანეთის ხელმძღანელობამ უცნაურად გააკეთა ყველაფერი, რომ ამ საქონლის მიწოდება შეუძლებელი გამხდარიყო.

და იცით, სანქციების დაწესებაზე ინგლისელების მიერ ოფიციალურად გამოცხადებული მიზეზები რა იყო? 1933 წლის 26 იანვარს ბრიტანეთი გადასცემს ჩვენს საელჩოს მემორანდუმს. მასში წარმოდგენილია ვაჭრობის შეუძლებლობის სამი მიზეზი: პირველი _ სამეფოსთვის გადაუხდელი ვალები, მეორე _ ინგლისი მოითხოვს სსრკში დიპლომატებისთვის სავალუტო მაღაზიების გაუქმებას. რაღა არის მესამე? ჩვენი ძველი ნაცნობის _ კომპანიალენა გოლდფილდსისპრეტენზიების დაკმაყოფილება საბჭოთა კავშირის მიერ

დასავლეთმა ჯერ უარი თქვა, სსრკ-ს ოქროთი გადაეხადა, შემდეგ დანარჩენი ყველაფერი… მარცვლეულის გარდა! სტალინის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგება: ან ინდუსტრიალიზაციის აღდგენაზე უარის თქმა, ანუ კაპიტულაცია დასავლეთის წინაშე, ან ინდუსტრიალიზაციის გაგრძელება, რომელიც საშინელ შიდა კრიზისამდე მიგვიყვანს. თუ ბოლშევიკები გლეხებს მარცვლეულს წაართმევენ, შიმშილის ალბათობა ძალიან მაღალი იქნება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება შიდა აფეთქებამდე და ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანოს. რაც უნდა აერჩია სტალინს, გამარჯვებული ყველა შემთხვევაში დასავლეთი გამოდიოდა. იოსებ ბესარიონის ძემ და მისმა გარემოცვამ გადაწყვიტეს, წინ წასულიყვნენ. 1929 წლის ზაფხულიდან სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია იწყება.

სახელმწიფო აგროვებს მარცვლეულს და გზავნის დასავლეთში, მაგრამ არა იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი შიმშილით მოკლას, არამედ იმიტომ, რომ აღჭურვილობის საფასურის გადახდის სხვა გზა არ არსებობს. სტალინის იმედი ახალ მოსავალზეა დამყარებული. მოსავალი კი მცირე მოვიდა _ ქვეყანაში გვალვა იყო. საკვებს სსრკ ვერ შეისყიდის ვერც ოქროთი (ოქროს ბლოკადა), ვერც ვალუტით (ემბარგოს გამო ვალუტა არ არის). არის მცდელობა, სასწრაფოდ შემოიტანონ მარცვლეული სპარსეთიდან, სადაც თანახმანი არიან ოქროთი გადახდაზე. ხელისუფლება ვერ ასწრებს _ ხდება კატასტროფა, სწორედ ის, რასაც დღეს უკრაინაში “გოლოდომორს” ეძახიან…

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here