Home რუბრიკები საზოგადოება მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი გაანგრიეს

მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი გაანგრიეს

573

მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი ხელით ნაკეთი სანგრევი მოწყობილობის საშუალებით გაანგრიეს. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება

გავრცელებული ცნობით, მიგრანტების შეჩერება მაკედონიის პოლიციამ ცრემლმდენი აირით სცადა. მაგრამ მათმა ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც შეძლო. უცნობია, თუ რამდენი მიგრანტი გადავიდა მაკედონიის ტერიტორიაზე. მიგრანტთა უმრავლესობა, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპამდე ცდილობს ჩასვლას, ძირითადად, სირიიდან და ერაყიდანაა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპა ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here