Home რუბრიკები ბლოგი “საძინებლიდან გამოვარდნილთა” შტურმი, ანუ მეტი ქაჯი პარლამენტში?

“საძინებლიდან გამოვარდნილთა” შტურმი, ანუ მეტი ქაჯი პარლამენტში?

908

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ყველაზე აქტუალური იყო .. ქალთა თემა. 3 და 8 მარტს გაურკვეველი სქესის არსებების ასევე გაურკვეველ აქტივობას თითქოს განგებ მიება .. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც ასევექალთა უფლებებსდაუკავშირეს ხსენებულმა გაურკვეველი სქესის არსებებმა, რომლებიც საკუთარ თავს რატომღაცქალებსუწოდებენ.

ეს სწორედ ის “ქალები” არიან, რომლებიც ქვეყანაში წამოჭრილ ნებისმიერ პრობლემას პარლამენტში ქალების რაოდენობის სიმცირეს უკავშირებენ. ანუ, მათ რომ ჰკითხო, თუკი საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა 40 პროცენტამდე მაინც იქნება, მაშინ ამ ქვეყანას აღარც სიღარიბე შეაწუხებს, აღარც შიმშილი და აღარც დაკარგული ტერიტორიების პრობლემები.

საუბარი აღარ არის ე.წ. გენდერულ პრობლემებზე, ანუ, მათი აზრით, შეწყდება ქმრების მიერ ცოლების მკვლელობა, საზოგადოდ, სხვა კრიმინალური ფაქტებიც შემცირდება და საქართველოში საყოველთაო მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს.

დანამდვილებით მართლა ვერავინ გეტყვით, მათი ასეთი “იდეალური” თეორია რომელ სოციალურ-ეკონომიკურ გათვლას ეყრდნობა, მაგრამ, მეცნიერულ განსჯებს თავი რომ დავანებოთ, იმთავითვე საოცარია, ეს უკიდურესად აგრესიული, რადიკალურად განწყობილი და საზოგადოებისთვის აშკარად მიუღებელი არსებები მშვიდობაზე, ურთიერთგაგებასა და ტოლერანტობაზე რომ საუბრობენ.

რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანები ნებისმიერ არჩევით თუ დანიშვნით თანამდებობაზე არა სექსობრივი ნიშნით, არამედ ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით უნდა ხვდებოდნენ. ამ აქსიომასაც თავი რომ დავანებოთ, მდგომარეობა მაინც კატასტროფულია.

საქმე ის არის, რომ ქალებმა მართლაც შეიძლება მოახერხონ დადებითი როლის შესრულება პარლამენტისა თუ სხვა უწყების მუშაობაში, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიქალებისსახელით ლაპარაკობენ, სინამდვილეში სულაც არ არიან აღჭურვილი საქართველოს მდედრობითი სქესის მოქალაქეებისაგან რაიმე წარმომადგენლობითი უფლებით.

ისინი, უბრალოდ, იბრალებენ, რომ საქართველოს ქალთა მოთხოვნებს ახმიანებენ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იღვწიან. ასეთი წიოკობით იზიდავენ უცხოელი .. დონორი ორგანიზაციებისგან გრანტებსა თუ სხვა ტიპის დაფინანსებას და პლუს ამას, ერთგვარი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობენ, .. გამსვლელ პარტიებს თავიანთი თავი საპარლამენტო სიებში ჩაასმევინონ.

არადა, დარწმუნებული ვარ, ქალებს შორის რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ეს “ვითომ ქალები” 5-პროცენტიან მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციასაც ვერ მიიღებენ. ამის დასამტკიცებლად სოციალური ქსელების გადახედვაც კი კმარა, სადაც, სხვათა შორის, აი, ამ “ქალთა უფლებების თავგადაკლულ დამცველებს” უფრო მონდომებითა და გულიანად სწორედ ქალები ლანძღავენ “ფეისბუქპოსტებსა” თუ კომენტარებში, ვიდრე მამაკაცები.

საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებას იწვევს ისიც, რომ, როდესაც ქვეყანაში უამრავი უკიდურესად ღატაკი და მშიერი ადამიანია, ბიუჯეტიდან ფინანსდება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაშიქართველ ქალთასამთავრობო და არასამთავრობო დელეგაციების მრავალდღიანი ვიზიტები, რომელთა დროსაც ისინიქალთა უფლებების დაცვისთემაზე გამართულ კონფერენციებში მონაწილეობენ.

ერთერთი ასეთი კონფერენცია, ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებშიც მიმდინარეობს ოკეანის გაღმა და იქქართველი ქალებისსახელით ორ კვირაზე მეტი ხნით წარგზავნილ რამდენიმე ათეულ მდედრობითი სქესის უსაქმურზე რა თანხა იქნება დახარჯული, თავად დათვალეთ

ჩვენ მხოლოდ შემოგთავაზებთ “ქალთა უფლებების” ერთ-ერთი უცხოელი დამცველის სატელევიზიო კომენტარს:

როგორც გვითხრეს, საქართველოში ჯერაც უმრავლესობაში არიან ქალები, რომლებიც ოჯახს მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე კარიერას. ჩვენი მიზანია, ასეთი ქალების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ინტენსიურად ვმუშაობთ ამაზე, რათა ყველა ქალამდე მივიტანოთ აზრი, რომ კარიერა არ არის ოჯახთან შედარებით უმნიშვნელო”.

შეფარულ ჩანაფიქრზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მგონი, ამ ფრაზაში საკმაოდ ღიად არის გამოხატული, რა ტიპის მახინჯი მსოფლმხედველობის დამკვიდრებასაც ფუთავენ ეს გონებრივად მახინჯი ადამიანები “ქალთა უფლებებად”. ასეთი პროპაგანდა, სამწუხაროდ, გარკვეული დროით, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას შედარებით არამტკიცე ნებისყოფის მქონე ქალბატონებზე და, როდესაც ისინი უკვე ხვდებიან, რა “ხაფანგშიც” აღმოჩნდნენ, ხელში მხოლოდ არეული პირადი ცხოვრება და დეპრესიული ფსიქიკა შერჩებათ ხოლმე.

საბედნიეროდ, ქალთა უმრავლესობა ნამდვილად არ არის ისეთი უგუნური, რომ ამ მახინჯ პროპაგანდისტებს აჰყვეს. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ სოციალურ ქსელებში ქალების მიერ ამ თემაზე დატოვებული კომენტარები:

* “თქვენ ვინ დაგავალათ ჩემი დაცვა, თქვე არასრულფასოვანო და დაკოპლექსებულო ვითომ ქალებო?”

* “აუ, მართლა ვერ გავიგე, ვისგან და რისგან მიცავთ?! არასოდეს მამაკაცებისგან დაცვა არ დამჭირვებია და, თუ დამჭირდება, თქვენნაირ დებილებს მაინც არ შევაწუხებ. უთქვენოდაც მშვენივრად დავიცავ თავს”.

*”რა ამათი ტუტუცი თავის საქმეა, ჩემთვის რა იქნება უფრო მნიშვნელოვანი? ვინ გეკითხებათ თქვენ, ოჯახს დავაყენებ წინა პლანზე თუ კარიერას? წადით რა, თქვენს არეულ პირად ცხოვრებას მიხედეთ, თქვე არაქალებო!”

* “ამათ ვინ სთხოვა ჩვენთვის ჭკუის დარიგება?! მიდით რა, ჭამეთ ეგ მუქთა ფულები და ჩუმად მაინც იყავით, თუმცა, ჩუმად რომ იყოთ, გრანტებს ვიღა მოგცემთ?”

* “რატომ ლაპარაკობთ ქალების სახელით? ვინ მოგცათ ამის უფლება? მე, პირადად, მრცხვენია, რომ ქართველი ქალების სახელით უცხოეთში თქვენნაირი არაქალები ლაპარაკობენ!”

* “ვაიმე, გვაცალეთ რა ცხოვრება და ქალობა. რომ გამოვარდებით და გაიძახით, ქართველი ქალები ასე იჩაგრებიან, ისე იჩაგრებიანო, ჯერ გვკითხეთ, რა, საერთოდ გვინდა, რომ ჩვენი სახელით ილაპარაკოთ?”

აი, ასე ეხმაურება ქალების უმრავლესობაქალთა დამცველებისაქტიურობას და, როგორც ჩანს, ქალები სწორედ ამქალთა უფლებების დამცველებისგანუფრო არიან დასაცავები, ვიდრე მამაკაცებისგან.

მაგრამ რა უნდა გააწყო ადამიანმა, როდესაც ყველაფერი მათ ხელშია, კარგად აღჭურვილი და დაფინანსებული მედიასაშუალებების 90 პროცენტი სწორედ მათ ემსახურება და მათ პროპაგანდას უწყობს ხელს?

აშკარად ამის გამოძახილია ისიც, რომ ეს ადამიანები, საპროტესტო აქციებზე დიდი ვაივაგლახით თავმოყრილ 50-100 კაცს უკვემთელ საზოგადოებასარქმევენ და ისეთი ჰონორით აყენებენ ამა თუ იმ სრულიად მიუღებელ მოთხოვნას, გეგონება, ყველაზე ცოტა, ნახევარი მილიონი ადამიანი გამოეყვანოთ ქუჩაში.

გამოცდილი თვალი და დიდი დაკვირვება არც სჭირდება ამის შემჩნევას. მაგალითად, კადრში ჩანს, სულ რაღაც, 100-მდე ადამიანი და ისმის ტელეწამყვანის ხმა: “საზოგადოება ერთხმად მოითხოვს…” ან “საზოგადოებამ დაგმო…”, ანდა “საზოგადოება ერთსულოვანია იმაში, რომ…”, ან კიდევ: “საზოგადოებრივი პროტესტი ერთსულოვნად დაფიქსირდა…”

და ასე შემდეგ…

ეს ყოველივე _ მაშინ, როდესაც, თუკი საქმე ეხება ისეთ თემებს, რომლებიც ამ მედიასაშუალებებს, არასამთავრობოებსა და მსგავს წარმონაქმნებს ხელს არ აძლევთ, ქუჩაში ათასობით ადამიანი რომ დააყენოს ვინმემ, ჟურნალისტებს არ ავიწყდებათჟურნალისტური მიუკერძოებლობისსტანდარტი და მზად აქვთ გამოთქმა: “საზოგადოების ნაწილი…”

სწორედ ასე “ერთხმად” გამოვიდა დაახლოებით 150 ადამიანი “ეს შენ გეხება”-ს ორგანიზებულ აქციაზე, რომლის მთავარი ლოზუნგი “გაეთრიე ჩემი საძინებლიდან” “ქალთა უფლებების დამცველ” ცნობილ არაქალს _ ბაია პატარაიას ეჭირა…

გასაგებია, რომ ამ ლოზუნგით აქციის მონაწილენი ითხოვდნენ, უჩინარი ვიდეოკამერა გათრეულიყო მათი საძინებლიდანსამაგიეროდ, ხელს არ აძლევდათ და ამიტომდაავიწყდათ”, რომ გავრცელებული .. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების არც ერთი მსხვერპლითავის საძინებელშიარ იყო გადაღებული. ხოლო, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ქვეყნის მმართველ რგოლებში ისეთი უზნეო ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ოფიციალური მეუღლეები და მაინც ერთი კვირის გაცნობილ ვიღაც “პაცნებს” დაჰყვებიან სასტუმროს ნომრებსა თუ საუნებში, ამის შესახებ ამავე გაზეთის წინა ნომერში უკვე დავწერე.

აკი, სწორედ ეგაა მთავარი პრობლემა _ ამ ადამიანებს, საკუთარ საძინებელში რომ დატეულიყვნენ, ვერც ვერავინ გადაიღებდა და ვერც ვერავინ დააშანტაჟებდა!

მაგრამ ამ პრობლემის ამ ჭრილში დანახვა ხსენებულ პერსონებს ხელს არ აძლევთ. ეგ კი არა, იუსტიციის მინისტრი საჯაროდ ამუნათებს ტელეეთერით საზოგადოებას: “ჩვენ არ გვჭირდება ვირზე შესმული ახალი მარიტები, ამიტომ ყველამ თავი დაანებეთ ციციკორეობას!”

ხედავთ? ამ გავარდნილ კახპებს თურმე ნარგიზობაც არ სურთ, პირდაპირ მარიტობას ეტანებიან! ხოლო საზოგადოებას აშინებენ _ თუკი ჩვენგან, ანუ მაღალი თანამდებობის პირებისგან, ელემენტარული, მინიმალური ზნეობის დაცვას მაინც მოითხოვთ, ციციკორეებად მოინათლებითო.

არაერთხელ ვთქვი და კვლავ გავიმეორებ: დანაშაულია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს კადრები გადაიღო ან გაავრცელა, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ, ვინც ამ უზნეო და კახპა ჩინოსნებს მარიტას ადარებს, ხოლო დაზაფრულ საზოგადოებას მინიმალური ზნეობის დაცვის მოთხოვნის გამო ციციკორეს უწოდებს, მას არც მხატვრული ლიტერატურის და არც მხატვრული ფილმის სწორად აღქმისა და გააზრების უნარი არ აქვს

კომიკური იყო ისიც, რომ “საზოგადებისგან ერთხმად მხარდაჭერილად” გასაღდა საქართველოს პრეზიდენტის სრულიად სამარცხვინო გამოსვლა “მდიდარი სექსის” შესახებ… და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც “ერთხმად დათანხმებული საზოგადოება” დაახლოებით 70-მდე ადამიანი იყო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალების თავისუფლებისა და ქალობის გამოვლინებებისა რა გითხრათ და, ქაჯების ბოგინისა და ქაჯობის ფაქტების მომსწრენი კი ნამდვილად ვართ

ამიტომ, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მათ ლოზუნგში “მეტი ქალი _ პარლამენტში!” ერთი ასო შევცვალოთ და ასე ვთქვათ: მეტი ქაჯი პარლამენტში!”

ზევითაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: არ ვარ წინააღმდეგი და მგონია, რომ ქალების, ნორმალური ქალების, მართლა ქალების გაქტიურებამ თუნდაც პარლამენტში და თუნდაც სხვა დაწესებულებაში, რაღაცები მართლაც შეიძლება შეცვალოს დადებითადმაგრამ, აი, ქაჯების შემოსევა ამავე სტრუქტურებში რა შედეგს მოგვიტანს, ამაზე, ალბათ, კარგად გვმართებს დაფიქრება.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here