Home რუბრიკები პოლიტიკა რაც უნდა ელჩმა მიბრძანოს, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა

რაც უნდა ელჩმა მიბრძანოს, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა

612

რატომ უნდა იყარონ კენჭი ცალცალკექართულ ოცნებაშიშეჩურთულმა პარტიებმა

მართლაც პარადოქსების ქვეყანაა საქართველო _ “ქართული ოცნებისხელისუფლებაში წარმმართველ ძალად მარად 2-3-პროცენტიანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია მოგვევლინა, ანუ პარტია, რომელიც ყოველთვის მიუღებელი იყო ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისთვის და ახლა, ქოცების ხელისუფლების პირველი ოთხწლიანი ვადის მიწურულს, ეს მიუღებლობა უკვე ბიოლოგიურ ზიზღად ტრანსფორმირდამიუხედავად ამისა, რესპუბლიკელები არად აგდებენ ქართველი ხალხის განწყობას და, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მით უფრო მატულობს მათი პოლიტიკური ამბიციები.

მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ამ “უძველესი” პარტიისა და მისი ლიდერების განვლილ გზას:

რესპუბლიკელი ძმები ბერძენიშვილები, როგორც დისიდენტები, ისე რომ შევიდნენ საბჭოთა სუკის იზოლატორში და იქიდან “სუკებად”, ანუ “კგბ”-ს ნომრიან “სტუკაჩებად” გამოვიდნენ, არახალია და ამიტომ თავს დიდად არ შეგაწყენთ მათი ბიოგრაფიის ამ მონაკვეთზე საუბრით, მით უფრო, რომ ჩვენი გაზეთის მკითხველს, რომელსაც კიდევ ერთხელ სურს, დაწვრილებით გაიხსენოს ეს ამბები, შეუძლია, “დაგუგლოს” და წაიკითხოს თქვენი მონა-მორჩილის მიერ “საქართველო და მსოფლიოში” რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნებული სტატიები: “ბალადა ნასუკარზე” და “როგორ იქცა სპილო კურდღლად”…

ყოფილისტუკაჩები”, როგორც ცნობილია, ჰოდა, ძმებმასტუკაჩებმათავიანთმხოლოდ ქაღალდზე არსებულ” (ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში მიცემული ჩვენების მიხედვით) პარტიასთან ერთად იმ ბედნიერ დღემდე მიაღწიეს, როცა სსრკ დაიშალა, მაგრამ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობაში რესპებს, აბა, ვინ მიასუნინებდა და ისინიც მტრად მოეკიდნენ ეროვნულ მოძრაობას _ მათმხედრიონთანერთად არცთუ უკანასკნელი როლი ითამაშეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობის დამხობაში; ამიტომ ჯერ კიტოვანიოსელიანის სამხედრო საბჭოში მოხვდნენ, ხოლო შემდეგ, შევარდნაძის მიერ გამართული არჩევნების შედეგად, სადაც არავითარი ბარიერი არ არსებობდა, 2%-იანი რეიტინგის შესაბამისი რამდენიმე მანდატი ერგოთ უზენაეს საბჭოში.

ეგ იყო და ეგ, ყველა მომდევნო არჩევნებში ვინმესთან ალიანსის გარეშე რესპუბლიკურ პარტიას საარჩევნო ბარიერი არასოდეს გადაულახავს და მუდამ პარლამენტს გარეთ რჩებოდა.

თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ყველაფერს კადრულობდნენ _ საზოგადოებას ემახსოვრება, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ როგორ მიხოხდნენ და დაუჩოქეს ძმებმა ბერძენიშვილებმა მათზე გამწყრალ ზურაბ ჟვანიას, _ არიქა, გვაპატიე, პარლამენტს მიღმა არ დაგვტოვოო…

ილია ჭავჭავაძე _ მე ასეთ პოეტს არ ვიცნობ”; “ლადო ასათიანისჰეი, თქვენ, არაგველებომკვდრადშობილი ლექსია”; “რესპუბლიკურ პარტიას რეიტინგი რომ არა აქვს, ამიტომ არის საქართველო ჩამორჩენილი ქვეყანა და პირიქით: რესპუბლიკელებს მაშინ გვექნება მაღალი რეიტინგი, როცა ქართველი საზოგადოება გაიზრდება”; “სტალინი ვაჟაფშაველას ნაბიჭვარი იყო _ აი არასრული ჩამონათვალი ნასტუკაჩარილევან ბერძენიშვილის საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებებისა…

ქართული დემოკრატიის ამოცანანაციონალური მოძრაობისგადარჩენაა”, _ ამ ფრაზის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და შეთავსებით თავდაცვის მინისტრის ქმარი ის კაცუნაა, რომელიც კომუნისტური პატრიის რიგებში 1989 წლის 13 აპრილს შევიდა, ანუ სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ლამის მთელი საქართველო კომპარტიისა თუ კომკავშირის მანდატებს საჯაროდ, დემონსტრაციულად ხევდა და წვავდა _ ხომ წარმოგიდგენიათ, დღეს დემოკრატიული იდეალებისთვისმებრძოლიპარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი როგორ კარიერას უმიზნებდა იმხანად?

სსრკ რომ არ დანგრეულიყო, დღეს ევროკავშირის დროშა კი არ იფრიალებდა მის კაბინეტში, არამედ დიდი ლენინის სურათის ქვეშ იქნებოდა წამოპლაკული!

თინა ხიდაშელი?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეთავსებით პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს ნატოში შესვლის სანაცვლოდ. აი თინას კიდევ ერთიმარგალიტი”: “კოჰაბიტაცია საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა იყო”…

ცოლ-ქმარი შვილებს პატრიოტობას კი არ ასწავლის, არამედ ე.წ. თავისუფალ ადამიანებად ზრდის, რათა მერე თვითონ გადაწყვიტონ, სამშობლოზე ილოცებენ თუ მამონაზე. ეს ბუდარიხა დედაკაცი სხვის მამლუქ შვილებს კი უცხო მიწაზე თავგანწირვისკენ მოუწოდებს!

აი რას ამბობს ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია: ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება პროგრესის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია”(!); კორძაიას ამფრთიანი ფრაზისგამო ვაჟკაცინახალოვკელები”, რომ იტყვიან, იდაყვებს იჭამენ, _ ეს რა დაგვემართა, როგორ შემოგვიცურეს ეს ბუდარიხა დედაკაციო.

რესპების ნულოვანი რეიტინგი საქართველოში ნიშნავს მაღალ რეიტინგს ამერიკაში, ამიტომ ოკეანისგაღმელი მფარველ-დამფინანსებლები ყოველთვის უზრუნველყოფდნენ მათ არსებობას პარლამენტს მიღმა და ცდილობდნენ მათი რეიტინგის ამაღლებას, მაგრამ “უმადურ” ქართველებს ვერაფრით შეგვაყვარეს რესპები.

საზოგადოებას შევახსენებ ირაკლი ალასანიას მიმართ მოლოდინს, რომ აშშ-დან დაბრუნებული ეროვნულ ოპოზიციას ჩაუდგებოდა სათავეში, მაგრამ სულ ტყუილად _ იმხანად 80%-იანი რეიტინგის მქონე ალასანია, როგორც კი ჩამოვიდა, რესპუბლიკელებს ჩაეხუტა. უფრო სწორედ, ამერიკელებმა ჩაახუტეს იმ იმედით, რომ ირაკლი ალასანიას მაღალი რეიტინგით ამოქაჩავდნენ რესპების დაბალ რეიტინგს, მაგრამ მოხდა პირიქით _ რესპებმა დაქაჩეს ალასანია და ახლა ის ერთი რიგითი პოლიტიკოსია.

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით დათრგუნვილმა ქართველმა საზოგადოებამ კბილთა ღრჭენით მიიღო სამების აღმშენებლის რესპუბლიკური არჩევანი. ეროვნულმა ბიძინამ ანტიეროვნული, პოლიტიკურად მიცვალებული რესპები დასავლეთისთვის თვალის ასახვევად გააცოცხლა, დაიყენა გვერდით და, დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ მოიცილებს თავიდანო.

ამასობაში ოთხი წელიწადი გავიდა და ისე ჩანს, რომ ბიძინამ თვალი, დასავლეთს კი არა, ჩვენ, ქართველებს, აგვიხვია და ქართველთმოძულე და ქართველების საძულველ რესპებს მიუგდო სამართავად ჩვენი სამშობლო.

რესპებთა ლიდერების ზემოაღნიშნული “მარგალიტებიდან” გამომდინარე, ე.წ. კოჰაბიტაცია არა იმდენად გარედან ზეწოლის შედეგი მგონია, რამდენადაც ცოლ-ქმარ ხიდაშელ-უსუფაშვილისა და ნასუკვარი ძმების მიერ კოალიციის შიგნით ლობირებისა.

ნაცები, რომლებიც, რესპებისა არ იყოს, პოლიტიკური გვამები იყვნენ, რესპებმა გადაარჩინეს და მათ ერთად მიიღეს .. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა საქართველოს დამღუპველი კანონი უწოდა. და, თუ ქართველმა საზოგადოებამ წაუყრუა, არჩევნების შემდეგ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც დაგვიკანონებენ, მაგრამ

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და საბედნიეროდ გამოჩნდა კაცი გოგი თოფაძის სახით, რომელსაც ეყო ვაჟკაცობა და რესპებს მიახალა: “ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!”; შემდეგ კი ქალბატონ მინისტრს, რომ იტყვიან, ყველაფერი ამოულაგა საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბების ჩათვლით, რასაც მოჰყვა უმცროსი ნასუკარის _ დავით ბერძენიშვილის ისტერიკა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, _ თინა ხიდაშელზე აშკარად ორკესტრირებული კამპანია _ ეს არის ანტიეროვნული შეტევა საქართველოს დასავლურ, ევროატლანტიკურ არჩევანზეო.

მართალაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს _ ჯერ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ატეხეს განგაში, _ არიქა, ჩვენ თუ აღარ ვიქნებით მინისტრები, დაიღუპება საქართველოო, და ახლა იმავეს ამბობენ თინა მინისტრზეც.

არ ვიცი, პატარა ნასუკარი ვის ორკესტრზე ლაპარაკობს, მაგარმ თინა ხიდაშელის ორკესტრირებული დაცვა რომ დაიწყო “ტვ პირველის” ეთერში, ეს ნაღდია.

ჯერ იყო და ინგა გრიგოლიამ “გულის ამაჩუყებელი” რეპორტაჟები შემოგვთავაზა მუხროვანის სამხედრო ბაზიდან, სადაც ნატოს ჯარისკაცი ქართველები რაღაცებს მიედ-მოედებოდნენ და ირიბად იცავდნენ თავიანთ ქალბატონ მინისტრს. არადა, არც გოგი თოფაძეს და უფრო ადრე არც ირმა ინაშვილს ძვირი არ დასცდენიათ ქართულ ჯარზე და, თუ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს თინა ხიდაშელი და ქართული ჯარი ერთი და იგივე ჰგონიათ, კარგად ყოფილა მათი საქმე.

შემდეგ ქართული ჟურნალისტიკის პრიმადონა გრიგოლიამ მის მიერვე არაერთხელ ხაზგასმული პოსტულატი დაივიწყა, რომ ჟურნალისტმა, მით უმეტეს, ტელეწამყვანმა, თავისი აზრი არ უნდა გამოხატოს და მხოლოდ კითხვები უნდა დასვასო. ჰოდა, გამოხატა კი არა, ლამის საცვლებიდან ამოხტა, _ მე ევროატლანტიკური გეზის მომხრე ვარ და მაგრად “მევასება”, თავდაცვის მინისტრი რომ ქალიაო (საკუთარი პოზიციის გამოხატვას არც მაშინ ერიდება ტელეპრიმადონა, როდესაც საქმე ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებს ეხება).

ის კი ვერ შენიშნა, ხიდაშელის განცხადება, სუსი რომ გვითვალთვალებდეს, ბუკა პეტრიაშვილს ვერავინ დაჭრიდაო, ტიპურ-კლასიკური ოპოზიციონერის განცხადება რომ იყო. არადა ეს ქალბატონი ხელისუფლებაში პრემიერის შემდეგ ყველაზე წონიანი მინისტრია.

ისიც ბლეფია, რომღია საზოგადოება საქართველოს” (რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სოროსის ფონდი, რომლის ძუძუ არა ერთხელ უწოვია თინა მამიდას) მიერ შეტანილი სარჩელის გამო დაიწყო გამოძიება საგარეჯოს არჩევნებზე. ბლეფია იმიტომ, რომ, როგორც დაიწყო, ისევე დამთავრდება, არა ახლა თინა მამიდას გაამტყუნებენ ან რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც დასავლელი ნეოლიბერალების მეხუთე კოლონაა საქართველოში!

“საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულმა გოგი თოფაძის ინტერვიუმ ისეთი დაკა-დაკა გამოიწვია “ქართულ ოცნებაში”, რომ კოალიცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ძალიანაც კარგი ქვეყნისთვის.

უკეთესი კი ის იქნება, რომ კოალიციაში შემავალმა თუ მის გარეთ არსებულმა პარტიებმა ცალცალკე, ყოველგვარი ბლოკებისა და აგურების გარეშე, იყარონ კენჭი და რა რეიტინგიც ექნებათ, იმ რაოდენობის მანდატები მიიღონ ან, მარად 2-3 %-იანი რესპების მსგავსად, პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

გამოდით, ცალცალკე გამოდით, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს, ვინ რა ფერის ბაირაღს აფრიალებთ _ “ჩამორჩენილისაქართველოს ეროვნულ დროშას თუპრადვინუტილგბტპედერასტებისპროგრესულცისარტყელას.

ხოლო, თუ ისევ ბლოკობია-კოალიციურ თამაშებს განაგრძობთ, მომავალი არჩევნები ჩატარდება დევიზით _ არც ერთი ხმა იმ საარჩევნო კოალიციას, რომელშიც ქართველთმოძულე რესპუბლიკელები იქნებიან!

 ამ შემთხვევაში ვერც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი უშველის კოალიცია “ქართულ ოცნებას”, რადგან ბოლო ხანს ამდენი უნამუსობის შემხედვარე ქართველი ხალხი მართლაც გაიზარდა და ხვალ იმას აღარ შეჭამს, რასაც გუშინ სიამოვნებით მიირთმევდა…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. არც ერთი ხმა იმ საარჩევნო კოალიციას, რომელშიც ქართველთმოძულე რესპუბლიკელები იქნებიან!

    – კარგი ნათქვამია!
    ღმერთმა გაგიმარჯოთ ბატონო დავით!

  2. თინა მინისტრი, მხოლოდ ერთი პრინციპით აირჩიეს, რადგან წარმოდგენა არ აქვს სამხედრო საქმეზე და ომი მხოლოდ კინოში აქვს ნანახი რა საჭიროა პროფესიონალი როცა ქართულ ჯარს სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების აგენტები აკონტროლებენ. აქ პროფესიონალიზმი საჭირო არ არის, ისევე როგორც ვეროჩკა ქობალიას შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა არავის არ აინტერესებდა და \\\” ძროხაც\\\” რომ დაენიშნათ ვერონიკას მაგიერ , ისიც იმინისრტრებდა. ვეროჩკა ტანწერწეტობიტაც მაინც გამოირჩეოდა, თინას საშურად. ისე მსუქანი თავდაცვის მინისტრები არსად მოდაში არ არის, ეგ თინა 25 მეტრსაც ვერ გაირბენს ან უგანდაში შეჭამენ მსუქანას. ეგაც მოისვენებს და საქართველოც.ისე თინას არავინ ეკითხება არაფერს რასაც უნდათ იმას გააკეთებინებენ. საწყალი საქართველო მათ ხელში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here