Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთი საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად სახელმწიფო გრანტებს გამოყოფს

რუსეთი საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად სახელმწიფო გრანტებს გამოყოფს

527

 “2015-2016 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად 90 სახელმწიფო გრანტს გამოყოფს

 “ყოველწლიურად განსაზღვრული კვოტები გამოიყოფა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ჩვენი კავშირი მოიცავს. კვოტები ნაწილდება 30 ორგანიზაციაზე, რომლებიც კავშირ „მამულში“ ერთიანდებიან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მსხვილ ქალაქებს წარმოადგენენ. ამასთანავე, რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხვედრის მსურველთა დოკუმენტაცია გროვდება. შეიქმნება კომისია, რომლის სხდომა 25-27 თებერვალს გაიმართება. შემდეგ მოხდება შერჩევა. შერჩევის კრიტერიუმია ატესტატი, კარგი ნიშნები და აკადემიური მოსწრება”, _ განაცხადა საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირ „მამულის“ პრეზიდენტმა ვალერი სვარჩუკმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here