Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონ ბრენანი: ცსს-მ იცოდა, რომ პარიზში ტერაქტები იგეგმებოდა

ჯონ ბრენანი: ცსს-მ იცოდა, რომ პარიზში ტერაქტები იგეგმებოდა

624

აშშის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა აღიარა, რომ მისმა უწყებამ იცოდა საფრანგეთში დაგეგმილი ტერაქტების შესახებ, მაგრამ მოკავშირეების გაფრთხილება საჭიროდ არ ჩათვალა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივი ძალებით ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს, აშშ-ს არ სურს, თავის ევროპელ პარტნიორებს მოპოვებული სადაზვერვო მონაცემები გაუზიაროს, რასაც სავალალო შედეგები მოაქვს.

როგორც ჯონ ბრენანმა ტელეარხ CBC Newsს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პარიზში ტერორისტული აქტების სერიამდე ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფო” რაღაცას ამზადებდა”. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს “რაღაც” (სწორედ ასე თქვა ცსს-ს შეფმა) პარიზში ხეების დარგვა არ იყო, მაგრამ ამის თაობაზე ამერიკელებს არ გაუფრთხილებიათ ფრანგები.

შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი _ დაიჭრა. ჯონ ბრენანის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს არ ჰყავს მოკავშირე, რომელთანაც თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა ექნებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here