Home რუბრიკები პოლიტიკა იან კელი: საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თვითონ ნატო იქნება მზად

იან კელი: საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თვითონ ნატო იქნება მზად

513

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ნატოში საქართველოს გაწევრებაზე ისაუბრა.

 “საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს,  რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. მე კარგად ვიცი ნატოს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე, ალბათ, ის არის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც – თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს. საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თვითონ ნატო იქნება მზად”, – განაცხადა ელჩმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here