Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ განაცხადა ობამამ უარი ერდოღანთან შეხვედრაზე

რატომ განაცხადა ობამამ უარი ერდოღანთან შეხვედრაზე

488

აშშის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირად შეხვედრაზე. აშშის სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის საჭიროება არ არის.

“ერდოღანის ვაშინგტონში ვიზიტისას მასთან შეხვედრაზე უარის თქმა უპატივცემულობად არავინ უნდა აღიქვას, რადგან პრეზიდენტები გასული წლის ნოემბერში თურქეთში გამართულ G20-ის სამიტზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, თებერვალში კი ტელეფონით ისაუბრეს”, _ თეთრი სახლის ეს განცხადება “უოლ სტრიტ ჯორნალმა” გამოაქვეყნა.

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ შეხვედრას, რომელსაც ერდოღანი მოითხოვდა, დაუფარავად უწოდეს “არასაჭირო”, კიდევ უფრო საყურადღებოა სიტყვები “უპატივცემულობად არავინ უნდა აღიქვას”.

ექსპერტთა აზრით, ამ დიპლომატიური ნაბიჯით თეთრი სახლი აჩვენებს, რომ ახლა მისთვის ასეთი კონტაქტები არასასურველია და მისი გადასაწყვეტია, შეხვდება თუ არა ერდოღანს.

იმის შესახებ, რომ ობამა იმედგაცრუებულია აშშ-ის ახლო აღმოსავლელი მოკავშირეების მოქმედებით, არაერთხელ ითქვა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტისგან დისტანცირების უკან შეიძლება უფრო სერიოზული მიზეზი არსებობდეს. მაგალითად, სკანდალი, რომელშიც გარეული არიან თურქეთის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები. საუბარია აშშ-ში თურქი ბიზნესმენის _ რეზა ზარაბის დაკავებაზე. მას ადანაშაულებენ ფინანსურ მაქინაციებში, რომლებმაც ირანს საშუალება მისცა, ამერიკული სანქციებისთვის გვერდი აევლო. ეს სქემები მუშაობდა თურქების საფინანსო კომპანიების გავლით და, რადგან ოპერაციების მასშტაბი მილიარდობით დოლარს აღწევდა, მათი განხორციელება თურქეთის ხელისუფლების აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. კორუფციულ სქემებში თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობა კი მიუთითებს იმაზე, რომ “ვიღაცას” მისი მოშორება სურს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here