Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს

584

ბატონო გიორგი!

ქვემოთ არის ჩამონათვალი იმისა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, შევქმენით, შეგვიძლია დავამზადოთ და დავნერგოთ სახალხო მეურნეობაში. მადლობელი დაგრჩებით, თუ გაეცნობით და გვიპასუხებთ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ თქვენთან შესახვედრად.

1. სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის, ციტრუსების კონვექციური შრობით, შუალედური დაწნეხვითა და საბოლოო დაფქვით ფხვნილის მიღების ხაზი.

2. სინათლის ღუმელებით ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს (ბუბ) მიღება, მისგან ქსოვილის წარმოება, ბაზალტოპლასტიკური არმატურის, მილებისა და სხვა პროფილების პროდუქციის დამზადება, სეტყვის საწინააღმდეგო და სარწყავი სისტემების მოწყობა.

3. შუალედურ შედეგებზე ორიენტირებული ახალი სისტემის სათბური.

4. ქსოვილზე თესვით საბოლოო შედეგზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის კულტურების ყოველდღიური მოყვანის ორსართულიანი კომპლექსი.

5. შავი ზღვიდან გოგირდწყალბადის (HS) ამოღება და მისი გამოყენება თბოელექტროსადგურებში, როგორც იაფი და საუკეთესო თბომატარებელის.

6. მართვადი ბირთვული რეაქციის ენერგიის მისაღები მოწყობილობა (მოდული).

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმების მიხედვით გამონახავთ სახსრებს, დაგვაფინანსებთ და უზრუნველყოფთ შესაბამის რაიონებში ჩვენ მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთების გამოყოფას სათანადო საწარმოების ასაშენებლად, გაძლევთ პირობას, 7 წელიწადში საქართველოში დაუსაქმებელი არ დარჩება არც ერთი ადამიანი; სოფლის მეურნეობის კულტურების, მათ შორის, ციტრუსების, ყურძნისა და ატმის მოსავლის ვერც ერთ გრამს ვერ გააფუჭებს ვერც გვალვა და ვერც სეტყვა; ერთი კილოვატი ელექტროენერგია ეღირება დაახლოებით ერთი ცენტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ღირებულება შემცირდება, სულ ცოტა, 20-ჯერ, ხორბლის ღირებულება კი იქნება დიდიდიდი 1 თეთრი. დანარჩენ სიკეთეს ხალხისა და ქვეყნისათვის საზღვარი არ ექნება.

პატივისცემით,

ევგენი უშვერიძე,

შპსსაკონსტრუქტორო საწარმოო გაერთიანება-69”-ის გენერალური დირექტორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

მერაბ ჯიბლაძე,

ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here