Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, შიშით ვერაფერი უთქვამს,...

თამაზ მეჭიაური: საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, შიშით ვერაფერი უთქვამს, ყველაფერს ფობიას ეძახიან

472

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ადიგენში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება. და უმცირესობები გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე უმრავლესობა.

 “საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ანუ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას და ყველაფერს ფობიას ეძახიან. იზღუდება მართლმადიდებლების უფლებებიც იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ მთავრობას, რასაც არასოდეს აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პოზიციებს არ ეთანხმება. ასე რომ, გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ უმცირესობები, ვიდრე უმრავლესობა“, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here