Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინისა და ობამას სატელეფონო საუბარი სირიისა და უკრაინის საკითხებზე

პუტინისა და ობამას სატელეფონო საუბარი სირიისა და უკრაინის საკითხებზე

531

 “ამერიკელთა ინიციატივით რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა”, _ იუწყება რუსეთის სახელისუფლო ვებგვერდი Kremlin.ru.

ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამამ ყურადღება გაამახვილეს სირიის კონფლიქტის მოგვარებაზე. მათ დადებითად შეაფასეს მიუნხენში 11-12 თებერვალს გამართული სირიის მხარდამჭერი ჯგუფების მუშაობის შედეგები, რომელმაც განამტკიცა გაეროს რეზოლუციის (#2254) მიდგომები როგორც ჰუმანიტარულ ასპექტში, ისე ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური პოლიტიკური პროცესის დაწყების საკითხში.

რუსეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ერთობლივი ანტიტერორისტული ფრონტის შექმნისა და ორმაგი სტანდარტების უარყოფაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა შორის კონფლიქტის დამყარებაზე, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მისცემდა, წარმატებით ებრძოლა “ისლამური სახელმწიფოსა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა, აგრეთვე, ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და 2011 წლის 12 თებერვალს მინსკში მიღწეულ შეთანხმებებზე. პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური კიევი, ბოლოს და ბოლოს, გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here