Home რუბრიკები ბლოგი რაო “დეიდა ნატომ” _ გვშია თუ გვეძინება?

რაო “დეიდა ნატომ” _ გვშია თუ გვეძინება?

953

ნატოსაქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, უკვე გვითხრეს, რომ კარი, რომელიც აქამდე მთელი 20 წელიწადი ღია იყო, მოულოდნელად ორპირმა ქარმა მიაჯახუნა, ჩაკეტა და ამდენ ხანს სულ ღია მდგომარეობაში არსებული ანჯამები ისე დაჟანგულა, რომ მიხურვის შემდეგ ვეღარ ბრუნავს და დახურულ მდგომარეობაში გაიჭედა. ამის გამო საქართველოსლომის სწორმათავდაცვის მინისტრმა საგანგებო ზომები რომ მიიღო და ნატოში ფანჯრიდან შესვლის გეგმას ამუშავებს , თინა ხიდაშელმა თვითონვე გვითხრა, არ დაუმალავს. გასარკვევი ისღა იყო, როდესაცნატო დეიდადაგვიძახებს, მერე უნდა გადავხოხდეთ ფანჯარაში, თუ, როცა მზად ვიქნებით და მოგვინდება, მაშინ უნდა გადავძვრეთ ფანჯრიდან?

აგერ, ამ ორი დღის წინათ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ბატონმა იან კელიმ ამაშიც უცებ გაგვარკვია. “საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თვითონ ნატო იქნება მზად ამისთვის”, _ განაცხადა ელჩმა და ყველა იმედი მოუსპო მათ, ვისაც ეგონა, რომ ფანჯარაში გადაძრომა “ნატო დეიდას” მოხმობის გარეშეც შეგვეძლო.

ახლა უკვე ფაქტია: ჩვენ სრულიად მშვიდად ნიჩბებით უნდა ვითამაშოთ ეზოში დაყრილ სილაში და ველოდოთ, როდის დაგვიძახებს “ნატო დეიდა”: “კარგი ახლა, საქართველო, გეყოფა თამაში, ამოდი!”

ამაზე ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება:

ცოტა გონებასუსტი ბავშვი ეზოში თამაშობს.

დედა ეძახის ფანჯრიდან.

_ ამოდი, შვილო, სახლში!

_ რატო, დედი, მშია?

_ არა, შვილო, გეძინება!

საქართველოსა და ნატოს დამოკიდებულება ამ ანეკდოტს მხოლოდ იმიტომ კი არ მაგონებს, რომ ჩვენ ეზოში უნდა ვითამაშოთ, ვიდრენატო დეიდაფანჯრიდან დაგვიძახებს, არამედ იმიტომაც, რომ უკვე კარგა ხანია, სწორედ ამ გონებასუსტი ბავშვივით, ჩვენც აქეთ გვასწავლიან და გვეუბნებიან, “გვშიათუგვეძინება”.

აბა, გადავხედოთ ჩვენს გავლილ გზას ნატოს ჯერ მუდამ ღია და შემდეგ უცებ მოჯახუნებული კარისკენ:

* 1995-2000 წლები. საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ნატოს წევრი გახდეს, ეს მოიტანს თქვენი ქვეყნისთვის დაცულობისა და სიმშვიდის განცდასა და გარანტიას.

* 2000-2005 წლები. საქართველოსთვის ჯერ ნატოს წევრობა არ არის საჭირო, საგზაო რუკა უნდა აიღოთ, ე.წ. მაპი. წევრობა ჯერ არაფერში გჭირდებათ.

* 2005-2010 წლები. საქართველოს ჯერ მაპი არაფერში სჭირდება. თქვენთვის ის შეფასებები, რომლებიც სამიტზე მოგცეს, მაპ-ზე უკეთესია. ჯერ თქვენ გჭირდებათ “ასპირანტი ქვეყნის” სტატუსი ნატოში. მაპი რად გინდათ? საერთოდ, არაფერში არ გჭირდებათ მაპი.

* 2010-2015 წლები. საქართველოს რად უნდა “ასპირანტი ქვეყნის” სტატუსი? ჯერ გჭირდებათ “ღია კარის პოლიტიკა” ნატოში. ეს არის ყველაზე კარგი თქვენთვის.

* 2015-დან, სავარაუდოდ, 2020 წლამდე. საქართველოს “ღია კარი” რისთვის სჭირდება ნატოში? თქვენ ხომ არც ფანჯრიდან გაგიჭირდებათ შემოსვლა, ისეთი მაგრები ხართ! ახლა კარი ღია რომ დაგიტოვოთ, რუსეთი გაბრაზდება და ეს თქვენი უსაფრთხოებისთვისაც ცუდია. მთავარია, თქვენი სწრაფვა ნატოსკენ, თორემ კარი ღია იქნება თუ დახურული, ეგ არაფერი! თქვენ ახლა რაღაც უფრო სხვა გჭირდებათ, მალე მოვიფიქრებთ და გეტყვით, რაც გჭირდებათ, ოღონდ ეს ნამდვილად არ არის არც წევრობა, არც რუკა, არც ასპირანტობა და არც ღია კარი. ითამაშეთ თქვენთვის მანდ ეზოში და ჩვენ ფანჯრიდან გადმოგძახებთ, რაც გჭირდებათ.

აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა!

ეს ჩამონათვალი პირობითად არის დაყოფილი ხუთწლედებად. რეალურად, ხან 4-წლიანი, ხან 6-წლიანი და ხან კიდევ მეტ-ნაკლები დაყოვნებებით ნატოს სხვადასხვა გენერალური მდივანი გვეუბნებოდა ხოლმე ამ ფრაზებს.

არც იმას აქვს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა, კონკრეტულად ვინ იყო ამა თუ იმ დროს საქართველოს ხელისუფლებაში. ნატოს ხელმძღვანელობა ნებისმიერი ხელისუფლის პირობებში მართლა გონებასუსტი ბავშვივით გვარიგებდა ჭკუას, _ რაგვჭირდებადა რა არის ჯერ ჩვენთვისნაადრევი”; ანუ, ანეკდოტს რომ დავესესხოთ, ყოველთვის გვკარნახობდნენ, “გვშიათუგვეძინებადა ამაში ყველაზე მეტად, რაღა თქმა უნდა, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში, ბატონი ჯეიმს აპატურაი გამოირჩეოდა.

დღესაც, ნატოს მოდევნო (ვინ მოთვლის, უკვე მერამდენე მას შემდეგ, რაც ასე მოუთმენლად ველოდებით ჩვენ, გონებასუსტი ბავშევბი დეიდა ნატოს დაძახილს) სამიტის წინ სწორედ ჯეიმს აპატურაიმ გვითხრა, რომ თურმე უკვე არც “გვშია” და არც “გვეძინება”. ალბათ, ჯერ “ფიში უნდა ვქნათ”.

ჯერჯერობით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს არც ნატოს წევრობა გამოადგება და არც საგზაო რუკა. მომდევნო სამიტზე საუკეთესო გზას შემოგთავაზებთ, მაგრამ ეს არც წევრობა იქნება და არც მაპი”, _ ისეთი სერიოზულობით განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, რომ მუდამ ხუნტრუცა თინა მთავარსარდალიც კი დაადინჯა.

მაგრამ “ქალბატონი შვეიკი” ხომ ხუნტრუცის გარეშე დიდხანს ვერ ისვენებს და მანაც უმალ გამოაცხო მორიგი “ბრძნული” განცხადება: “რუსეთისთვის დიდ პრობლემას წარმოვადგენთ მე და ჩემი მეუღლე”.

თინა ხიდაშელისგან ასეთ სულელურ განცხადებებს მიჩვეული კი ვართ და ამას წინათ უკვე განაცხადა, რომ თურმე პუტინს ისე ეშინია მისი, მთელი ღამეები “თინა, ატსტან ოტ მენია!”-ს გაიძახის. მაგრამ ამჯერად ფანტაზია კიდევ უფრო გაიშალა და პუტინს ჩვენი თავდაცვის მინისტრი აწი, როგორც ჩანს, მეუღლესთან ერთად მოელანდება.

ჰოდა, როგორ გგონიათ, რა უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტის ასეთი შიშისა და კანკალის მიზეზი თინასა და დათოს მიმართ? _ სწორედ მათი დაუოკებელი სწრაფვა ნატოსკენ!

“ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა მითხრა, შენ და შენი მეუღლე ისე ხშირად საუბრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ეს უკვე დიდ პრობლემას წარმოდგენსო”, _ სრული სერიოზულობით აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მეც, ამ საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი, სრული სერიოზულობით ვსვამ კითხვას: ნუთუ შეიძლება, სახელმწიფო, რომელსაც ამ დონის შტერი თავდაცვის მინისტრი ჰყავს ან ნატოში შევიდეს, ან სადმე რომელილმე ნებისმიერ სხვა სამხედრო გაერთიანებაში? ადამიანს, რომელსაც რომელიმე სახელმწიფოს, მით უფრო, რუსეთის წარმომადგენელი ასე ეკაიფება და ამას ისე სერიოზულად აღიქვამს, რომ მედიასთანაც კი საუბრობს, თუ ვინმე არ დაეხმარა, თვითონ ნამდვილად გაუჭირდება გაერკვეს: “შია”, “ეძინება”, “ეფსიათუატაში უნდა”.

არა, რამ უნდა მათქმევინოს, რუსეთს ამცოლქმარ შვეიკებზეუფრო დიდი პრობლემა არ მიცეს ღმერთმა საქართველოს მხრიდანმეთქი, ეს ხომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აშკარა დალოცვა გამოვა?!

უმჯობესია, ასე ვთქვა; ეს უმაქნისი და ტრაბახა ქალი და მისი პოლიტიკოსის ბუტაფორია მეუღლე, ნეტავ, ყველაზე მცირე პრობლემად მოსჩვენებოდეს მალე რუსეთს და ნეტავ, ისე აეწყობოდეს ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ მალე ამ ბუმბერაზ სახელმწიფოს მართლა სერიოზულად აღექვას ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, რათა საქართველომ რეალურად შეძლოს საკუთარი ინტერსების მინიმუმის გატარება მაინც რუსეთ-ამერიკის დაუნდობელი დაპირისპირების ფონზე!

მანამდე კი, როცა ჯერაც ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები გვყავს სათავეში, მგონი, აზრიც არ აქვს სერიოზულად იმის განხილვას, თუ რას მოგვცემს ჯეიმს აპატურაი და მისნაირები ნატოს უახლოეს სამიტზე. მოდი, ისევ ანეკდოტის ენაზე შევხედოთ ამ ამბავს:

სულელ კაცს ფრინველების ბაზარში თუთიყუშის ყიდვა უნდა. ერთი თაღლითი ვაჭარი შეამჩნევს, რომ სულელია და ძვირფასი თუთიყუშის ფასში ჩვეულებრივ ბუს მიჰყიდის, _ ეს განსაკუთრებული, სხვანაირი თუთიყუშია, წაიყვანე და ცოტა ხანში ლაპარაკსაც თვითონ ისწავლისო.

ცოტა ხნის შემდეგ ბუს მყიდველი ისევ გამოჩნდება იმ ბაზარში და თაღლით გამყიდველს, დამალვას რომ ცდილობს, სწორედ მაშინ წაადგება თავს. გამყიდველი საყვედურის ნაცვლად დიდ მადლობას მოისმენს და თვითონაც გაოცდება:

_ როგორ, ნუთუ ლაპარაკი ისწავლა?

_ არა, ლაპარაკი ჯერ არ უსწავლია, სამაგიეროდ, გაფართოებული თვალებით ყურადღებით მისმენს! _ კმაყოფილი ეტყვის თუთიყუშის ნაცვლად ბუს მყიდველი სულელი.

აი, დაახლოებით ასე იქნება ჩვენი საქმეც.

მოგვცემენ ნატოს სამიტზეთუთიყუშისნაცვლადბუსდა მე თქვენ გეტყვით, თინა ხიდაშელის მსგავსისახელმწიფო მოღვაწეებისხელში საყვედურის მთქმელი მაინც იქნება ვინმე თუ რა?!

პირიქით, “თუთიყუშის” ნაცვლად მიღებული “ბუთი” კმაყოფილთა რიგებიც კი დადგება _ თუ ვერ ლაპარაკობს, სამაგიეროდ, ძალიან კარგად გვისმენსო.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. \\\”ნუთუ შეიძლება, სახელმწიფო, რომელსაც ამ დონის შტერი თავდაცვის მინისტრი ჰყავს ან ნატოში შევიდეს, ან სადმე რომელილმე ნებისმიერ სხვა სამხედრო გაერთიანებაში?\\\”

    შეიძლება! აგერ ეზოში ბავშვები ომობანას თამაშობენ!

  2. თინა გენერალ-გორსალა, ფანჯრიდან აპირებდა ნატოში შეპარვას, მაგრამ ვაგლახ! ერთი ადგილი ვერ შეტია, ხოლო უსუპას გოგრა თავი გაეჭედა.

  3. შენ გაიხარე რა მაგრად ვიცინე სიტუაციაზე მორგებულ ანეგდოტებზე

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here