Home რუბრიკები საზოგადოება “უფრო დიდი უზნეობაა, როცა ისინი, ვინც მოსმენისა და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ...

“უფრო დიდი უზნეობაა, როცა ისინი, ვინც მოსმენისა და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ ნერგავდა, დღეს მორალსა და ამორალიზმზე ქადაგებენ”

472

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დასაქართველოს გზისსაპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 “პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად არის პირადი თავისუფლების შელახვა და, ამდენად, მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი _ ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება, მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა, როცა ისინი, ვინც ამ მუდმივი მოსმენისა და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალსა და ამორალიზმზე ქადაგებენ.… ეს არის მართლაც ცინიზმის, უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალი… და “რუსთავი 2”-ის კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება “ტერორს”, როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე საუბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხილებს, მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამგვარად დასცინიან!” _ წერს ზურაბიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here