Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

613

ცოლქმარს გეისთვის ტორტის გამოცხობაზე უარის თქმის გამო ასამართლებენ

ჩრდილოეთ ირლანდიაში ტორტებისა და ნამცხვრების დამამზადებელი ფირმის მმართველს, რომელმაც ჰომოსექსუალს უარი განუცხადა ტორტის გამოცხობაზე, .. სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

ბელფასტის ახლოს მდებარე ქალაქ ნიუტონბერიში მცხოვრები ცოლ-ქმრის _ დენიელ მაკარტურისა და ემას გარშემო სკანდალი 2014 წლის ზაფხულში აგორდა. სოდომისტური ორგანიზაციის აქტივისტმა გერეტ ლიმ მათ შეუკვეთა ტორტი სერიალ “სეზამის ქუჩის” გმირების _ ბერტისა და ერნის გამოსახულებითა და დევიზით: “ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად”. ასე სურდა ჰომოსექსუალს “ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის” (ჩრდილოეთ ირლანდიაში, გაერთიანებული სამეფოს სხვა კუთხეებსა და ირლანდიისგან განსხვავებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონით დაშვებული არ არის) აღნიშვნა, მაგრამ ცოლ-ქმარმა მაკარტურებმა განაცხადეს, რომ თავიანთი სინდისისა და რწმენის წინააღმდეგ ვერ წავიდოდნენ და პედერასტს ფანტაზიის ხორცშესხმაზე უარი განუცხადეს.

კუდამოძუებულმა გერეტ ლიმ ცოლ-ქმარს ჩრდილოეთ ირლანდიის თანასწორობის სახელმწიფო კომისიაში უჩივლა, რომ მაკარტურებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს მის მომსახურებაზე, დაარღვიეს კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური მრწამსის, რასობრივი კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით (ქართველი პარლამენტარების მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ანალოგი _ ნ. კ.).

მაკარტურების ადვოკატები ამბობენ, რომ სექსუალური ორიენტაცია არაფერ შუაშია, რადგან მეუღლეებმა არც კი იცოდნენ, რომ ლი ჰომოსექსუალია. ამის მიუხედავად, მოსამართლე იზაბელ ბრაუნლიმ გამოიტანა დადგენილება, რომ მეუღლეების მხრიდან უარი გერეტ ლის ნაწილობრივი დისკრიმინაციაა და მაკარტურებს უფლება არ ჰქონდათ, “თავიანთი მრწამსის შესახებ ესაუბრათ კომერციულ საქმეში”.

მეუღლეებმა, რომლებმაც მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გააპროტესტეს, განაცხადეს, რომ მათ ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა შეურაცხმყოფელ წერილებსაც იღებენ. ყველაფრის მიუხედავად, მაკარტურები არ ნანობენ თავიანთ საქციელს. დენიელ მაკარტურის თქმით, “გამოდის, რომ არჩევანი არ არსებობს, თქვენ ის უნდა შეასრულოთ, რასაც გიბრძანებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რას გეუბნებათ სინდისი, მნიშვნელობა არ აქვს, რომ არ შეგიძლიათ. თქვენ ის უნდა გააკეთოთ, რასაც გიბრძანებენ”.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ სკანდალი, რომელშიც გაეხვია, არის არა ჰომოსექსუალის, არამედ მისი ოჯახის დისკრიმინაცია, რომელსაც უფლება წაართვეს, მხარი არ დაუჭიროს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jeni-beili(-marjvniv)-da-mi.jpg

კემბრიჯის მერი და მისი მოადგილე _ ყოფილი მამაკაცები

2007 წელს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში (და არა მხოლოდ) პირველად ქალაქის მერად და მის მოადგილედ აირჩიეს სქესშეცვლილები _ ჯენი ბეილი (მერი) და ჯენიფერ ლიდლი (თანაშემწე). ყოფილი მამაკაცები, რომლებიც ბრიტანეთის ლიბერალურდემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან, საუნივერსიტეტო ქალაქ კემბრიჯის მერიაში მოკალათდნენ.

იმხანად 45 წლის ჯენი ბეილი ცხოვრების პირველ ნახევარში მამაკაცი იყო, 29 წლისამ კი გადაწყვიტა, სქესი შეეცვალა და 3 წლის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან ჯენიფერ ლიდლი _ მამაკაცი, რომელმაც, აგრეთვე, შეიცვალა სქესი.

კოლეგები ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან მიესალმნენ ბეილისა და ლიდლის არჩევას. ყოფილმა მერმა ჯონ ჰოპკინსმა კი განაცხადა, რომ ორივე “ძალიან ქალურია”, მაგრამ თავიანთ მოვალეობებს ადვილად გაართმევენ თავს.

ჯენი ბეილი და ჯენიფერ ლიდლი ამჟამად კემბრიჯში ერთ სახლში ცხოვრობენ ბეილის უმცროს ვაჟთან ერთად.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Eminem2.jpg

ემინემის ცოლისდამ სიცოცხლე ავტომანქანების სადგომზე დაასრულა

43 წლის რეპერი ემინემი (მარშალ ბრუს მეტერს III) შეძრწუნებულია თავისი ყოფილი ცოლისდის სიკვდილით.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/eminemis-colis-da.jpg

40 წლის დონ სკოტის, ემინემის ყოფილი ცოლის (კიმის) ტყუპისცალის გვამი დეტროიტში ტრეილერების სადგომზე იპოვეს. ქალს საცხოვრებელი არ ჰქონდა და ღამეს იქ ათევდა ხოლმე.  გვამის ექსპერტიზის შედეგად გაირკვა სიკვდილის მიზეზი _ ჰეროინის დიდი დოზა. ნარკოტიკებზე უარს არც თვითონ ემინემი და მისი ყოფილი ცოლი ამბობდნენ. და, აი, პირველი მსხვერპლი.

დონ სკოტს დასთან და მის ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მათ დონის გოგონა ალაინი იშვილეს. 4 თვის წინათ დონ სკოტმა ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წელს ემინემმა და კიმმა სახლიდან გააგდეს. “ჰეროინი, კოკაინი, ამფეტამინები… ის ყველაფერს ყლაპავდა, რასაც ხელში ჩაიგდებდა”, _ მწარედ შენიშნა ემინემმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here