Home რუბრიკები ბლოგი კონსტიტუციაში ოჯახის ინსტიტუტის განსაზღვრებას ამერიკის ელჩი იან კელი ეწინააღმდეგება

კონსტიტუციაში ოჯახის ინსტიტუტის განსაზღვრებას ამერიკის ელჩი იან კელი ეწინააღმდეგება

684

თბილისი 24“-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის ინსტიტუტის დაზუსტებას და განსაზღვრებად– “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” – ჩანაწერის გაკეთებას ამერიკის ელჩი, იან კელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

სწორედ ესაა, ერთ- ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რესპუბლიკური პარტია არ ეთანხმება ან ნორმას.

„ ჩვენ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და ამიტომ “რესპუბლიკური პარტია” ამ ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა”, – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი.

კონსტიტუციაში სიტყვა “ოჯახი” საერთოდ არაა განმარტებული, ხოლო ქორწინების ასეთი დეფინიციაა: “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.”

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა პირველად, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის პრემიერ -მინისტრობის პოსტზე ყოფნისას გააჟღერა:

„ გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ, ეს არის ჩვენი ერის უფლება, მოვახდინოთ აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრება იყოს კონსტიტუციურად გამყარებული”, – აცხადებდა მაშინ ღარიბაშვილი. სხვათაშორის, მის პოსტიდან წასვლას რიგი ექსპერტები, სწორედ რომ ამ ინიციატივას უკავშირებდნენ.

როგორც ცნობილია,  ამის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს“.

რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის ასეთი რამ სულაც არაა “ახალი ხილი”- ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად, აშშ-ის 36 შტატში ითვლებოდა. 2015 წლიდან კი ქვეყნის მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილებით, კანონი ამერიკის ყველა შტატში ამოქმედდება. შედეგი ორი ათეული წლის კულმინაციას წარმოადგენს.

2015 წლამდე, შტატებში 390,000-ზე მეტი ერთსქესიანთა ქორწინება დარეგისტრირებული. თუმცა, სხვა შტატებში მცხოვრები 700 000 წყვილი ვერ ახერხებდა ოფიციალურად ქორწინებას. კანონის მიღების შემდეგ, ცხადია ეს „ხარვეზი“ მარტივად აღმოიფხვრა.

ამერიკის ამჟამიდელი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა,  2012 წლიდან მხარს უჭერდა აღნიშნული კანონის მიღებას.

კანონს მხარს უჭერდნენ აგრეთვე, ცნობილი პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც იტყვიან ხოლმე:  „თავში ქვა უხლიათ, როგორც უნდათ ისე იცხოვრონ“-ო, მე რა უნდა მადარდებდეს?! მაგრამ არც მთლად ასე არაა საქმე, ეს „ვირუსი“ გადამდებია და  თანაც როგორ!

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში ამერიკის ელჩი ტედ ოსიუსი და მისი ქმარი, კლეიტონ ბონდი სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ყველაზე ცნობილი გეი წყვილია. ოსიუსი ელჩად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა და მას შემდეგ ქმართან და შვილებთან ერთად ვიეტნამში ცხოვრობს.

რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ახლავე მოგახსენებთ:

თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვიეტნამის მთავრობამ ის ნორმა გააუქმა, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებას უკრძალავს. მეორე შვილი წყვილმა ვიეტნამში იშვილა, რითაც ქვეყანაში ლგბტ უფლებებისთვის მოძრაობის დაწყებას ჩაუყარ საფუძველი.

კომუნისტურმა მთვრობამ ქორწინების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, თუმცა კანონმდებლობა ლგბტ ქორწინებას ოფიციალურად მაინც არ აკანონებს. თუმცა ამის მიუხედავად ვიეტნამელ ახალგაზდრდებს „სტიმული“ უკვე გაუჩნდათ, პრეცედენტი სახეზეა და შედეგიც არ დააყოვნებს- „მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“!

ასე, ამ გზით ხდება ამერიკელების მიერ ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება მთელს მსოფლიოში, რაც ჩემი აზრით ადამიანთა მოდგმის დასასრულის დასაწყისს წარმოადგენს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს  გეების, პიროვნულად ვიყო წინააღმდეგი, ან ღმერთმა დამიფაროს ვერჩოდე მათ,  არა რათქმაუნდა, ეს ყველა ადამიანის პირადი გადასაწყვეტია- რა და როგორ, ანაც  ზოგ ადამიანში მსგავსი გადახრა შესაძლოა თავიდანვე იყოს ჩადებული, მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინებების ასეთი აფიშირება, პოპულარიზაცია და მით უმეტეს „დაძალება-დაკანონება“, მით უმეტეს ჩემს ქვეყანაში, სრულიად მიუღებელია,

                                                        კონსტანტინე ჩიკვილაძე

ფოტო: ვიეტნამში ამერიკის ელჩი ტედ ოსიუსი და მისი ქმარი, კლეიტონ ბონდი

1 COMMENT

  1. ახლა ამათ მითითების გარეშე თუ ვერ ვიცხოვრებთ,ნუღარ იტყვით დამოუკიდებლობას.

  2. საქართველოში ეს არასდროს მოხდება, ბატონო ელჩო! ასე რომ, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება პრეტენზიის გარეშე!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: revazi nefaridze Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here