Home რუბრიკები ბლოგი ნატო-ს მიერ იუგოსლავიის განადგურების ნამდვილი მიზეზები და ფაქტები (ვიდეო მასალა)

ნატო-ს მიერ იუგოსლავიის განადგურების ნამდვილი მიზეზები და ფაქტები (ვიდეო მასალა)

7118

კოსოვო მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე წმინდა მიწად ითვლებოდა, რადგანაც ამ პატარა მხარეში მდებარეობდა 1400-მდე მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტერი, მაგრამ დღეს ყველაფერი რაც კი ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა მიწასთანაა გასწორებული და ეს გააკეთა სწორედ “ნატომ”, ალბანელი ექსტრემისტების წახალისებით და უშუალო მონაწილეობით.

1999 წელს “ნატოს” ავიაციამ უმოწყალოდ დაბომბა სერბეთის ტერიტორია, დამიზნებით ესროდნენ მართლმადიდებლურ ძეგლებს- გილოცავთ აღდგომას ეწერა ჭურვებზე.

ნატოს ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის აშშ,  ამერიკელები იმყოფებიან  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კომიტეტების ხელმძღვანელ პოსტებზე და სწორედ ისინი არიან ნატოს სამხედრო ოპერაციების ინიციატორები.

იუგოსლავიაში ინტერვენციის მიზეზად ნატოს ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე _ კოსოვოში, მეტოხიაში, აგრეთვე, ბოსნია-ჰერცეგოვინაში _ ეთნიკური წმენდის შეჩერება დაასახელა. სინამდვილეში კი ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იუგოსლავიის არმიის დემორალიზებასა და იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მას აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში საფრთხე არ და ვერ შეექმნა.

იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე 19 ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი იუგოსლავიისას 679-ჯერ სჭარბობდა.

თავდასხმები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა. მოქმედებაში მოყვანილი იყო 1200 თვითმფრინავი, მათ შორის 850 –საბრძოლო.

იუგოსლავიაზე ავიადარტყმები– იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთის, უნგრეთის ტერიტორიებიდან, აგრეთვე, აშშის კონტინენტური ნაწილიდან განხორციელდა.

ნატოს მონაცემებით, მათ  მთლიანობაში 35 ათასი ავიადარტყმა მოახდინეს.

ავიაციის მოქმედებას სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ეხმარებოდა- სამი ავიამზიდის, ექვსი დამრტყმელი წყალქვეშა გემის, ორი კრეისერის, შვიდი ფრეგატის შემადგენლობით.

ხმელთაშუა ზღვაში ოთხი მსხვილი სადესანტო ხომალდი იმყოფებოდა ბორტზე 10 ათასი საზღვაო ქვეითით. ნატოს ავიაციამ 2300 საჰაერო დარტყმა განახორციელა 995 ობიექტზე.

იუგოსლავიას 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა, 25 ათასი ტონა (ზოგიერთი მონაცემით – 79 ათასი) ასაფეთქებელი ნივთიერება დაატყდა თავს.

აგრესიის შედეგად 2 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 7 ათასი დაიჭრა, მათგან  30% ბავშვი იყო.

იუგოსლავიისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 200 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რა კავშირშია იუგოსლავიის დაშლა ნატოსთან? რა მიზანს ისახავდა ნატოალბანელების უფლებების დაცვას თუ იუგოსლავიის დაშლას და მის სრულ კონტროლს? რა უნდა ისწავლოს საქართველომ სერბეთის მაგალითზე?

ნატოს მოქმედება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ სამხედრო ბლოკის თანამედროვე ოპერაციებს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის მაგალითია. უწინარესად კი, ნატომ დაარღვია ვაშინგტონის ხელშეკრულების, ანუ თავისი წესდების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ალიანსის წევრმა-სახელმწიფოებმა “ყველა საერთაშორისო კონფლიქტი, რომლებშიც შესაძლოა, ჩართულნი აღმოჩნდნენ, მშვიდობიანი ხერხებით უნდა გადაწყვიტონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას მსოფლიოში. მან თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან”.

ნატომ, აგრეთვე, დაარღვია თავისი წესდების მე-6 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კომპეტენცია შემოიფარგლება თავისი წევრი-ქვეყნების ტერიტორიებით. იუგოსლავია, მაკედონია, ალბანეთი და ბოსნია კი ნატოს წევრები არ იყვნენ. ნატო კი უხეშად ჩაერია ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში. ნატომ და აშშ-მა ფეხქვეშ გათელეს გაერო, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფოების სუვერენიტეტი.

იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით.

იუგოსლავიაში ნატო იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებსრომლიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა .. კასეტური ბომბები–  იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.

გავიხსენოთ თარიღი- 23 აპრილი 1999 წელი: ნატო ბომბავს ტელერადიოცენტრს  სერბიაში: დაიღუპა 16 ჟურნალისტი .

1999 წლის 21 აპრილს   ნატოს ძალებმა, ტომაჰავკი-ს ტიპის ფრთიანი რაკეტებით,  ცენტრი „ Ушће“  დაბომბეს, რომელშიც  იუგოსლავიის 3 ტელეკომპანიის ოფისი მდებარეობდა,  შენობა სერიოზულად დაზიანდა, ხოლო 23 აპრილს კი სერბიის ტელერადიოცენტრის დაბომბვა განახორციელეს.

 განადგურდა თავად ცენტრი,  დაიღუპა 16 თანამშრომელი, რომლებიც დაბომბვის დროს საკუთარ სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ და ღამის ახალ ამბებს გადაცემდნენ პირდაპირ  ეთერში.  

ნატოს ხელმძღვანელების განმარტებით, დაბომბვის საფუძველს წარმოადგენდა სერბიის რადიოს და ტელევიზიის როლიბელგრადის პროპაგანდისტურ კამპანიაში??!!!….რაც სრულიად გაუგებარია და ბავშვიც კი მიხვდება, რომ „თითიდან გამოწოვილი“ მიზეზია.

რიგი ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, კერძოდ, საერთაშორისო ამნისტიადა «Human Rights Watch» დასკვნით , ეს ფაქტი სამხედრო დანაშაულთა რიგს მიეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ იმ დროს, ნატო ინტერვენციის გასამართლებლად, დასვლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაიწყეს უმძლავრესი კამპანია სერბების დასადანაშაულებლად, რამაც თავისი შედეგი გამოიღო.

 ამერიკული ცინიზმი თუ სიმბოლური დამთხვევა

2016 წლის 24 მარტს, ნატოს ძალების მიერ სერბეთის დაბომბვის მე-16-ე წლის თავზე, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა – 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს, ეროვნულ გმირს, ექს-პრეზიდენტს რადოვან კარაჯიჩს. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გენოციდისა და რამდენიმე სასტიკი სამხედრო დანაშაულის ორგანიზებაში. ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დადასტურებულად მიიჩნია კარაჯიჩისათვის პროკურატურის მიერ წარდგენილი 11-იდან 10 ბრალდება, მათ შორის სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობა და 1992-1995 წლის ომის დროს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, რასაც 110 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ასევე იძიებს ბოსნიელ სერბთა კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩის დანაშაულს. გენერალ მლადიჩის საქმეზე სასამართლომ განაჩენი 2017 წელს უნდა გამოაცხადოს.

აქვე, მინდა გაგაცნოთ საინტერესო სტატია რატკო მლადიჩთან დაკავშირებით:

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=7505&Title=-ratko-mladiCi%3A-natosken-iswrafvian-isini%2C-vinc-sakuTari-xalxis-interesebs-uRalata&lang=ge

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 იხილეთ  ვიდეოები:

https://www.youtube.com/watch?v=ujlsjJK3YFU

https://www.youtube.com/watch?v=sLht01sTS_g

https://www.youtube.com/watch?v=OFRm8l-Y_rs 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 COMMENT

  1. უნდა მოხდეს ხელახალი ძიება და ბრალი უნდა წაეყენოს იუგოსლავიის განადგურების ორგანიზატორებს! უნდა მოხდეს ფერეესის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სრული ნაციონალიზაცია! უნდა მოხდეს კერძო საბანკო სისტემის აკრძალვა!!!… ყველაფერი მოდის მაგათგან!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here