Home რუბრიკები საზოგადოება რატომ უნდა იყოს თბილისში ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა, ბუშის კი _ არა

რატომ უნდა იყოს თბილისში ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა, ბუშის კი _ არა

9770

როგორ გადაარჩინა ვასილ მჟავანაძემ თუშეთის მოსახლეობა გასახლებას, ხოლო ხახულის კარედი _ გაყიდვას

ყველა ქვეყანაში ქუჩებს, მოედნებს, სკვერებსა და .. იმ ადამიანების სახელებს არქმევენ, რომლებსაც მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, თბილისში კი არის ქუჩები, რომელთა სახელწოდებაც ქართველებს არაფერს ეუბნება. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რა გაუკეთა საქართველოს და ვინ იყო იბრაჰიმ ისპაჰანლი, რომლის სახელიც დაარქვეს ვახტანგ გორგასლის მეოთხე შესახვევს. გაუგებარია, რატომ დაარქვეს სტალინის სახელობის სანაპიროს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის _ ჰეიდარ ალიევის სახელი; რა დამსახურებისთვის დგას აშშის მე-40 პრეზიდენტის _ რონალდ რეიგანის ძეგლი თბილისში და რატომ ჰქვია დედაქალაქის ერთერთ ქუჩას აშშის კიდევ ერთი პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის სახელი? ეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კონიუნქტურის გამოძახილი იყო და ქუჩისთვის ბუშის სახელის დარქმევითა და რეიგანის ძეგლის დადგმითნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა პატივი მიაგეს თავიანთ ოკეანისგაღმელ პატრონებს. არადა, საქართველოში იყვნენ და არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართველი ერის წინაშე. ერთერთი მათგანია ვასილ მჟავანაძე, რომელიც საქართველოს მართავდა საბჭოთა კავშირის პერიოდში _1953-1972 წლებში. საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის აზრით, ვასილ მჟავანაძე ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი სახელი დაერქვას თბილისის ერთერთ ქუჩასგვესაუბრება ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი, ქალბატონი ნინა მჟავანაძე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nina-mjavanadze.jpg

_ ქალბატონო ნინა, ქართველი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი თვლის, რომ თქვენი მამის სახელი აუცილებლად უნდა ერქვას თბილისის ერთერთ ქუჩას

_ რომელიმე ქუჩისთვის მამაჩემის სახელის დარქმევის იდეა ჩემგან არ მოდის. მე საპატრიარქოში ვმუშაობ და ჩვენი ხშირი სტუმრები არიან “ჩოხოსნები”. სწორედ მათ შემომთავაზეს, რომელიმე ქუჩისთვის დაგვერქმია ვასილ მჟავანაძის სახელი. ვუთხარი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პიარს გაუკეთებს საკუთარი მამის სახელს-მეთქი. მერე ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, რომ, აი, შვილს უნდაო… არა, ბატონო! დიდი მადლობელი ვარ ჩოხოსნების, რომ მოვიდნენ და მკითხეს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო. მადლობელი ვარ, მამას ასეთ პატივს რომ სცემენ და ახსოვთ. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ რატომღაც მიჩუმათდა ეს ყველაფერი, გამოგვიცხადეს, _ კომუნისტი იყოო. არადა, თბილისის ქუჩებს რომ გადავხედოთ (მელიქიშვილი და ა.შ.), ყველა კომუნისტი იყო. მამას მართლაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, მაგრამ ჩემგან ცუდი საქციელი იქნება, მოვითხოვო მისი სახელის დარქმევა რომელიმე ქუჩისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდება, უბედნიერესი ვიქნები. უბრალოდ, გულსატკენია, რომ ბევრმა არ იცის ვასილ მჟავანაძის დამსახურება საქართველოს წინაშე. ხალხი გაიძახის, _ აი, რა ხდებოდა კომუნისტების დროსო და რა ხდებოდა? იმაზე უარესი ხდებოდა, რაც მიშას მმართველობის პერიოდში?..

_ თქვენი მამის ცხოვრებიდან საზოგადოებისთვის უცნობ დეტალს ხომ ვერ გაიხსენებთ?

_ მინდა, ერთი ამბავი გიამბოთ მამაზე, რომელიც ბევრმა არ იცის. მეც 5 წლის წინათ შევიტყვე, როდესაც მასზე ვაგროვებდი მასალებს. მეუფე დავითის ეპარქიაში ერთი დედაოა და მას ვთხოვე, გაეკითხა, ვინმემ ხომ არ იცოდა რამე მამას საქმიანობაზე თუშეთში. მირეკავს ცოტა ხანში და მეუბნება, _ ნინა, საინტერესო ამბავი შევიტყვე ერთი პიროვნებისგან, რომელიც თვითონ ჩამოვა შენთან და მოგიყვებაო. მართლაც, რამდენიმე დღეში მოვიდა ის ადამიანი ჩემთან და მომიყვა, რომ თურმე თუშებს გადასახლებას უპირებდა ნიკიტა ხრუშჩოვი. 1958 წელს ხრუშჩოვთან შესულა ცნობილი დაღესტნელი პოეტი რასულ გამზათოვი და უთქვამს, თუშეთში, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, არავინ ცხოვრობს და, თუ შეიძლება, დავაყენოთ დაღესტნისთვის თუშეთის გადაცემის საკითხიო. იმხნად ტერიტორიების გადაცემა პრობლემა არ იყო. მამამ ეს ამბავი რომ შეიტყო, დაურეკა ხრუშჩოვს და უთხრა: ნიკიტა სერგეევიჩ, თუშეთში 30 წელია, არ ვყოფილვარ, მაგრამ, ვფიქრობ, იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და როგორ შეიძლება მათი გადასახლებაო?! ხრუშჩოვმა უთხრა, წადი, გაეცანი ვითარებას, რა ხდება, როგორი სიტუაციააო. წავიდა. გზა თუშეთში ძალიან ცუდია, ამიტომ ცხენებით ავიდნენ მამაჩემი, რაიკომის მდივანი და კა-გე-ბეს უფროსი ინაური. მამამ რომ ნახა თუშეთის სილამაზე და რა დღეში იყვნენ თუშები, რომლებსაც დანგრეულ სახლებში უწევდათ ცხოვრება, ელექტროენერგია არ ჰქონდათ და მცირერიცხოვანი მოსახლეობა მხოლოდ ცხვრებს უვლიდა (სათანადო პირობების უქონლობის გამო მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულობით ადიოდა თუშეთში), როგორც კი თბილისში ჩამოვიდნენ, სასწრაფოდ შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ აეტანათ გენერატორები, სახლებში დაეყენებინათ და ღამე აემუშავებინათ. რატომ კეთდებოდა ეს? იმიტომ, რომ თურმე ხრუშჩოვი ძალიან ეჭვიანი კაცი იყო და აუცილებლად შეამოწმებდა, დასახლებული იყო თუ არა თუშეთი. მამამ დაურეკა ნიკიტას, _ აქ ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ, არ აქვთ გენერატორები, ღამე სახლები რომ გაანათონ, ისე კი, ბევრნი არიანო. თუშეთში აიტანეს 100-ზე მეტი გენერატორი. მამამ იცოდა ხრუშჩოვის ხასიათი, ამიტომ ღამე ადიოდნენ თუშეთში და ამუშავებდნენ გენერატორებს, თითქოს იქ მართლა ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. სამი ღამე გადააფრენდა ხოლმე ხრუშჩოვი თვითფრინავს თუშეთის თავზე. დაინახავდა პილოტი, რომ განათებული იყო და მოახსენებდა ხრუშჩოვს. როდესაც დარწმუნდა ნიკიტა, თუშეთში მართლაც ბევრი ადამიანი ცხოვრობსო, გადასახლების იდეაც გაუქრა. აი, ასე გადარჩა თუშეთი… რამდენიმე დღის წინათ მყავდა სტუმარი _ წალკელი ბერძენი, რომელიც 40 წელია, წასულია ყაზახეთში, საერთო ნაცნობი გვყავს, უბრალოდ, მოვიდა და მომიყვა: “იმხანად პატარა ვიყავი, მესამე კლასში, როცა 18 წლის წალკელმა ბიჭმა მოიპარა ერთი ტომარა ფქვილი. ეს მაშინვე ვასილ პავლოვიჩს შეატყობინეს, _ ფქვილი მოიპარა და ციხეში ჩავსვამთო. მან კი უთხრა, ციხეში კი არ უნდა ჩასვათ, ჯარში უნდა გაუშვათ სასწავლებლად, ადამიანს შიოდა და ამიტომ მოიპარაო…” წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს ეს ამბავი ახსოვდა, მოვიდა და მადლობა გადამიხადა.

ხახულის კარედის ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც ბატონმა როინ მეტრეველმა გვიამბო. ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ეს სიწმინდე _ ხახულის კარედი, თურმე ერთ ამერიკელისთვის უნდა მიეყიდათ _ თბილისში ჩამოსულან ეს ამერიკელი და კულტურის საკავშირო კურატორი კრემლიდან. მუზეუმის შეშფოთებული დირექტორი შალვა ამირანაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ვასილ მჟავანაძეს. მამას უთქვამს, _ დაადე ბოქლომი მუზეუმს და ერთი კვირით სადმე გადაიკარგეო. ბატონი შალვა ასეც მოიქცა. ამ ერთი კვირის განმავლობაში მამამ მოახერხა ხრუშჩოვის გადარწმუნება და ხახულის კარედი გაყიდვას გადარჩა. დღეს ეს სიწმინდე საქართველოშია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1355921535_bakur-gulua321.jpg

ბაკურ გულუა, ცნობილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე:

_ ვასილ მჟავანაძე ნამდვილად ღირსია, რომ მისი სახელწოდების ქუჩა თბილისში იყოს. როდესაც ვლაპარაკობთ ვასილ მჟავანაძეზე, პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს მისი პიროვნული ღირსებები. ის იყო პატრიოტი, უაღრესად წესიერი ადამიანი, პრინციპული. მის ხელში განვითარდა საქართველო ეკონომიკურად და სოციალურად. ის ხელს უწყობდა ადამიანთა კეთილდღეობას. 18 წელი ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მის მიმართ ხალხი ყოველთვის დადებითდ იყო განწყობილი. ვასილ მჟავანაძე, როგორც ჭეშმარიტი სახელმწიფო მოხელე, პირველ რიგში, იცავდა ქართველი ხალხის ინტერესებსა და ტრადიციებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/patiashvili-jumber_1816.jpg

ჯუმბერ პატიაშვილი, საქართველოს კომპარტიის ცკის ყოფილი პირველი მდივანი, პოლიტიკოსი:

_ ვასილ მჟავანაძის ქუჩა აუცილებლად უნდა იყოს თბილისში. ამ ადამიანმა ურთულეს პერიოდში გამოიყვანა საქართველო მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ მჟავანაძის მმართველობის პერიოდში აშენდა თბილისში ბევრი უბანი და სამრეწველო ცენტრი. ისეთი ადამიანების სახელობის ქუჩებია თბილისში, არც კი ვიცით, ვინ არიან ან რა დამსახურება აქვთ ქართველი ხალხის წინაშე და ვასილ მჟავანაძისა არ უნდა იყოს? ზოგიერთ ქუჩას ისეთი ადამიანების სახელები ჰქვია, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ თბილისისთვის, ნამყოფებიც კი არ არიან აქ და უხერხულია, რომ ისეთი მოღვაწის ქუჩა არ არსებობდეს, რომელსაც ნამდვილად დიდი დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე. ვასილ მჟავანაძე საქართველოს ერთერთი ღირსეული ადამიანი იყო. მას აუცილებლად უნდა იცნობდეს და პატივს სცემდეს მომავალი თაობა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/grigol-oniani_1138.jpg

გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო ორგანიზაციასტალინისთავმჯდომარე:

_ რატომ გიკვირთ, რომ თბილისში არ არის ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა და უზარმაზარი პორტრეტით არის წარმოდგენილი ჯორჯ ბუშის ქუჩა?! რატომ გიკვირთ, რომ ქართველი გენერალ-ლეინტენანტის, საბჭოთა კავშირის გმირის ოქროსვარსკვლავიანი, უკეთილშობილესი კაცის _ ვასილ მჟავანაძის მშობლიურ ქალაქშიც არ დგას პატარა ბიუსტი, მაშინ, როდესაც უცოდინარ და დამთხვეულ კაცს, რონალდ რეიგანს, ჩვენთან ყოფილი სტალინის სახელობის სანაპიროზე ძეგლი დაუდგეს?

თბილისში, სტალინის ყოფილ სასულიერო სემინარიაში, ერთი პატარა აბრის გაკვრა _ “აქ სწავლობდა ი.ბ სტალინი”, კანონის ძალით არის აკრძალული. ევროპის შუაგულში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კი, სადაც მხოლოდ სამ კვირას იმყოფებოდა სტალინი, უზარმაზარი მემორიალური დაფაა, რომელზეც წერია: ,,აქ ცხოვრობდა ი.ბ სტალინი, რომელმაც შექმნა გენიალური ნაშრომი “მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”. ხოლო ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქ რიო დე ჟანეიროში ერთ-ერთი პროსპექტი მარშალი იოსებ სტალინის სახელობისაა.

ჩვენ ასეთი ერი ვართ, ასეთნი ვართ ქართველები, რაც შესანიშნავად შენიშნა დიდმა ილია ჭავჭავაძემ:

“მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი”.

ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე

ცნობისათვის: ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე დაიბადა 1902 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში (გარდაიცვალა 1988 წლის 31 აგვისტოს მოსკოვში). ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). 1924 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედროპოლიტიკური აკადემია. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953 წლებში _ ხარკოვის, კიევისა სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში _ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მის დროს აშენდა სპორტის სასახლე, საფუძველი ჩაეყარა მეტროპოლიტენის მშენებლობას და დაარსდა სტალინის მუზეუმი.

30 COMMENTS

  1. მჟავანაძე იყო სამშობლოზე შეყვარებული კაცი, შევარდნაძე ძირგამომთხრელი და სააკასსულიერი მამა, ხოლო უკანასკნელი ქვეყნის დამანგრეველი და დამაქცევარი.

  2. თურქეთი ისტოროული მტერია, რუსეთი იმპერია იყო და იმპერიას თავისი მოთხოვნები აქვს, მე ვფიქრობ მაინც ყოველივე უფლის განგებით მოხდა მაშინაც ამ მიწებზეც, როგორც ჰიtლერის საპირწონედ იყო სტალინი დაახლოებით ასე იყო ესეც, ხოლო რაც შეეხებ დღევანდელ ვითარებას საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს, გვმართებს თეიმურწზ მეორის დიპლომაატიის ნიჭი, არ მსურს საქართველო გაიჭყლიტოს ამ ჭიდილის დროს, ხოლო მხარდაჩერას რაც შეეხება თურქეთს არცერთი ქართველი არ დაუჩერს მხარს უკიდურეს შემთხვევაში

  3. მჟავანაძის დრო,იყო ყველაზე ღირსეული და ბედნიერი დრო.თვითონაც ღირსეული და უკეთილშობილესი,პატრიოტი ადამიანი იყო,ვამაყობ,რომ ორჯერ მაქვს ხელი ჩამორთმეული.უბრალო და დიდებული გახლდათ..ხოლო შევარდნაძე..გახლდათ,მაღალი კლასის, პროფესიონალი მოღალატე.მისგან დაწყებული… საქართველოს დაქცევა.. დღემდე გრძელდება

  4. სამწუხაროა, სათანადოთ შეუფასებლობა ისეთი ადამიანისათვის, როგორიც ბატონი ვასილი ბრძანდებოდა.
    მე მშობლების მონაყოლიდან მახსოვს თუ როგორ ახასიათებენ ბ–ნ მჟავანაძეს, ხელისუფლებაში, მისი მოღვაწეობის პერიოდს \\\”ტკბილ მოგონებათ\\\” იხსენიებენ. ჩემს ოჯახში ხშირად გაისმის შედარებითი ფრაზები \\\”აი, მჟავანაძის დროს….\\\” \\\”აი, მჟავანაძე ქვეყანასა და ხალხს როგორ ეხმარებოდა…\\\” და აშ. ვისაც ბ–ნ ვასილის მოღვაწეობის პერიოდი ახსოვს, ჯერ არ შემხვედრია მასზე აუგის მთქმელი.
    ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
    მთელი არსებით ვუერთდები \\\”ჩოხოსნები\\\”–ს იდეას. ქუჩას ან \\\”ევროპის მოედანს\\\” ( რაც სამარცხვინოა) გადაერქვას სახელი და გახდეს ვასილ მჟავანაძის სახელობის.

  5. me ganagoni maqvs rachvelebidan rom vasil mjavanazem racha gadaarchinao… ar gaaxsnevina darishxanis sabadoo ramdenad martalia ver vityvi da tu simartlea….sxva karg saqmeebtan ertad es didi siyvarulia saqartvelos mimart…..is sabado qartvel ers ekutvnis da rusets ar gavatanto….aseti yofila chanafiqri….

  6. ვასილ მჟავანაძის მართველობის პერიოდში საქართველოში იყო ოქროს და შენების პერიოდი, ვასილ მჟავანაძისთანა საქართველოს პატრიოტი და ქართველი ერის მოყვარული მართველი არ ჰყოლია დღემდე ზვიად გამსახურდიას გარდა, მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და გაატარა ეროვნული პოლიტიკა საქართველოში იმ პერიოდში როცა საქართველო საბჭოთა იმპერიის ბრჭყალებში იმყოფებოდა მოქცეული და რასაც ვერ თუ არ სურთ განახორციელონ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში, ქართველ ერს არ სჩვევია უმადურობა და ამოტომაც ღირსეულ პატრიოტ ქართველის ვასილ პავლეს-ძე მჟვანაძის არათუ სახელობის ქუჩა უნდა არსებობდეს არამედ ძეგლიც თბილისის ერთერთ პრესტიჟულ რაიონში.

    • სამშობლის ერთგული და პატრიოტი,ყველაფერი მქონდა მჟავანაძის დროს უზრუნველი ბავშვობა.მართლაც და იმსახურებს მისი სახელი ერქვას ქუჩას საკუთარ მშობელ მამასთან ვაიგივებ❤

  7. მაშინ დრო იყო ისეთი-თვითონაც დროს ატარებდა და ხალხიც

  8. შეიძლება პიროვნულად კარგი ადამიანი ბრძანდებოდა მაგრამ ის იყო ცეკას მდივანი და ემსახურებოდა კრემლს რომელმაც დაამონა საქართველო ,ხოლო საბჭოთა კავშირის სიმბოლოები ვარსკვლავები ნამგალიდა ურო და ცეკას მდივნები კანონით იკრძალება დღეს საქართველოში და ცეკას მდივანზე მეტი საბჭოთა სიმბოლო რა უნდა იყოს.კომუნისტური წყობა იყო შავი ლაქა და სირცხვილი საქართველოს ისტორიაში ამიტო არ შეიძლება ცეკას მდივნის სახელი ერქვას რომელიმე ქუჩას თუნდაც კარგი ცეკას მდივნის.ეს იქნება კრემლის პროპაგანდის გაგრძელება რაც რა თქმა უნდა სამარცხვინოა

    • სირცხვილი თქვენ,რომ ასეთი აზრები მოგდით,თუ ადამიანი ერის სასიკეთოდ იღწვოდა,რა შუაშია აქ კომუნისტობა დაკრემლის სამმსახური,თქვენ რას იზამდით იმ დროს ძალიან მაინტერესებს!…
      ვითომ მიშას ნაციონალობა ჯობდა მჟავანაძის კომუნისტობას?……

  9. არაჩვეულებრივი ადამიანი,პატრიოტი მჟავანაძის დრის კარგი და უზრუნველი ცხივრება მქინდა და ნეტავ დაბრყნდებიდეს ის დრი

  10. ბუში გურიაში გათახსირებულ ბოზს ნიშნავს. ე.ი. თბილისში ბოზის ქუჩა გვქონია.

  11. ერთ პატარა მომენტს გავიხსენებ მამაჩემის მონათხრობიდან – მჟავანაძე მუდამ ზრუნავდა საკუთარ ერზე, სპორტის სასახლეც მისი მმართველობის პერიოდში აშენდა, მჟავანაძეს უნდოდა საუკეთესო პროექტით და საუკეთესო მასალით აეშენებინა სპორტის სასახლე , თანაც იმასაც ფიქრობდა, რომ ამ ნაგებობის ასაშენებლად გამოყენებული ძვირფასი მასალა თვალში ცუდად არ მოხვედროდა ხრუშოვს, რომელიც იმ დროისათვის თბილისს ესტუმრა და სპორტის სასახლის დათვალიერება უნდოდა. ამიტომ მჟავანაძეს უბრძანებია, რომ მარმარილოს იატაკზე ნახერხი მოეყარათ, რათა ხრუშოვს არ მიექცია ყურადღება ძვირფასი იატაკისათვის და პრობლემები არ შეექმნა. იმ პერიოდის მოსახლეობას უყვარდა მჟავანაძე და მისტიროდნენ მისი მმართველობის დროინდელ საქართველოს. მისი სახელობის ქუჩა ნამდვილად უნდა იყოს თბილისის ცენტრალურ რაიონში, თუნდაც სპორტის სასახლის მიდამოებში.

  12. მჟავანაძისნაირი ცკ-ს მდივანი არ ყოლია საქართველოს. ადამიანი რომელსაც ხალხის უკეთესი ცხოვრება უხაროდა, დადიოდა დაცვის გარეშე, მე მახსოვს ერთი ოცდაერთით მოვიდა როდესაც თელეთის სარწყავი სისტემა ამოიყვანა მტკვრიდან, წყალი რომ დაინახა მილებში სიხარულის ცრემლები გადმოუგორდა. ფილარმონია ვინ ააშენა?, სპორტის სასახლე, მეტრო, ენგურჰესი ………….. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ დაფასება პატიოსანი ადამიანების ძალიან უჭირთ, სამაგიეროდ შევარდნაძეს დიდ პოლიტიკოსს უწოდებენ, რა გააკეთა საქართველოსთვის?,, საქმემან შენმან გამოგაჩინოსო”- კარგი ნათქვამია

  13. ნათელი მის კაცობას აუცილებლად უნდა იყოს მისი სახელობის ქუჩა თბისისში ,,,,, სანამ იყო ვასილი ჯიბე იყო გავსილი ,

    ,

  14. შეგახსენებთ ერის აზრს: როცა იყო ვასილიო, ჯიბე იყო ავსილიო!!! აქ ბევრი კომენტარი წავიკითხე, შევარდნაძემ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, რუს გენერალიტეტს, რომ არ მოეხრჩოთ, გაგვწირა მთელი ერი!!!! მისივე გამოჩეკილია სააკაშვილიც, გველის უბეში ვინ იზრდება? გველის წიწილი ხომ? ჰოდა ვასილ მჟავანაძე, დავით აღმაშენებელივით, სათაყვანებელი პიროვნებაა!!!!! ვისი ხელმძღვანელობით გაშენდა ვაკე, საბურთალო, დიღომი, მასივები ქალაქში?! ფუნიკულიორის რესტორანი, და რა ვიცი, უკვე ზემოხსენებულებზე აღარ ვამბობ!!! ბოროტი , ღვარძლიანი, დაუნახავი, შურიანი არაადამიანი და არაქართველი თუ იტყვის მასზე აუგს!!! თვითონ შექმნან მჟავანაძის მიერ შექმნილის 0001 პროცენტიც კი ქვეყნისათვის!!!! შევარდნაძე-სააკაშვილები ხართ და უვიცები, ვინც აძაგებთ!!!!

  15. Kaxetshi,Aris erti patara sopeli Zegaani,Gurjaanis raioni…
    am sopells problema hqonda eleqtro gakvanilobebis ,romlebic xis svetebit gadadioda pirdapir mosaxlleobis ezoebze,es svetebi ki ukve mozvelebuli iko da titqmis zirgamompali da caqceullebi,ase,rom sashishroeba eloda xalxs odnavi qaris an cvimis dros, sopelma daicko raionis raikomishi gancxadebebit motxovna,rom gaekvanat axali el.,xazebi ,mara mteli clis ganmavlobashi aravin ar aqcevdat kuradgebas.ertxelac shecuxebuli soplellebi gadavidnen raionshi sachivarit xelshi , srulliad shemtxvevit ,azrze rom ar ikvnen,rom turme im dgisit stumrad Batoni Vasil Mjavanazea chamosuli da aravin ar aqcevs mat kuradgebas da raikomis shenobidan am xalxs azeveben,tqventvis ar gvcalia, Mjavanaze modiso,kibeebze chamonaden xalxs cin shexechebiat mjavanaze ,soplis xalxi gverdze gadamdgaran da misalmebian,masac gaugimia,kvelastvis satitaod xeli chmourtmevia ,shecherebula da ukitxavs,tqven aq umizezod ar iqnebit mosulebio,ra gagchirvebiato, ra tqma unda damunjebulma xalxma sixarullisgan ena amoidga turme,sheuchivlliat soplis problema , raikomis mdivans peri dakargvia. shebrunebula misken da utqvams. , xvallidan es xallxi agar sheacuxot da mixedeto.. meore dgidan brigada movida da axali el.xazebi daamontajes,mashin viqnebodi 8 clis,maxsovs ,mezoblebi ra sitboti ixsenebdnen da tanac daakolebdnenxolme ..rom turme raikomis shenobashi zvirpasad gackobili sadili dauxvedrebiar stumristvis da im sulganatllebulls sheupatijia es xalxi, ra tqma unda ar shesulan,mara zalian madloblebs darchenilnan misi ubraloebit. natelshi amkopos upalma! amin

  16. მამუკას მინდა ვკითხო,ალიევი არ იყო ცეკას მდივანი და პოლიტბიუროს წევრი ?პადოშას დაწერილი კანონით ვერ დაიჩრდილება მჟავანაძის დამსახურება!

  17. ბავშვობაში ასეთი ლექსი ვიცოდით, ოღონდ გაუაზრებლად , მოგვიანებით მივხვდი აზრს: როცა იყო ვასილი, ჯიბე გვქონდა გავსილი, ახლა დადგა შევარდნაძე, შარვალი მაქვს ჩავარდნაზეო, უკვე ყველაფერია ნათქვამი

  18. დიახ, ბატონი მჟავანაძე მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა ნამდვილად პატრიოტი ადამიანი იყო და ბევრ მსგავს ამბავს მოკრავთ ყურს დღესასწაულს. ნამდვილად დაიმსახურა ამ ადამიანმა მისი სახელი ს უკვდსვყოფა. და ვერ დავეთანხმები ვერანაირად რეიგანის და ბუშის სახელებთან ასეთი დამოკიდებულებას: რეიგანის პოლიტიკა დაშალა და გააცალმტვერა საბჭოთა კავშირი, ჩვენ ვერ ვისარგებლეთ სათანადოთ. ხოლო ბუშის ერთმა გამოსვლამ რუსის ჯარი გააჩერა იქ სადაც ახლა დგას, თორემ რა იქნებოდა ვინ იცის.
    შევარდნაძემ და ალიევმა მანამდე ხელახლა დაატანინეს საქართველო ახალ მსოფლიო რუკაზე.

  19. საქართველოს ბატონი ვასილ მჟავანაძისნაირი სამშობლოს მოყვარული ადამიანები თითზე ჩამოსათვლელი ყავდა და როგორ არ უნდა ერქვას მისი სახელი თბილისის ერთ–ერთ ქუჩას

  20. ვასილ პავლოვიჩი მართლაც ძლიერი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო მის პერიოდში აშენდა ბევრი რამ. ეკუთვნის ასეთ ადამიანს რომ ქუჩას მაინც დაარქვან მისი სახელი

  21. Батоно мамука жиули шартавац цекас пирвели мдивани ико (комкавширис)да ра вкнат ахла чамовартчат еровнули гмирис цодеба да гамовацхадот ерис могслатед кремлис идеебисатвис тавганцирвисатвис тв маинц самшоблосатвис тавис гсцирвад чавутвалот.гурам габескириац партиис цеври ико да авкрдзалот миси сахелис хсенпба.ра вкнат ахла константине гамсахурдиа ту сталинис премиис мравалгзис лсуреати ико да галсктиони партиис цеври агар ыавикитхот вазис квавилоба да месафлаве? Гавагидзело?

  22. ერთ ამბავს მოგიყვებით, მოსკოვში სტუდენტობის დროს ერთ ოჯახში გაზეთ პრავდის ყოფილმა რედაქტორმა, უკვე მოხუცმა რუსმა კეთილშობილმა კაცმა მომიყვა,რომ ხრუშჩოვს მთლიანად ქართველების გადასახლება უნდოდაო შუა აზიაში თუ იმას იქით, რა მნიშვნელობაა აქვს. ეშელონებიც მზად ყოფილა უკვე. ვასილ მჟავანაძე თურმე დაჩოქილი ეხვეწებოდა ხრუშჩოვს თავის ბინაში , ამ დროს შესულა მისი ცოლიდა( ხრუშჩოვი და ბატონი ვასილი, როგორც ცნობილია ქვისლები იყვნენ) ამ ქალბატონს, რომ დაუნახავს ამ მდგომარეობაში ჩვენი ცკ- ას მდივანი შეშფოთებულა და ,რომ გაუგია მიზეზი გადარეულა ქალბატონი ( ანა ვზიალა ზა შკირკი ნიკიტუ ი ზასტავილა ატმენიაწ დირექტივუ) ხრუშოვი თურმე უყვიროდა მჟავანაძეს რა გენაღვლება შენ იქაც პირველი მდივანი იქნებიო. ეს ამბავი ჩემზე კარგად ბატონ გრიშას და ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს ეცოდინება და ბევრ სხვებს. და თუ მართალია რომელ ქუჩაზეა ლაპარაკი.გადმოცემით ვიცი, რომ უამრავი ხიდები აქვს ( დაუგეგმავი) პირდაპირი მაგის მითითებით აშენებული და ბევრი ქართული პატრიოტული საქმე. რა თქმა უნდა ამნაირი ადამიანები უფრო მეტს იმსახურებენ. რა შუაშია ცკ ტკ, კაცი თუ პატრიოტია ერის უნდა იყოს უკვდავყოფილი და დაფასებული. თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს საერთოდ.

  23. ერთი ისტორიაც ვიცოდი ვასილ მჟავანაძეზე, ესეც სიმართლე უნდა იყოს. ხრუშოვის ცოლს მოსწონებია თამარის (მეფის) ჯვარი და მჟავანაძის ცოლისთვის ჩუქება უთხოვია. როგორია ხრუშოვისათვის უარი ეთქვათ იმ პერიოდში. მჟავანაძეს საუკეთესო ოსტატებისათვის შეუკვეთავს და ასლი გააკეთებინა, რომელიც დიდი პატივით გადასცეს, როგორც ორიგინალი ხრუშოვის მეუღლეს საჩუქრად… ასე გადაარჩინა თამარის ჯვარი რუსეთში წაღებას.

  24. ვასილ მჟავანაძე იყო ნამდვილი ქომაგი საქართველოს და ქართველი ხალხის.მან დააკონსერვა ნავთობის მარაგი სართიჭალაში, იმ იმედით, რომ, როდესაც საქართველო თავისუფალი გახდებოდა, მოიხმარდა ნავთობს… კარგად მოგეხსენებათ ვისაც მოხმარდა ის ნავთობი… და ბევრი სხვა სიკეთე, რომელიც აქ არ დაეტევა…ხალხის გულში კი მარდ დარჩება მისი ვაჟკაცური და პატრიოტული სული.

  25. როდის იყო ქართველი ქართველს აფასებდა. გადახედეთ საკუთარ სოფელს,ქალაქს ღირსეული ადამიანები ყოველთვის ჩუმად არიან.საქმის მკეთებელი კაცი ვერ ლაპარაკობს. დღეს აქაფებული აქვთ პირი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here