Home რუბრიკები ბლოგი ფრანგის თვალით დანახული ევრომაიდანი- უკრაინა საფრანგეთისგან ფილმის აკრძალვას ითხოვს

ფრანგის თვალით დანახული ევრომაიდანი- უკრაინა საფრანგეთისგან ფილმის აკრძალვას ითხოვს

632

ფრანგ დოკუმენტალისტ პოლ მორეირას ფილმმა-გამოძიებამ „რევოლუციის ნიღბები“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოთქმული უკმაყოფილების და გაღიზიანების ფონზე.

ფილმი წარმოადგენს ორიგინალურ, ოფიციალური უკრაინის ოფიციალური ვერსიისგან ძირფესვიანად განსხვავებულ, შეხედულებას ევრომაიდანზე და საერთოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

 როგორც მოსალოდნელი იყო ფილმმა სკანდალურ წარმატებას მიაღწია, ხოლო ფილმის ავტორს „მთელი ცივილიზებული სამყაროს“ მხრიდან კრიტიკისა და ბრალდებების ტალღა დაატყდა თავს.

უკრაინის საელჩო, რომელიც ცდილობს დამალოს სიმართლე რევოლუციის შესახებ, ყველანაირად ცდილობდა ზემოქმნედება მოეხდინა ფილმის შემქმნელებზე და არხზე. მათი აზრით,  რეჟისორი ქმნის გაყალბებულ წარმოდგენას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

უკრაინის ახალი ხელისუფლების ევროპასთან ინტეგრაციისკენ მისწრაფება სულ უფრო უცნაურ ფორმებს იღებს.  მათ ჩათვალეს, რომ აქვთ უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტელევიზიებზე ცენზურით დაკავდნენ. სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება თუ გავეცნობით უკრაინის საელჩომ მიმართვას, ფრანგულ არხ  Canal+-ს.  

ამის საპასუხოდ პოლ მორეირამ დაწერა სტატია, რომელშიც თანმიმდევრულად ამსხვრევს კრიტიკოსების ვერსიებს და საკუთარ შეხედულებებს აცნობს მკითხველს.

დასავლეთში სულ უფრო მეტად ხვდებიან, თუ რა ხდება უკრაინაში, თავის მხრივ უკრაინლებიც უნდა შეეგუონ იმას, რომ დროთა განმავლობაში, დასავლეთში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით   მეტი სიმართლე გავა და არა მხოლოდ მათთვის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ- სიმართლე!

ფილმის სანახავად შედით ლინკზე ქვემოთ:

https://www.youtube.com/watch?v=G6KDGDwFhrU

                                            კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here