Home რუბრიკები საზოგადოება “კანონში ცვლილების მიღებისთანავე რექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს”

“კანონში ცვლილების მიღებისთანავე რექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს”

555

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმააუდიტორია #115”-ის წევრებმა, 29 მარტს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი განათლების სამინისტროსგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებას, რომლის საფუძველზეც შეიცვლება უნივერსიტეტის სტრუქტურა, აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესები.

“განათლების სამინისტროსგან ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალოს უნივერსიტეტში არსებული სტრუქტურა, აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესი. კანონში ცვლილების მიღებისთანავე აკადემიური საბჭოს წევრებმა და რექტორმა უნდა დატოვონ თანამდებობები. 2 თვის შემდეგ, ახალი წესით, ახალი ინსტიტუტების არჩევა უნდა მოხდეს”, _ განაცხადეს “აუდიტორია #115”-ის სტუდენტებმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here