Home რუბრიკები პოლიტიკა ვის მხარეზე უნდა იყოს საქართველო რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში?

ვის მხარეზე უნდა იყოს საქართველო რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში?

6152

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან ისტორიამ რუსეთთურქეთს შორის სულ 11 ომი იცის, რომელთაგან, სამის გარდა, ყველა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს ომები ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმ თვალსაზრისით არის, თუ რა სარგებელი ნახა ან პირიქით _ რა ზიანი მიადგა საქართველოს ამ ომებისგან.

ათვლა 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომიდან იწყება და ყველა შემდგომ ომს მოიცავს… ამ ომში საქართველოც ჩაება ირიბად: აღმოსავლეთში _ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, ხოლო დასავლეთში _ სოლომონ I.

ერეკლე II სამცხე-ჯავახეთის დაბრუნების განზრახვა ამოიჭრა გულში, ხოლო სოლომონ I აჭარისა და თურქთაგან მიტაცებული სხვა მიწების დაბრუნების იმედი გაუჩნდა.

საბოლოოდ, ორივე ქართველი მეფე ნაწილობრივ იმედგაცრუებული დარჩა ტოტლებენის მუხანათური ღალატის გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერეკლეს სამხედრო ნიჭმა ასპინძის ბრძოლაში ტრიუმფალური გამარჯვება მოუტანა საქართველოს, რომელმაც დიდი ხნით დაუკარგა თურქებს ახალციხის საფაშოდან ქართლში თარეშის სურვილი.

ქუჩუკკაინარჯის ზავის 23-ე მუხლი კი პირდაპირ საქართველოს ეხებოდა, ოსმალეთი “საზეიმოდ” აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან “სამუდამოდ” იღებდა ხელს ხარკის მოთხოვნაზე იმერეთისგან და საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც _ იმერეთის ციხესიმაგრეებს, რომლებიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა (ბაღდადი, შორაპანი, ქუთაისი), რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, “ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა”, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც “ძველთაგან არ ეკუთვნოდა”) მითვისებას. დამარცხებულ ოსმალეთს სოლომონმა არ მისცა ქუჩუქკაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების სათავისოდ გამოყენების საშუალება _ ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა. თუმცა ზავი ხანმოკლე აღმოჩნდა და ოსმალეთმა 1787-91 წლების ომში რევანშის აღება სცადა, მაგრამ ამჯერადაც სასტიკი მარცხი იწვნია _ იასის საზავო ხელშეკრულების პირობებით რუსეთმა სამუდამოდ დაისაკუთრა ყირიმი, ტამანის ნახევარკუნძული, ყუბანი და ა.შ. ამასთანავე, თურქეთმა აღიარა 1783 წლის გიორგიევსკი ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის პროტექტორატი საქართველოზე და ივალდებულა, რომ მის მიმართ არავითარ მტრულ მოქმედებებს არ განახორციელებდა.

რუსეთის იმპერიაში საქართველოს შესვლის შემდეგ კი ქართველები ერთმორწმუნე რუსებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ჯერ 1806-1812 წლების რუსეთთურქეთის ომში, რომელიც ბუქარესტის ზავით დამთავრდა და რომლის მიხედვითაც თურქეთმა აღიარა დასავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლა; შემდეგ 1828-1829 წლების ომმა ახალციხე დაგვიბრუნა, ხოლო 1877-78 წლების ომის შედეგად აჭარა დაუბრუნდა დედასაქართველოს. ზემოთქმული, ვფიქრობ, ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთ-ოსმალეთის ყველა დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო მეტ-ნაკლებად ყოველთვის მოგებული რჩებოდა…

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებულ ომებში რუსეთი მარტოდმარტო იბრძოდა, უფრო მეტიც, იმჟამინდელი ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიების დიპლომატია და არა მხოლოდ დიპლომატია, ოსმალეთს უჭერდა მხარს.

ასეთი ფაქტების სიმრავლემ ათქმევინა მოგვიანებით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ფრთიანი ფრაზა, რუსეთის მოკავშირეები, მხოლოდ მისი არმია და ფლოტიაო… სწორედ საფრანგეთისა და ინგლისის პირდაპირი მონაწილეობის შედეგად განიცადა რუსეთმა დროებითი მარცხი 1854-56 წლებში ოსმალეთთან ომში.

აღარაფერს ვამბობ პირველ მსოფლიო ომზე, რომელში გამარჯვებაც რუსეთს სწორედ ანტანტელმა “მოკავშირეებმა” _ საფრანგეთმა და ბრიტანეთმა “მოპარეს”. 1917 წელს ბრიტანეთმა თავის ელჩს 3 მილიონი მისცა რუსეთში არეულობების მოსაწყობად და აკი მოაწყვეს კიდეც ჯერ თებერვლის რევოლუციის, ხოლო შემდეგ ბოლშევიკური გადატრიალების სახით, რომლის შედეგადაც რუსეთის მართლმადიდებელი მონარქია დაემხო, რუსეთის არსებობა კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რომ არა ეს მუხანათობა, დღეს შეიძლებოდა, თურქთაგან მიტაცებული ტაო-კლარჯეთიც საქართველოსი ყოფილიყო, ფორმალურად თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ მაინც…

არადა, მოხდა გაუგონარი რამ: ანტანტის ბლოკი, რომელშიც რუსეთი შედიოდა, გამარჯვებული დარჩა პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ პარიზში გამართულ გამარჯვების აღლუმში რუსეთის ნაცვლად აშშ მონაწილეობდა. აშშ, რომელიც ამ ოთხწლიანი სასაკლაოს ბოლო თვეებში ჩაება ომში და, აქედან გამომდინარე, მსხვერპლი პრაქტიკულად არ გაუღია, მაგრამ ომში გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ტორტის ყველაზე მსუყე ნაჭერი მას ერგო. ომში ყველაზე დიდი მსხვერპლის გამღები რუსეთი კი სამოქალაქო ომის ხანძარში იწვოდა და, რომ არა სტალინის გენია, დღეს რუსეთი საერთოდ არ იარსებებდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე

ნაცნობი სურათია, არა?

მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების დაბომბვა დაიწყეს (გასული წლის 30 სექტემბერიდან) სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შემზარავი ტერაქტი მოხდა პარიზში და, საფრანგეთის პრეზიდენტი თითქოს გამოფხიზლდაო, რუსეთთან სამხედრო მოკავშირეობის კონტურებიც გამოისახა: ფრანსუა ოლანდი მოსკოვში ეახლა პუტინს, მაგრამ ეგ იყო და ეგ… ისევე, როგორც ოლანდი დაუბრუნდა საწყის ანტირუსულ პოზიციებს, საფრანგეთის ავიამზიდი “შარლ დე გოლიც”, როგორც შეცურდა ხმელთაშუა ზღვაში, ისევე უკან გამოცურდა და “ისლამურ სახელმწიფოსთან” მარტოდმარტო მებრძოლ რუსეთს, როგორც ზემოხსენებულ ომებში, დღესაც უპირისპირდება დასავლეთის დიპლომატია და არა მხოლოდ…

მას შემდეგ კი, რაც პუტინმა ჯერ კასპიის ზღვის აკვატორიიდან უზუსტესი დარტყმები განახორციელა ფრთოსანი რაკეტებით, იგივე გაიმეორა წყალქვეშა ნავიდან და ბრძოლაში შორს მოქმედი ავიაციაც ჩართო. დასავლეთმა დაინახა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა არც ისეთი ჟანგიანი ყოფილა, როგორიც ნატოში ეგონათ. და რუსეთმა იქიდან მიიღო დარტყმა, საიდანაც არ ელოდა: სირიაში თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, იმ თურქეთისა, რომელთანაც რუსეთს თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, მართლაც ზურგში დანის ჩარტყმა იყო. ამის შემდეგ უკან დასახევი გზა ორივე ქვეყანას მოჭრილი აქვს…

ვითარებას ისიც მატებს სიმწვავეს, რომ ნატომ ერდოღანისთვის სასურველი რეაგირება ვერ შეძლო რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში. უფრო მეტიც _ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისიტრ ჟან ასელბორნის განცხადებით, ნატო მოკავშირეს მხარს მხოლოდ პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში დაუჭერს.

მიუნხენში ამას წინათ გამართულ ე.წ. უსაფრთხოების სამიტის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რომელიღაც ჟურნალისტის ანტირუსულ კითხვას კითხვითვე უპასუხა: რა გინდათ _ რუსეთს ომი დავუწყოთ?”.

ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ცეცხლზე ნავთი დაასხა გაეროს უშიშროების საბჭომ. მან არ მიიღო რუსეთის რეზოლუცია, რომელიც სირიის სუვერენიტეტის დაცვასა და სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკურ პროცესში გადაყვანას გულისხმობდა. ამ რეზოლუციის “ჩამგდებთა” შორის უშიშროების საბჭოს ის სამი წევრიც იყო, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ: აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი…

დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, გაეროს უშიშროების საბჭომ სიტუაცია საშიშ, გამოუვალ ჩიხში შეიყვანა.

ყოველივე ამის ფონზე დამფრთხალი თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სხვა კოალიციის შექმნაზე ჩალიჩობს და ამ კოალიციაში უკრაინასა და საქართველოს განიხილავს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ანტიეროვნული რესპუბლიკელები დომინირებენ და თავდაცვის მინისტრი რესპი თინა ხიდაშელია, საქართველო რეალური საფრთხის წინაშეა!

რესპუბლიკელები არად დაგიდევენ იმ ფაქტს, რომ ჩვენიისტორიული მეგობარითურქეთი არც მალავს პანთურქულ მისწრაფებებს. თავის დროზე ყოფილმა საგარეო მინისტრმა და დღეს პრემიერმა ახმედ დავითოღლუმ საჯაროდ განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი .. დიდი თურანის იმპერიის აღდგენაა, სტამბულიდან ბათუმის ჩათვლით, ვიდრე სარაევომდე?!

ჩვენი “თურქი მეგობრებისთვის” სასურველი სცენარით მიდიოდა დღემდე საქმე _ იქით სირიასა და ერაყში ვითომ ტერორისტებს ებრძოდა (სინამდვილეში ქურთებს ჟლეტდა) და აქეთ აჭარაში თურქთა ეკონომიკურ-იდეოლოგიურ ექსპანსიას ეწეოდა…

ერდოღანის ბოდვით იდეებს წერტილი რუსეთმა დაუსვა სირიაში, რომელსაც თურქები ერაყთან ერთად ისევე განიხილავენ დიდ თურანში, როგორც აჭარას.

მოკლედ, მხოლოდ უფალმა იცის, რა მოხდება ხვალ _ რუსეთ-თურქეთს შორის დიდი ომი გამორიცხული არ არის და, ზემოთ მოყვანილი ისტორიული ექსკურსიდან გამომდინარე, მკრეხელობაა კითხვის დასმაც კი _ რუსეთთურქეთის ცივი თუ ცხელი ომის შემთხვევაში ვის მხარეზე უნდა იყოს საქართველო?

დავით მხეიძე

21 COMMENTS

  1. ერთმნიშვნელოვნად რუსეთის,რაც ნიშნავს მართლმადიდებლური საქართველოს ინტერესების დაცვას! თურქეთის მხარდაჭერას უბრალოდ უფალი არ გვაპატიებს და ვერც ქართველები იომებენ ისლამის დროშის ქვეშ და არც იომბენ!

  2. ვფიქრობ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკაოს, ჩვენიქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის რუსეთის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის შეხახებ.

  3. არ გვჩირდება ჩვენ ომი.მათ გადაწ6ვიტეს და მათ იომონ.რომელმა მოგვეხმარა? შეებან რა.ვნახოთ რა გამოვა.რუსეთი თურქეთს მოუგებს.მარა ომი არ იქნება.ფული არაა.

  4. kargia neitraluri poziciis dachera magram tu archevanis cinashe moucia sakartvelos dadgoma ratkma unda rusetis mxare unda davichirot xom xedavt batumi tlad turketi gaxda xalxno me batumshi vcxovrob da vxedav mat kidev adgilobrivi muslimebi ucheren mxars

  5. მაქსიმალურად მოქნილი და ნეიტრალური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პროთურქული

  6. ჩემის აზრით, საქართველომ ერთმნიშვნელოვნად რუსეთს უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერია და არა მეგობარი, როგორც ამას ზოგიერთი უგუნური აცხადებს. დაუშვათ და არ დავუჭირეთ მხარი რუსეთს, რა იქნება შედეგი? ის, რომ რუსეთი თურქეთს ყველა შემთხვევაში ბეჭებზე გააკრავს და ამის შემდეგ ჩვენ დავრჩებით სავალალო მდგომარეობაში. არავის ეგონოს, რომ ნატო მიეხმარება თურქეთს, რადგან რუსეთის წინაშე ყველა ქვეყანა შიშით ჩ ა ს ვ რ ი ლ ი ა.

  7. რა თქმა უნდა რუსეტის მხარე უნდა დაიჭიროს, თურქეთი ჩვენი საუკუნოვანი მტერია რა ვითომ ახლა შეიცვალა და მეგობრები გახდნენ? ჯიში და გენი არ იცვლება

  8. kai iqneba neitralur mdgomareobashi yofna magram aramgonia gamovides da saqartvelo rusetis mxares unda dadges turqets mzakvruli gegmebi aqvs saqartvelos winaagmdeg da yvelam icis rom adre tu gvian awaraze gia pretenzias gamotqvams da chven es ar unda daushvat ki rusets bevri cudi aqvs chventvis gaketebuli magram mainc chven chveni interesebidan gamomdinare unda vimoqmedot da sulac rom neitralitur mdgomareobashi mogviwios yofna me piradad mainc rusetis gamarjveba gamexardeba ufro vidre turqetis

  9. იქ,თურქეთში რომ რამოდენიმე მილიონი ჩვენი სისხლი და ხირცი,ჩვენი ჯიში და ჯილაგი მუსლიმანი ქართველი ცხოვრობს ამაზე თუ უფიქრია ვინმეს?

  10. ისტორიულად თურქეთიც და ერთმორწმუნე რუსეთიც მტერია, მე ვფიქრობ ჩვენ პირველ რიგში ქართული პოზიციები დავიცვათ ან იმ ქვეყნების ინტერესები რომელიც შემდგომში ქართულ ინტერესებს გამოადგება

  11. თურქეთი ისტოროული მტერია, რუსეთი იმპერია იყო და იმპერიას თავისი მოთხოვნები აქვს, მე ვფიქრობ მაინც ყოველივე უფლის განგებით მოხდა მაშინაც ამ მიწებზეც, როგორც ჰიtლერის საპირწონედ იყო სტალინი დაახლოებით ასე იყო ესეც, ხოლო რაც შეეხებ დღევანდელ ვითარებას საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს, გვმართებს თეიმურწზ მეორის დიპლომაატიის ნიჭი, არ მსურს საქართველო გაიჭყლიტოს ამ ჭიდილის დროს, ხოლო მხარდაჩერას რაც შეეხება თურქეთს არცერთი ქართველი არ დაუჩერს მხარს უკიდურეს შემთხვევაში

  12. საქართველო უნდა იყოს საქართველოს მხარეს,ეყოფა ქართველ ხალხს სხვის ომში ბრძოლა,ჩვენ არც რუსეთი გვეხატება გულზე და არც თურქეთი,ორივე დამპყრობელია

  13. განა ეგ საკითხავია?,მართლმადიდებელი ქართველი ერი ვის უნდა მიემხროს ,ვის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს!!!პატარა საქართველოს მცირერიცხოვანი ერისათვის დღევანდელი ურთიერთობა გაძლიერებული რუსეთის მიმართ არა მარტო არასასიამოვნო ,არამედ სამარცხვინო და სახიფათოცაა.რომ საჩქაროდ გამოვასწოროდ,აღვადგინოთ რუსეთთან ყოველმხრივი კავშირურთიერთობა. ვისაც ეს არ უნდა,ქართველი ერის პირველი მტერია,(თინა ხიდაშელს და მის მსგავს ვაი პატრიოტებს,მოძოვებული აქვთ ქართული მიწა,გამოწოვეს ქართველ ხალხს სისხლი და მზად არიან საჭიროების დროს გასაქცევად).ერდოღანის ლონდარობა ყოველ დღე იზრდება საშიშად.ეგეოსის ზღვაში თავზე აზის საბერძნეთის კუნძულებსა და კვიპროსსაც.ვერც ,,ნატო” და ვერც ევროკავშირი შედეგიანად ვერც ერთს ვერ ეხმარებიან.კვიპროსი,,ნატოს” წევრი იყო,მაგრამ 1974წელს ვერ ჩამოჭრა კვიპროსი თურქეთმა? ახლა კი სულ უპირებს გადასანსვლას,თავის ნავთობის საბადოებიანა.გაქუცულ საქართველოს მილიონნახევრიან მშიერ მოსახლეობას რისი,ვისი იმედი აქვს.რეტიანი ერდოღანისთვის ეს თავხედობები ბოლო გაფართხალებაა.ვლადიმერ პუტინი მსოფლი ჰეგემონია,უნიჭიერესი პოლიტიკოსია.რუსეთის შეიარაღება ბევრად უკეთესია ამერიკულზე.თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო,(ჩემი აზრით გარდაუვალია,სამწუხაროდ),რუსეთი დაბდღვნის,დაანაწევრებს თურქეთს პატარ-პატარა ნაწილებად,არც ამერიკას დაუყენებს კარგ დღეს პუტინი.ეს ორი ქვეყანა უნდა გაქრეს მსოფლიო რუკიდან,რომ მსოფლიო ხალხებმა მშვიდობიანად,თანასწორუფლებიანად იცხოვრონ.მანამდე კი ვუსურვოთ ბატონ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანდ ჩატარებას და სრულ გამარჯვებას,ღმერთმა ადღეგრძელოს

  14. საქართველოს არც ერთი არ აყრის ხეირს ორივე გადაშენდა …ჯობია საქართველომ ნეითრალური დაიჭიროს

  15. სა გადავწყვიტოთ ვის მხარეზე უნდა იყოს საქართველო, სამზარეულოში?! საქართველოს ვინმე რამეს ეკითხება საერთოდ, ან შეუძლია ვინმეს მხარეზე ყოფნა? საქართველოს თავისი პოლიტიკური ელიტა არ ყავს და ვინ გადაწყვეტს თუ ვის მხარეზე უნდა ვიყოთ?

  16. იმ ტაო-კლარჯეთს რომ მივტირით და იმ 3 მილიონამდე ქართველ ლაზებს, რომლებიც იქ თურქებში აითქვლიფენ, იძულებით მუსულმანები გახდნენ და თურქული მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ ( უმრავლესობას, თორემ მცირე ნაწილს კიდევ შემორჩენილი აქვს რაღაც ქართული, საუბრობს ქართულად, მაგრამ ყველანი მუსულმანები არიან). თურქეთი ისევ ისეთია, როგორიც ერთი თუ ორი საუკუნის უკან იყო, და ისევ ცდილობს და ეცდება კიდევაც საქართველოს გამუსულმანებას. რუსები რაც არიან ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ, საქართველო რუსეთმა გადაარჩინა გამაჰმადიანებას და ფიზიკურ განადგურებას. რას იზამ! დილემის წინაშე რომ დადგები, უკეთესი უნდა აირჩიო. ნათქვამია: შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ბედნიერებასო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here