Home რუბრიკები საზოგადოება “ავლაბრული ესკიზები” – “იმერული ესკიზების” ახალი, ეროტიკული ვერსია

“ავლაბრული ესკიზები” – “იმერული ესკიზების” ახალი, ეროტიკული ვერსია

1281

ჩვენი ძალიან სკანდალური კორესპონდენტისთვის ცნობილი შეიქნა ძალიან სკანდალური ახალი ამბავიპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებამდიდარ სექსზეთურმე სულაც არ ყოფილა ჰაერზე ნათქვამი ფრაზა. როგორც გვატყობინებენ, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან გაუბრაზებია საზოგადოების დამცინავ და ირონიულ რეაქციას მის ამ განცხადებაზე, ამიტომ, მარგველაშვილის მოთხოვნით, უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებაზე. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ფილმმა გიორგი მარგველაშვილის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მდიდრული სექსუალურ ცხოვრება უნდა ასახოს.

წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ გიორგი მარგველაშვილს სასტიკად გაუპროტესტებია პრეზიდენტის როლზე რომელიმე მსახიობის აყვანა. უთქვამს, რომ საკუთარი თავი თავად უნდა განასახიეროს, რადგან ამით მოსახლეობა კიდევ უფრო დაარწმუნოს და ხაზი გაუსვას, რომ მათ პრეზიდენტს ჯერაც შესწევს ძალა და უნარი მდიდრული სექსისა.

დიახ! სიტყვები _ “მე თქვენ დაგიცავთ! მე თქვენ აუცილებლად დაგიცავთ!” _ ლიტონ სიტყვებად არ უნდა დარჩეს და ფილმში ძლევამოსილი, ცეცხლოვანი, ვნებიანი და თავდაჯერებული პრეზიდენტის ნახვამ საბოლოოდ უნდა განუმტკიცოს რწმენა თითოეულ მოქალაქეს, რომ მათ ნამდვილად ჰყავს ძლიერი დამცველი და მოამაგე სამშობლოს წინაშე სექსუალურ-მოქალაქეობრივი ვალის მოხდის საქმეში!

როგორც ჩანს, მარგველაშვილმა უკვე დაარწმუნა რეჟისორ-პროდიუსერ-სცენარისტები და ის უკვე დაამტკიცეს პრეზიდენტის როლზე. ეგ კი არა, საიდუმლოდ გეტყვით, რომ ერთ-ერთი საცდელი სცენა უკვე გადაღებულიც კი არის და მან უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა ფილმზე მომუშავე ჯგუფის წევრებისა.

კერძოდ, ეს ეპიზოდი მარგველაშვილის ბავშვობაზეა, როდესაც მომავალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ იწყებდა თავის საამაყო მდიდარ სექსუალურ ცხოვრებას. მოქმედება ვითარდება სკოლაში. ცნობილი ფილმის _ “იმერული ესკიზების” მსგავსად, აქაც მასწავლებელი დააბიჯებს საკლასო ოთახში და მოსწავლეებისგან დაბეჯითებით ითხოვს პასუხს კითხვაზე:

_ აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტს?

ამ მომენტში, გიორგი მარგველაშვილი ორ თითს წევს მაღლა და მასწავლებელი მას მიმართავს:

_ ჰო, თქვი, აბა, შე უბედურო, მთელი წელია, ხმა რომ არ ამოგიღია!

აქ ხაზგასმულია მარგველაშვილის ის ხასიათიც, რომელიც მას დღემდე შემორჩა, _ კაი ხანს გატრუნულია ხოლმე და ბოლოს ერთს დააბრეხვებს და ისეთს, შეიძლება სულ გადარიოს ქვეყანა!

ჰოდა, მასწავლებლის ასეთ ალერსიან მიმართვაზე მარგველაშვილი ფეხზე დგება და, დარწმუნებული იმაში, სწორედ თვითონ არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, მესამე პირში კი არა, დიახაც – პირველ პირში და თანაც არა მორიდებით, არამედ დიდი სიამაყით წარმოთქვამს:

– ვჩინჩლავ!

აქ, ფილმის შემოქმედებით ჯგუფს განზრახული აქვს, დაგვანახვოს, რომ მასწავლებელიც და სხვა დანარჩენებიც არა ჩამორჩენილი და ბნელი, არამედ გამოსული, “პრადვინუტი” და აზრზე მოსული უნდა იყოს! ამიტომ, “იმერული ესკიზებისგან” განსხვავებით, მასწავლებელი კი არ უყვირის _ “გაეთრიე კლასიდან!”, არამედ პირიქით _ შეაქებს და ეუბნება:

– დაჯექი, მარგველაშვილო, ათიანი!

სწორედ ამ დროს მოქმედება აღწევს კულმინაციას _ კლასში შემოიჭრებიან ჟურნალისტები, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უბრალო მოქალაქეები და ოვაციებს გამოხატავენ პატარა მარგველას მისამართით. _ ბრავო! ბის! რეპეტე! – გაჰყვირიან ისინი.

როგორც ამბობენ, თავად მარგველასაც და შემოქმედებით ჯგუფსაც ეს საცდელი ეპიზოდი ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს, მთელი ფილმი სწორედ “იმერული ესკიზების” ხაზით გადაიღონ. ეს ფილმი ეკრანებზე “ავლაბრული ესკიზების” სახელწოდებით გამოვა.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთ ეპიზოდზე, რომელიც “იმერული ესკიზებიდან” ყველამ ვიცით და რომელსაც პირობითად “მიცვალებული ადგა” ეწოდება. თუმცა, როგორც შემოქმედებითი ჯგუფის სამზარეულოდან ხმამ გამოჟონა, “ავლაბრული ესიკეზებისეროტიკულ სცენაშიმიცვალებულშისულ სხვა რამ იგულისხმება და სიტყვაადგა”-საც სულ სხვა დატვირთვა ექნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here